პარფიუმი

პარფიუმერიის ყველა სახეობა შედგება ძირითადადარომატული კონცენტრატის, სპირტის, წყლისა და მათი განმასხვავებელი ამ კომპონენტენს შორის ურთიერთდამოკიდებულებაა. პარფიუმერიის შემადგენლობაში დასაშვებია მცირე რაოდენობით საღებავები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც არანაირ გავლენას არ ახდენენ სუნამოს არომატზე.

სურნელოვანი ნივთიერებების კონცენტრაციული ნორმები სხვადსხვა ქვეყანაში სხვადსხვაა, მაგრამ ყოველთვის მერყეობს გარკვეულ ფარგლებში.

სუნამო

სუნამო (Parfum (ფრ.),Perfume (ინგლ.)) ყველაზე კონცენტრირებული და მდგრადია, აგრეთვე პარფიუმერიის ყველაზე ძვირი, საღამოს საათებსა და წელიწადის ცივ დროში რეკომენდებული სახეობაა. სუნამოებს კარგად აქვთ გამოხატული სუნი, ამიტომ მათი გამოყენება დილით, როცა განსაკუთრებით ძლიერად აღიქმება ადამიანის მიერ სუნები და ცხელ ამინდში, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს არომატს, რეკომენდებული არ არის. არომატული ნივთიერებების შემცველობა მერყეობს 20-30% და საშუალოდ შეადგენს 23%-ს 90%-იან სპირტში.

პარფიუმირებული წყალი

პარფიუმირებული წყალი (Eau de Parfum), ზოგჯერ ტუალეტის სუნამოდ წოდებული (Parfum de Toilette) – პარფიუმერიის სახეობა, რომელიც არომატული ნივთიერებების შემცველობით დგას სუნამოსა და ტუალეტის წყალს შორის. შეიცავს 10-12% არომატული ნივთიერება 90% სპირტში. პარფიუმირებული წყალი არის დღის პარფიუმი. მათი გამოყენება შეიძლება მთელი დღის განმავლობაში. ინარჩუნებს არომატს 5-7 სთ. დილით პარფიუმირებული წყლის ჭარბი გამოყენებაც ვერ შინარჩუნებს მის არომატს საღამომდე, აი არომატს კი მოჭარბებულად მკევთრს გახდის და ეს სულაც არ არის სასიამოვნო.

ტუალეტის წყალი

ტუალეტის წყალი (Eau de Toilette) – პარფიუმერიის მსუბუქი სახეობა, რომელშიც არომატული ნივთეიერების კომცენტრაცია მერყეობს 8-10% 80-85% სპირტში. ტუალეტის წყალი გათვლილია დღეში რამდენჯერმე გამოყენებისთვის და შეესაბამება სამუშაო საათებში გამოყენებას, ცხელ კლიმატში გამოყენებას, სპორტისა და დასვეების დროს გამოყენებასაც კი.

ოდეკოლონი

ოდეკოლონი (Eau de Cologne) – პარფიუმერიის ყველაზე მსუბუქი სახეობა, ძირითადად მამაკაცებისთვის. დანიშNულება და თვისებები ოდეკოლონს ტუალეტის წყლისნაირი აქვს, მაგრამ არომატული ნივთიერების შემცველობა აქვს უფრო ცოტა – 3-8% 70-80% სპირტში.

პარფიუმირებული დეზოდორანტი

პარფიუმირებული დეზოდორანტი (Deo Parfum) – პრუდუქტი, რომელიც მოიცავს პარფიუმის და ჰიგიენური საშუალების თვისებებს. არომატული ნივთიერების კონცენტრაცია შეიძლება დეზოდორანტის სხვადსხვა სახეში 3-დან 10%-მდე იყოს.

სხეულის მოვლის პარფიუმერული საშუალებები

სასურველი არომატის დიდხანს შენარჩუნებისთვის მიზნობრივია მისი ჩამატება სხეულის მოვლის პარფიუმერ პროდუქტებში – ტანის რძე, შხაპის გელი, თმების სპრეი და სხვა. ცხიმოვანი კომპონენტები, რომელსაც იგი შეიცავს, აფიქსირებს სუნს, არ აძლევს პარფიუმს საშუალებას, მალე აორთქლდეს. ასეთ საშუალებებში არომატული ნივთიერების შემცველობა ზოგჯერ 1% ნაკლებიც კია, მაგრამ ეფექტი მაინც აქვს.