სათესლის პროთეზირება

სათესლის პროთეზირება – ანდროლოგიაში საკმაოდ ხშირი ოპერაციაა. ეს ოპერაცია საშუალებას დაიფაროს ტრავმის, ქირურგიული ჩარევის ან სათესლის თანდაყოლილი ანომალიის შედეგად დაკარგული სათესლის არ არსებობა.

თუ კრიპტორქიზმის დროს არსებობს სათესლის ჩამოტანის ოპერაცია, ატროფიის, ჰიპოპლაზიის, ან სათესლის ამოღების დროს მის ბუნებრივ სახეს მხოლოდ სათესლის პროთეზირება აბრუნებს.

ოპერაცია ტარდება დღის სტაციონარის პირობებში. თუკი ოპერაციის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის.

სათესლის პროთეზი შეიძლება იყოს თხევადი, გელით სავსე და სრულად სილიკონის.

ოპერაციის წინ აუცილებელია ექიმის მიერ პაციენტის დათვალიერება, სტანდარტულად სისხლის საერთო და შარდის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ჰორმონალური სტატუსიც. სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების არსებობის პირობებში ტარდება ოპერაციამდელი დიაგნოსტიკა და კორექცია.

უშუალოდ ოპერაციის წინ შორდება თმოვანი საფარველი ბოქვენზე, საზარდულსა და სათესლეებზე.

გაუტკივარება:

  1. ადგილობრივი ანესთეზია;
  2. პერიდურული ან სპინალური ანესთეზია;
  3. ინტრავენური ნარკოზი.

ადგილობრივი ანესთეზიის დროს დასაშვებია საკვების მიღება დილით.

ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 30 წთ, ტექნიკურად მარტივია და არც გართულებების რისკია მაღალი. როგორც ყველა ოპერაცია, სათესლი პროთეზირებაც მოითხოვს ქირურგის მაღალ კვალიფიკაციას და სათანადო გამოცდილებას.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაიყვანება სამეთვალყურეოდ პალატაში. ადგილობრივი ანესთეზიის დროდ 45 წთ, ნარკოზის შემდეგ 2-3 სთ-დან 24 სთ-მდე.

 

 

 

გართულებები ოპერაციისთვის სრულყოფილი მომზადების შემთხვევაში არ აღინიშნება.

სათესლის პროთეზირების უკუჩვენებები:

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები გამწვავების სტადიაში;
  • სილიკონის ინდივიდუალური ამტანობა.

ოპერაციის შემდეგ დღეს ექიმი ათვალიერებს ნაოპერაციევ ჭრილობას, ხდება გადახვევა, პაცინეტს ეძლევა რეკომენდაციები სახლის პირობებში ჭრილობის მოვლის თაობაზე.

ნაკერები იხსნება 10-12-ე დღეს. შესაძლოა დაინიშნოს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია საჭიროების მიხედვით.

შეზღუდვები. პირველი 2-3 დღე სასურველია ხანგრძლივი სიარულისგან თავის შეკავება.ინტიმური ცხოვრება ნებადართულია ნაკერების მოხსნის შემდგომ. აქტიური სპორტით დაკავება შეიძლება ოპერაციიდან 4 კვირის შემდეგ.

საკონტროლო შემოწმება ტარდება ექიმთან შეთანხმებით 3-6 თვეში.