მედიკამენტოზური ფემინიზაცია

მედიკამენტური ფემინიზაცია ნიშნავს  წამლების საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას.  ეს სამედიცინო პროცედურა ტარდება იმ ადამიანებისთვის ვინც გენეტიკურად ან ბიოლოგიურად მამაკაცია, მაგრამ მისი გენდერული იდენტურობა მდედრობითია.   ასეთი ადამიანები არიან ტრანსგენდერები.  მედიკამენტური ფემინიზაცია ,როგორც წესი ადამიანისთვის მავნებელი არ არის, თუმცა  აუცილებელია რეგულარულად სისხლის და შარდის ანალიზი, ჰორმონული მდგომარეობის შეფასება და სასურველ ნიშნულებამდე შენარჩუნება.

მედიკამენტური ფემინიზაციის დაწყებამდე აუცილებელია ადამიანის სამედიცინო მდგომარეობის შეფასება. ანამნეზის შეკრება, დიაგნოსტიკური პროცედურები, სისხლი, შარდი (ანალიზები), ფიზიკური მდგომარეობის დადგენა.   ფემინიზაციისთვის მედიკამენტების დანიშვნამდე აუცილებელია მრავალი ფაქტორების გათვალისწინება. მაგ. ქრონიკული დაავადებების არსებობა: დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ღვიძლის პათლოგიები. კონტაქტი თამბაქოსთან და ნარკოტიკებთან, მედიკამენტებთან, რომელსაც შეიძლება ადამინი იღებდეს.

ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის მოვლენა, რომ ჰორმონულ  მკურნალობასთან ერთად იწყება მისი არა მარტო ფიზიკური ცვლილებები, არამედ ის იწყებს ახალი ცხოვრების სტილს.   ამ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები ადამიანის გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებით. მედიკამენტურმა ფემინიზაცია ვერ ცვლის ყველაფერს, ვინაიდან ადამიანი თუ გენეტიკურად მამაკაცია და მას აქვს განვითარებული ძვლები, სახის ბრტყელი ძვლები, ასევე ხელების და ფეხების ზომა თუ უკვე ჩამოყალიბებულია, მას ჰორმონული ჩარევა  ვერ შეცვლის.  სახის  ნაკვთების შეცვლა ნაწილობრივ შესაძლებელია ჰორმონების მეშვეობით. თმებს სახეზე და სხეულზე, როგორც წესი იღებენ  ეპილაციის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით.  იცვლება ადამიანის სხეულის ფორმებიც, ცხიმების გადანაწილების ცვლილების მეშვეობით. ქალის სხეულს  გენეტიკურად აქვს ქვიშის საათის ფორმა,  ტრანსგენდერის სხეულის ემსგავსება მას გარკვეული დონით.

მედიკამენტებს წარმოადგენს ანტი ანდროგენები და ესტროგენების მაღალი შემცველობის  კომპონენტები.  თერაპია, როგორც წესი იწყება 17 ბეტა ესტრადიოლით, რომელიც ძლიერ ესტროგენს წარმოადგენს.  ესტროგენების მიღება შეიძლება, როგორც ინექციით ასევე აპლიკატორების საშუალებით.

ანტიანდროგენები, ძირითადად წარმოადგენენ დიჰიდროტესტოსტერონის საწინააღმდეგო საშუალებას.  დიჰიდროტესტოსტერონი კი ყველაზე მძლავრი ანდროგენია. თვითონ ანტი ანდროგენის ცნება შორსაა პანაცეასგან, თუმცა მათი ეფექტურობა ეჭვ ქვეშ არ დგას.  ანტი ანდროგენები გამოიყენება სხვა დასვადებების სამკურნალოდ და მათ შეიძლება ჰქონდეთ სერიოზული გვერდით ეფექტები.

წამლების მესამე კატეგორიას წარმოადგენს პროგესტერონი და მისი სინთეზური ანალოგები.  ყველაზე ხშირი მედიკამენტი ამ კუთხით არის მედოქსიპროგესტერონ აცეტატი.  პროგესტერონის დატვირთვა განსაკუთრებული არ არის ფემინიზაციის პროცესში, თუმცა მისი მიღების მიზანია ჰორმონული დონის  ქალის ნორმალურ ჰორმონულ მდგომარეობასთან მიახლოება და მკერდის განვითარებაში მონაწილეობა.  თუმცა ეს უკანასკნელი საკამათ საკითხია.

პირიქით, პროგესტერონის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს უარყოფით შედეგები, იმოქმედოს როგორც ანდროგენულმა საშუალებამ, გამოიწვიოს ესტროგენების ეფექტის შემცირება, ასევე გამოიწვიოს დეპრესია, წონაში მატება, ფლებიტი, შეშუპება და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები – გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილება, ლაბილურობა.

მედიკამენტური დემინიზაციის საბოლოო შედეგი შემდეგია:

  •  მკერდი იზრდება  – საშუალოდ 2 ზომამდე. ამ ზომის მიღწევას სჭირდება ორ წელი მაინც.
  • არეოლები და კერტები – მცირედით იცვლება
  • სხეულის თმიანობა – მცირდება
  • კანი –  ხდება უფრო რბილი, გლუვი და ნაზი.
  • ცხიმის გადანაწილება –  იცვლება  დაახლოებით 1-2 წელიწადში.  გაცხიმოვნება ძლიერდება ბარძაყებში და დუნდულოებში, მცირდება მუცლის მიდამოში, წელი წვრილდება.
  • სხეული და კუნთები – ფართე მხრები და გულმკერდი, როგორც წესი მცირდება, მცირდება კუნთოვანი მასაც. ეს პროცესები მეტად ვარიაბელურია და ზოგ ადამიანში შეიძლება გამოხატული იყოს მეტად, ზოგში – ნაკლებად.    სხეულის ზედა ნაწილების ფორმირების და კუნთების მასის შემცირების პროცესს საშუალოდ 3 წელი სჭირდება.
  • გენიტალიებისათესლეების ზომა მცირდება, სპერმის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, პენისის ზომა მცირდება, ერექცია მცირდება და დრო ხანგრძლივდება.  ეაკულაცია მცირდება, სპერმა მოთეთრო ფერიდან გადადის გამჭვირვალეში რაც სპერმატოზოიდების დონის შემცირებითაა გამოწვეული და პროსტატის დამსახურებაა.
  • პროსტატა – ზომაში მცირდება, ესტროგენების და ფინასტერიდის გავლენით.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი შეიძლაბა ოდნავ გაიზარდოს, თუმცა ნაწილი ადამიანებისთვის პირიქით შეიძლება შემცირდეს.  ეს პროცესი მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
  • უნაყოფობა – იმპოტენცია – ჰორმონულმა მდგომარეობამ შეიძლება ორივე გამოიწვიოს, რასაც ქიმიური კასტრაცია ჰქვია.
  • ხმა- შეიძლება შეიცვალოს, მრავალ შემთხვევაში ხმის ტემბრი არ  იცვლება, მაგრამ იცვლება საუბრის მანერა და სტილი.