მამაკაცის დაბერების მიზეზები

დაბერების უმთავრესი მიზეზები

  • დაბერების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ჰორმონების დონის ცვლილება, რის შედეგადაც მამაკაცს უჩნდება პრობლემები პროსტატასთან, სექსუალური დისფუნქცია, მათ შორის ერექტიული დისფუნქცია. ფიზიოლოგიური დაბერების პარალელურად, არის რიგი ეკოლოგიური პრობლემა, რომლებიც იწვევენ ჰორმონალურ პრობლემებს;
  • ჭარბწონიანობა არის პრობლემა, რომელიც რადიკალურად ცვლის მამაკაცის ჰორმონალურ სპექტრს. ესტროგენი (ანტი-ანდროგენი) ინახება ცხიმოვან ქსოვილში. წარმოიშობა მანკიერი წრე. ორგანიზმში ჭარბი ესტროგენები ინახება ცხიმოვან ქსოვილში, თავის მხრივ ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე იწვევს ესტროგენების დონის მატებას, რადგანაც ცხიმოვან ქსოვილში ანდროგენები გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ჭარბწონიანი მამაკაცები კარგავენ ტესტოსტერონს და იღენებ ესტროგენებს, რაც აპირობებს მამაკაცის სიბერის ნიშნებს (ლიბიდოს დაქვეითება, ერექტიული დისფუნქცია, სხვა დისფუნქციები). გაცხიმოვნება ასევე ასტიმულირებს ათეროსკლეროზს და ჰიპერტონიას, რაც ხდება ინფარქტების, ონსულტებისა და გულის სხვა პრობლემების მიზეზი;
  • ალკოჰოლიზმი და მოწევა – მამაკაცის გარემოში შედარებით გავრცელებული მავნე ფაქტორები. ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემაზე. იმატებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ზოგიერთი კიბოს და ღვიძლის ციროზის რისკი;
  • ცუდი კვება, ანუ არასწორად შერჩეული კვების რაციონი, უძილობა და სტრესი. ეს ყველაფერი არა მხოლოდ აუძლურებს მამაკაცის ორგანიზმს, არამედ მოწყვლადს ხდის მას ინფექციების მიმართ და განაპირობებს სერიოზულ ჰორმონალურ დისბალანსს;
  • ანდროპაუზის დროს ხშირია ოსტეროპოროზი. მამაკაცებში ეს უკავშირდება ტესტოსტერონისა და პროგესტერონის დონის დაცემას. ოსტეოპოროზის დროს ირღვევა ძვლების სტრუქტურა, რაც მნიშველოვნად აჩქარებს დაბერებას.

დაბერების პროცესში ადამიანის ორგანოებსა თუ სისტემებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები. სწორედ ეს ცვლილებები განაპირობებენ შემდგომში სხვადასხვა დაავადებების მიმართ ამტანობის ცვლილებას. ქვემოთ მოცემულია ორგანოების მიხედვით ცვლილებები:

  • გული. გულის კუნთი სქელდება ასაკთან ერთად, როგორც არტერიების გასქელებაზე პასუხი. ამის გამო მცირდება სისხლის გადადევმა;
  • იმუნური სისტემა. რაც ასაკშია ადამიანი, მით მეტი დროა საჭირო T-ლიმფოციტების რაოდენობის შესავსებად, ხოლო მათი ფუნქციური უნარები ქვეითდება;
  • არტერიები. არტერიების კედელი ხდება უფრო უხეში ასაკთან ერთად და გულს გულს უჭირს მათში სისხლის გადადევნა. ამასთან ბევრი ფაქტორია გამო (ცუდი კვება, სისმსუქნე) ისინი კიდევ უფრო ვიწროვდებიან ათეროსკლეროზის გამო;
  • ფილტვები. 20-დან 70 წლამდე ფილტვების სიმძლავრე 40% მცირდება;
  • ტვინის დაბერება. ნეირონებს შორის კავშირი უარესდება და ნაკლებად ეფექტური ხდება;
  • თირკმელები უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად ასრულებენ ფუნქციებს;
  • შარდის ბუშტი. შარდის ბუშტის საერთო სიმძლავრე ქვეითდება და მისი ქსოვილები ატროფირდება, რაც განაპირობებს შარდის შეუკავებლობას;
  • კუნთები. კუნთოვანი ტონუსი ქვეითდება 22% 72 წლისთის, თუმცა ვარჯიშს შეუძლია ამ ცვლილებების შენელება;
  • ძვლები. 35 წლიდან მოყოლებული ძვლების იწყებს დასუსტებას. მოძღაობა, სირბილი, ვარჯიშები ანელებს ამ პროცესს;
  • მხედველობა. 40 წლიდან შეიძლება განვითარდეს ახლომხედველობა;
  • სმენა. სმენის უნარი ასაკთანე ერთად მცირდება.

დაბერების ამ ნიშნების შესუსტება და გადავადება შესაძლებელია ცხოვრების სტილის შეცვლით – სწორი კვება, სათანადო დასვენება, ფიზიკური აქტიურობა, ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა, სტრესისთვის თავის არიდება და წონის კორექცია.