გაძნელებული ეაკულაცია

ეაკულაციის დარღვევება მნიშვბნელოვანი სოციალური პრობლემაა, რომელიც ეხება ოჯახურ და ურთიერთობების საკითხებს. ეაკულატორული დისფუნქცია არის პარტნიორებს შორის კონფლიქტების 40% მიზეზი. ამ პრობლემას ხშირად ახლავს ანორგაზმიის და ჰიპოლიბიდემიის პრობლემები.

რეტარდული (გაძნლებული) ეაკულაცია და მისი შედარებით მძიმე ანეაკულატორული სინდრომი უხშირასად არის ერექტიული დარღვევებისა და ჰიპოაქტიური სექსუალური ქცევის თანხლებით. ეს პრობლემა გვხვდება რეპროდუქციული ასაკის მამაკაცთა 2-8%-ში. უკანასკნელ წლებში მაჩვენებლები იზრდება.

კლინიკური მიმდინარეობის სურათი მეტად მრავალფეროვანია. ამ პრობლემებში ირიცხება მხოლოდ მასტურბაციისდ როს, ეპიზოდურად ან სელექციურად, გარკვეულ სიტუაციაში განცდილი ეაკულაციაც და გაძნელებული ეაკულაციაც, რომელიც საჭიროებს აქტის დროს ძალების მობილიზებას, რომ მოხდეს ეაკულაცია.

აუცილებელია, ე.წ. „ეაკულაციის ცრუ არ არსებობის სინდრომი“, რადგანაც აქტი შეწყდა არასრული ერექციის გამო.

გაძნელებული ეაკულაციის შედარებით ხშირი მიზეზები:

  • სათესლეების განვითარების ანომალია;
  • სათესლის წყალმანკი – ჰიდროცელე;
  • სათესლე ბაგირაკის კისტა;
  • ფიმოზი;
  • პროსტატიტი;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • ურეთრის სტრიქტურები;
  • ერექტიული დისფუნქცია;
  • ალკოჰოლის მიღება;
  • სამკურნალო საშუალებები;
  • პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა;
  • ფობიები (პენისის საშოში შეყოფის, გათავების შიში);
  • ფსიქოლოგიური განწყობა, არასასურველი ქალი, არასაკმარისი აგზნება…

სამკურნალო საშაულებებს რაც შეეხება ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები მოიაზრება, რადგანაც ძლოერ გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. ხშირია ეს პრობლემა შაქრიანი დიაბეტის მქოდე პაციენტებში.

მკურნალობა მოიცავს ჯერ მიზეზის დაიგნოსტირებას, შემდეგ ძირითადი დაავადების მკურნალობა. თუ პრობლემას იწვევს მოდიფიცირებადი ფაქტორები (მედიკამენტები, ალკოჰოლი), მათ შეცვლას და თუ პრობლემა ფსიქოლოგიურია, ფსიქოტერაპევტის ჩარევას. გაძნელებული ეაკულაციის დროს იყენებენ:

  • ქცევითი თერაპია;
  • მედიკამენტოზური კორექცია;
  • სექს-თერაპია;
  • ფსიქოტერაპია;
  • ფიზიოთერაპია.