სპონტანური აბორტი

აბორტი არის  ორსულობის შეწყვეტა. არსებობს მისი ორი ფორმა 1) სპონტანური (თვითნებური) 2) ხელოვნურად გამოწვეული.   ხელოვნურად გამოწვეული აბორტი ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა ზოგჯერ მას აკეთებენ არასამედიცინო პირობებში რაც ყოველად გაუმართლებელია. რაც შეეხება თვითნებურ აბორტს, მისი კონტროლი ადამიანს არ შეუძლია, თუმცა შესაძლებელია რისკის არსებობის შემთხვევაში ამ რისკის მართვა რაღაც დონეზე.

მსოფლიოში ორსულობების უმეტესობა 60-70 % აბორტით სრულდება, მათ შორის უმეტესობა სპონტანური აბორტია. ქალმა შეიძლება არც კი იცოდეს საკუთარი ორსულობის შესახებ ისე მოხდეს მისი შეწყვეტა , ასეთ შემთხვევაში ქალები არც აბორტის შესახებ არიან ინფორმირებული.

სპონტანური აბორტების დროს გამომწვევი მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, უმეტეს შემთხვევებში ეს მიზეზები არის:

  • ქრომოსომული პათლოგიები (გენეტიკური დაავადებები)
  • კოლაგენის სისხლძარღვოვანი დაავადებები
  • დიაბეტი
  • ჰორმონული დარღვევები
  • ინფექციები
  • თანდაყოლილი დარღვევები

ადრეული თვითნებური აბორტების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ქრომოსომული დარღვევები.

მშობლის კოლაგენის ვასკულარულ დარღვევებში მნიშვნელოვანია:  სისტემური წითელი მგლურა, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები,

ჰორმონული ფაქტრებიდან აღსანიშნავია: კუშინგის სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი,

დედის ინფექციებს შეუძლია ნაყოფი დააზიანოს და/ან გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი სპონტანური შეწყვეტა: ლისტერია მონოციტოგენეზი, ტოქსოპლაზმა გონდი, პარვოვირუსი, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ლიმფოციტური ქორიომენინგიტური ვირუსი – ამ მიკრობებს შეუძლიათ სერიოზული საფრთხე შეუქმნან ორსულობის მიმდინარეობას.

არსებობს თვითნებური აბორტის სხვა მიზეზებიც, რომლებიც შედარებით იშვიათობას წარმოადგენს, მათ ნაწილის მართვა შესაძლებელია.

ვარჯიში (მსუბუქი), სექსი,  მუშაობა არ იწვევენ აბორტს და არ უქმნიან ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს ორსულობის ნორმალური (გაურთულებუელი) მიმდინარეობის დროს.