ტესტოსტერონი ქალებში

მამაკაცის სასქესო ჰორმინი ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც არსებობს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს. გამომუშავდება საკვეცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვალში.

ჰორმონი ტესტოსტერონი მნიშვნელოვანია საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების პროცესში. მოზარდობის პერიოდში გოგონებში მომწოფებადი ფოლიკულის უჯრედებში ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენად, რომელიც მოქმედებს სარძევე ჯირკვლების ზრდაზე. პუბერტატულ პერიოდზში ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის მნიშვნელოვანი მატება ქალის ორგანიზმში.

ქალის ორგანიზმში „მამაკაცის“ ტესტოსტერონი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

  • ფოლიკულის მომწიფება საკვეცხეში;
  • ზურგის ტვინისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას უწყობს ხელს;
  • გუნება-განწყობის ამაღლება;
  • ჩონჩხის განვითარება და სხვა.

ტესტოსტერონის დონის მატების დროს ირღვევა საკვეცხეების გენერალური ფუნქცია (კვეცხუჯრედის მომწიფება ფოლიკულში) და ნდება მამაკაცისთვის დამახასიათებელი შტრიხები. მაღალი ტესტოსტერონი მამაკაცებთან შედარებით ქალებში უფრო ხშირად გვხვდება. არჩევენ ორი ტიპის ჰიპერანდროგენიას: თირკმელზედას და საკვეცხეების.

ქალებში ტესტოსტერონის დონის მატება:

  • არასწორი კვება;
  • თირკმელზედა ჯირკვლის გაძლიერებული მუშაობა;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ტესტოსტერონის პრეპარატების მიღება;
  • სხვა მედიკამენტები (ბარბიტურატები, სპაზმოლიტიკები…).

ჰიპერნადროგენიის გარეგანი ნიშნები:

  • ქალისთვის შეუფებელ ადილებში თმიანობის მომატება (მამაკაცური ტიპის თმიანობის გაჩენა);
  • თავზე თმის ცვენა (მამაკაცური ტიპის ალოპეცია – გამელოტება);
  • აკნე;
  • მამაკაცური ნიშნები;
  • გადიდებული კლიტორი.

ტესტოსტერონის მომატების შედეგები:

  • საკვეცხეების ფუნქციის დათრგუნვა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ან მისი სრული გაქრობა;
  • შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი;
  • ნაყოფის შენარჩუნების პრობლემები;
  • მშობიარობის გართულებები;
  • უშვილობა.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, რომელიმე მათგანის აღმოჩენა ჯერაც არ ნიშნავს მაღალი ტესტოსტერონის გარანტიას. დასტური და საბოლოო სიტყვა ჰორმონალური გამოკვლევების შედეგებზეა.

ორსულობის დროს ქალებში აღინიშნება ტესტოსტერონის დონის მომატება ბუნებრივად: პლაცენტა აპროდუცირებს ტესტოსტერონის დამატებით რაოდენობას.

მომატებული ტესტოსტერონი აღინიშნება ორსულობის მე-4–8 და მე-13–20 კვირებზე: ამ პერიოდში მაღალია სპონტანური აბორტის რისკი. კრიტილულ ზღვარს მისი დონე აღწევს მესამე ტრიმესტრში.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისას ტესტოსტერონი მაღალია ბუნებრივად, აუცილებელია მისი დონის მუდმივი კონტროლი.

ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება გაცილებით ადვილია ადრეულ სტადიაზე. ამიტომაც ტესტოსტერონის დონის მცირე ცვლილებების დროსაც კი საჭიროა დონის ნორმალიზება. დამოუკიდებლად, ექიმის კონსულტაციის გარეშე მედიკამენტების ხმარება ტესტოსტერონის დონის დასაწევად, ძალიან საშიშია.

მედიცინაში კი მაღალი ტესტოსტერონის დონის მატებისას გამოიყენება:

  • წონის დარეგულირება – მეიოს კლინიკის კვლევებმა აჩვენა რომ არსებული წონის (ჭარბი წონის) 7%-ით შემცირება დაბლა სწევს ანდროგენების დონეს მნიშვნელოვნად;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები – პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი დაბალი დოზებით ინიშნება თირკმელზედა ჯირკვლისმიერი ჰიპერანდროგენიის დროს;
  • მეტფორმინი – ინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს დროს გლუკოზის დონის დასაქვეითებლად, მაგრამ გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დასაწევადაც;
  • ორალური კონტრაცეპტივები – ამცირებს ალოპეციას და ჰირსრუტიზმს, აკნეს;
  • სპირონოლაქტონი – აბლოკირებს ანდროგენების ეფექტს. თუმცა ეს მედიკამენტი აძლიერებს თმის ცვენას და სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენების დროს.