გარდატეხის ასაკის თეორიები

მოზარდობის  პერიოდის და გარდატეხის ასაკის შესახებ არსებობს სხვადასხვა თეორიები მაგ. ერიკ ერიკსონის თეორიის მიხედვით (ფსიქოსოციალური განვითარების თეორია) გარდატეხის ასაკში მოზარდი  საკუთარი იდენტობის მოპოვებისთვის  იბრძვის, იდენტობა – საკუთარი როლის გაურკვევლობის წინააღმდეგ (12-18 წელი ერიკსონის მიხედვით)  მან იდენტობა უნდა მოიპოვოს სხვადასხვა კუთხით: ფასეულობებით,  რელიგიური, სექსუალური, სპეციალობის კუთხით.  ამ ასაკში მოზარდმა უნდა „იპოვოს“ საკუთარი თავი  რათა მომავალი სწორად წარმართოს.

ერიკსონის იდენტურობის იდეაზე   დაფუძნებით  James E. Marcia –  მა კიდევ უფრო განავრცო ეს თეორია და  დაყო თავის მხრივ ოთხ ეტაპად. ამ ოთხი ეტაპიდან 2 არის შედარებით უმწიფარი, ორი კი მოწიფული ეტაპი.   მორჩილება,  დიფუზია,  მორატორიუმი და მიღწევა.

პირველი ეტაპის დროს  მოზარდები დამატებითი კითხვების გარეშე  მიყვებიან მშობლების მიერ არჩეულ გზას.  შემდგომი ეტაპიც მსგავსია პირველის, ოღონდ ამ დროს ხდება იდენტურობის დიფუზია,  ამ პერიოდში ბავშვები არ იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას, ნაკლებად  ფიქრობენ ვინ არიან და საით „მიდიან“.  მორატორიუმის პერიოდში მოზარდები ეძებენ საკუთარ იდენტურობას და  მიღწევის სტადიაში  ისინი პოულობენ  მას.  თეორიების ნაწილი იდენტუობის მოპოვებას მოზარდობის პერიოდში არ თვლიან პირველ და ყველაზე მნიშვნელოვნად, თუმცა მის იდეას არც უარყოფენ.  ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იდენტურობის კრიზისი მოზარდებში არ დგება, როგორც ერთი გამოკვეთილი პრობლემა, არამედ ნაწილდება პატარა პრობლემებად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ.  ამ ასაკში მნიშვნელოვანია კარიერის მიმართულების არჩევა,  დასაქმება, სექსუალური იდენტურობა ურთიერთბების ფორმირების დროს,  როგორც წესი, მორატორიუმი და მიღწევა არ დგება  მოზარდობის დასრულებამდე ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვევა 20 წლის ასაკს.

მოზარდობის პერიოდი (11-20) ასოცირებულია ასევე კოგნიტიურ განვითარებასთან.  უფრო პატარებისგან განსხვავებით გარდატეხის ასაკიდან ბავშვები იწყებენ აბსტრაქტული კონცეფციების უკეთ გაგებას, უყალიბდებათ მომავლის ხედვა, მოვლენის პოტენციურ გამოსავალს განიხილავენ და ხედავენ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა აისახება მათ საკუთარ ქცევაზე.  მორალური ქცევა, სოციალური ურთიერთობები,  მათთვის ხდება უფრო მისაღები და გასაგები.

ბავშვებისგან განსხვავებით, მოზარდები იწყებენ აბსტრაქტულად ფიქრს მაგ. „რა მოხდებოდა, რომ…“  შეუძლიათ წარმოიდგინონ სიტუაციის ის გამოსავალი, რაც არასდროს განუცდიათ.   მათ შეუძლიათ შედარებით რთული კონცეფციების, ხუმრობების გაგება, ამიტომაც დიდების შოუები ამ ასაკში მეტად საინტერესო ხდება მოზარდებისთვის, ვიდე ბავშვებისთვის.   სვავენ კითხვებს მორალის შესახებ, ინტერესდებიან პოლიტიკით,  უკეთ ესმით მიზეზ-შედეგობრივობა.   მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობაში ყალიბდება აბტრაქტული აზროვნება, მათ როგორც წესი მაინც არ აქვთ საკმარისი ზოგადი ცოდნა და  გამოცდილება, ეს უნარი წარმატებით გამოიყენონ ცხოვრებაში. შესაძლებელია სახლში და ოჯახის ფარგლებში კარგად ავლენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ  უჭირთ იქ სადაც არ აქვთ სათანადო ცოდნის ბაზა.

ასაკის მატებასთან ერთად თინეიჯერებს შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ კონცეფციები საკუთარი შეხედულებისამებრ. მაგ. ბავშვი რაიმე ქცევას იღებს, ან არ იღებს, ვინაიდან საზოგადოებაში ასეა საჭირო ან პირიქით.    მოზარდობის ბოლოსთვის კი ადამიანს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სხვები.

წარსულში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული იყო გარდატეხის ასაკისთვის ბოლომდე, თუმცა ბოლო  წლებია ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ვითარდება 20 წლისთვისაც. განსაკუთრებული ცვლილებები მიმდინარეობს  თავის ტვინის ფრონტალურ წილში და ქერქში.  მიიჩნევა, რომ აბსტრაქტული აზროვნების განვითარებაში, ქცევის ინიცირებასა და ინჰიბირებაზე, ასევე სხვა კომპლექსურ კოგნიტიურ უნარებზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ფრონტალური წილი ასევე ჩართულია ემოციების რეგულირებაში.  ნეიროგენულ განვითარებაში მნიშვნელოვანია სინაპსების შემცირება პრეფრონტალურ ქერქში და  კავშირების გაზრდა ტვინის სხვადასხვა რეგიონებს შორის.   ამ შემთხვევაში სინაპსების შემცირება ასოცირებულია  ტვინის მუშაობის ეფექტურობის გაზრდასთან.  იზრდება ნერვული ბოჭკოების მიელინიზაცია, რაც თავის მხრივ გამტარებლობას უფრო ჩქარს ხდის.  მაგალისთისთვის: ემოციების დროს ზრდასრულ ადამიანში  პასუხისმგებელია ამიგდალა (ლიმბური სისტემის ნაწილი), მოზარდში ასეთ რეაქციაზე პასუხისმგებელია ლიმბური სისტემის უფრო პრიმიტიული უბნები. შესაბამისად ზრდასრულების რეაქცია სტრესზე და ემოციებზე არის უფრო რაციონალური და გონივრული, ვიდრე მოზარდების.