სიმორცხვე

სიმორცხვე (მოკრძალებულობა, მორიდებულობა) – ფსიქიკის მდგომარეობაა და რომლის სახასიათო შტრიხებია: ყოყმანი, გაუბედაობა, შიში, დაძაბულობა, შებოჭილობა, საზოგადოებაში მოუქნელობა საკუთარი თავის რწმენის არ ქონის გამო.

„თავშეკავებული“, „მორიდებული“, „გაწონასწორებული“ – ასეთი დადებითი შეფასებები შეიძლება მიეცეს მორცხვ ადამიანს, ხოლო მისი მანერები შეიძლება ჩაითვალოს მოდურად. თავისთავად კი სიმორცხვე არის ნიღაბი, რომლის მიღმაც არ ჩანს ადამიანი.

სიმორცხვე გამოწვეულია შიშით, რომ პოტენციურად ახლო გახდება მტრული. ადამიანისთვის ფსიქოლოგიური ატავიზმია ცუდად შეიარაღებული მონადირის ქცევა, რომელიც იძულებულია იცხოვროს მასაში და მიეჩვიოს მასის იერარქიას.

სოციალური დეკომპენსაციის შემთხვევაში სიმორცხვე შეიძლება განხილული იქნას, როგორც პარანოიდალური სინდრომის მსუბუქი ვარიანტი.

სიმორცხვე ბავშვებშიც აღინიშნება. 4-6 წლის ასაკში ბავშვებში არის დროებით მოვლენად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ფსიქიკური ტრავმის ან დასწავლილი უმწეობის სახით. როგორც ჩანს ეს გენეტიკურად განსაზღვრულია, ამ პერიოდში იწყება ინდივიდის მზადება საზოგადოებაში „გადარჩენისკენ“.

სიმორცხვის ძირითადი სახეები

პოლ პილკონისის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოყო მორცხვი ადამიანის 2 ძირითადი სახე:

  • ისინი, ვინც მორცხვია პუბლიკასთან;
  • ისინი, ვინც მორცხვია საკუთარ თავთან.

ისინი, ვინც მორცხვია პუბლიკასთან – განცდილი შეგრძნებები გავლენას ახდენს მორცხვი ადამიანის ქცევაზე, ქცევა განსაზღვრავს სხვა ადამიანებში კონკრეტული პიროვნების შესახებ შეხედულებას, ეს შეხედულება კი თავის მხრივ გავლენას ახდენს მორცხვი ადამიანის დამოკიდებულებაზე საკუთარ თავთან;

ისინი, ვინც მორცხვია საკუთარ თავთან – მორცხვებს უწვეთ სხვებისთვის შექმნან თავდაჯერებულობის ილუზია და ამისთვის მთელი თავიანთი ემოციური ენერგიის დახაჯვა უწევთ.

მორცხვი ადამიანის ბუნება:

რატომ არის ადამიანი მორცხვი? – ამ კითხვაზე ბევრ მეცნიერს ბევრი პასუხი აქვს:

  • პიროვნების მკვლევარები (როგორიცაა რეიმონდ კეტელი) დარწმუნებულები არიან, რომ სიმორცხვე გადადის მემკვიდრეობით, ისევე როგორც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და სიმაღლე.
    თანდაყოლილილი სიმორცხვის თანამედროვე ვერსია ეკუთვნის რეიმონდ კეტელს. ის დარწმუნებულია, რომ ინდივიდის პიროვნება ყალიბდება ძირითადი მახასიათბლების ნაკრებით. ამის დასადგენად სისტემატურად ტარდება ტესტები, რომელთა პასუხები ანალიზდება და შედარდება მშობლების მიერ გაცემულ პასუხებთან. ამგვარად ისაზღვრება, ეს თვისება გადაეცა მემკვიდრულად, თუ არა;
  • ბიჰევიორისტები ვარაუდობენ. რომ მორცხვებს უბრალოდ არა აქვთ გარკვეული სოციალური ქცევები, სხვა ადამიანებთან სრულფასოვანი ურთიერთობებისთვის;
  • ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიმორცხვე – ეს არის ქვეცნობიერში არსებული მომავალი წინააღმდეგობების ცნობიერი გამოხატულება;
  • სოციოლოგები და ზოგიერთი ბავშვთა ფსიქოლოგი თვლის, რომ სიმორცხვე შეიძლება გაგებული იქნას სოციალური დადგენილებების ასპექტში: ადამიანი იზღუდება, როცა საქმე ეხება სოციალური ნორმების შესრულებას;
  • სოციოფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სიმორცხვე ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი ამბობს „მე მორცხვი ვარ“;
  • ექიმები მიაკუთვნებენ სიმორცხვეს ვერცხლისწყლით ქრონიკული მოწამვლის სიმპტომებს;
  • ფსიქიატრები განმარტავენ სიმორცხვეს, როგორც ნეირომედიატორების უკმარისობას თავის ტვინში (სეროტონინის, ნორადრენალინის, დოფამინის დეფიციტი), ანუ ეს მდგომარეობა სულ არის დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის ასთენიასათან.

ინტერნეტი და თანამედროვე ტექნილოგიები, როგორც სიმორცხვის მიზეზი

თანამდეროვე ტექნოლოგიების ასეთი ფართო, საერთაშორისო და ხშირი გამოყენება იწვევს იმას, რომ ადამიანები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს. გაცილებით ადვილია გაუგზავნო სმს, იმეილი, ან უბრალოდ დაურეკოს. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებაა სიმორცხვის ეს ეპიდემია.