გულისრევა-ღებინების შემსუბუქება ორსულობაში

ორსულობის დროს გულისრევა და ღებინება ჩვულებრივ მოვლენებად ითვლება და ორსულთა ტოქსიკოზის ნიშანია. ქალების დიდ ნაწილს ძლიერ დისკომფორტს უქმნის ორსულობის ეს ორი არასასურველი თანმხლები სიმპტომი. ბევრი ქალი უარს ამბობს რიგ პროდუქტებზე, რომელთა სუნიც იწვევს ღენინებას.

გარდა ამისა არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ქალს ეხმარება ამ სიმპტომატიკის შესუსტებაში:

  • ქალმა უნდა ჭამოს მცირე ულუფებით და ხშირად. ცარიელი კუჭი ართულებს მდგომარეობას. სისხლში გლუკოზის კონტროლი სასურველია;
  • უნდა ჭამოს რაც უნდა და როცა უნდა. არ არის საჭირო თავი აარიდოს ცხიმიან, მწარე, მჟავე ან ტკბილ საკვებს. თუმცა უნდა ეცადოს, რომ მისი საკვები მდიდარი იყოს ცილებითა და В ვიტამინით, მაგ, იოგურტები;
  • საწოლთან ახლოს სასურველია ქალს ედოს რაიმე მსუბუქი საჭმელი, მაგ, რაიმე ორცხობილა, რომ გაღვიძების შემდეგ ადგომამდე რამდენიმე ლუკმა შეჭამოს და ცოტა ხნის წოლის შემდეგ ადგეს;
  • დღიურის წარმოება (როდის არის ცუდად ქალი და როდის ხდება უკეთ) მას ეხმარება დაადგინოს დღის რა ნაწილში გრძნობს თავს ცუდად და იპოვოს შუალედი, როცა შეუძლია რაიმე შეჭამოს;
  • თუ ქალს გული სითხეებზე ერევა, მაშინ აუცილებელია შეზღუდოს სითხის მიღება ჭამის დროს და მხოლოდ შუალედებში დალიოს, მაგრამ სითხე აუცილებელია!!! თუ წყალი ქალს ურევს გულს, უნდა სცადოს ყინულის კუბიკის მოწუწნა;
  • რაც შეიძლება მეტი დასვენება. სტერსი და დაღლილობა აუარესებს სიმპტომებს;
  • ლიმნის დასუნვა – დაუჭრელი ლიმნის სუნს შეუძლია გულისრევის გრძნობის მოხსნა. ლიმნიანი ჩაიც ეფექტურია;
  • კოჭას ჩაი, აკოჭას წვენი;
  • აკუპრესურული სამაჯურების ტარება შველის ზღვის დაავადებას, ზოგიერთ ქალში ეფექტურია ორსულობის დროსაც;
  • ვიტამინი В6 (პირიდოქსინი) ან პოლივიტამინური კომპლექსი ამცირებს ტოქსიკოზს;
  • საკუთარ შეგრძნებებზე საუბარი მათთან, ვინც ამას გაიგებს.

შემთხვევათა უმრავლესობაში მედიკამეტებს ასეთ დროს არ მიმართავენ, თუმცა ტოქსიკოზთან უშედეგოდ ბრძოლის ბოლოს მათი გამოყენებაც არ არის აკრძალული. არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის დროს გამოსაყენებელი ეფექტური საშუალებები. ამ პრეპარატების მიღება შეწყდება მე-12-14 კვირაზე, როცა ტქოსიკოზი სუსტდება. მიუხედავად ამისა, ბაზარზე რეალურად არ არის რაიმე კონკრეტული ლიცენზირებული ღებინების დამთრგუნველი საშუალება. ვიტამინი В6 და ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფაქტიურად ორსულთა დამხმარე ერთადერთი საშუალებაა.

გამოხატული ტოქსიკოზის მქონე ქალებში გამოვლინდა ვიტამინი В6 დეფიციტი. კვლევები კი აჩვენებს, რომ ეს ვიტამინი ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, ამასთან გვერდითი ეფექტებიც არა აქვს.