ლიბიდო

ლიბიდო წარმოადგენს ადამიანის სექსუალური აქტივობისკენ სწრაფვას, სურვილს.  სექსუალური ლტოლვა, ანუ ლიბიდო სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული. კაცების შემთხვევაში ძირითადად ბიოლოგიური მიზეზებით არის შექმნილი. ქალებში სექსის სურვილი უფრო კომპლექსური ხასიათისაა, თუმცა ბიოლოგიური ფაქტორი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ადამიანებს სხვადასხვანაირი ლიბიდო აქვთ, ზოგს მეტად უნდა სექსი, ზოგს ნაკლებად. მაგ. ჰიპერსექსუალობის შემთხვევაში სექსის სურვილი ძალიან  ძლიერი და ხშირია,  ასექსუალობის შემთხვევაში პირიქით. ადამიანს შეიძლება საერთოდ არ უნდეოდეს სექსი. განსაზღვრული ნორმა ლიბიდოსთან დაკავშირებით არ არსებობს. 

ადამიანს შეიძლება უნოდეს სექსი მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო სქესობრივი კავშირი არ ჰქონდეს. მაგ. მორალური კოდექსი,   რელიგიური შეხედულება, შანსის არ ქონა და სხვა.

ზოგადად ლიბიდო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის  ინტიმური, ახლო ურთიერთბების ჩამოყალიბებაში. ანუ ადამიანს თუ უნდა სექსი ცდილობს ახლო რომანტიული/სასიყვარულო ურთიერთბა ჩამოაყალიბოს.  ეს ფენომენი მუშაობს, როგორც ქალებში, ასევე კაცებში.   და პირიქით, ლიბიდოს არ ქონამ/დაქვეითებამ, წყვილის ინტერპერსონალურ ურთიერთბებში შეიძლება შექმნას პრობლემები.

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება ეს არის მუდმივი, ან პერიოდულად წამოჭრადი პრობლემა – სექსუალური ფანტაზიებისა და სექსის სურვილის არ ქონა. ლიბიდოს სინონიმებია „სექსუალური მადა“, „სექსუალური დრაივი“, სექსუალური ინტერესი“. როცა სახეზეა სექსუალური ლტოლვის შესუსტება, ან გაქრობა, საუბარია ლიბიდოს დაქვეითებაზე.

სექსუალური ლტოლვის დარღვევები  არასპეციფიური, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სიმპტომია. ეს ნიშნავს იმას, რომ ლიბიდოს დაქვეითება შეიძება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების (მაგ, ჰორმონალური დარღვევების) ნიშანი. როცა ეს სიმპტომი ჩნდება, საჭიროა იმის გულდასმით გამოკველვა, რადგან ყურადღების მიღმა არ დარჩეს რაიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული.

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები: იმდენად რამდენადაც სასქესო ჰორმონები, კერძოდ კი, ტესტოსტერონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სექსუალური ლტოლვის ფორმირებაში, ლიბიდოს დაქვეითება ყველაზე ხშირად ასოცირებულია ტესტოსტერონის უკმარისობასთან. ტეტსოტერონის დონის დავქეითების ყველაზე ადრეული სიმპტომი სწორედ ლიბიდოს დაქვეითებაა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტესტოსტერონის დონე ნორმის ქვედა ზღვართანაა.

ეს დაამტკიცა წამყვანმა გერმანელმა ანდროლოგმა მაიკლ ციცმანმა. მან დააკავშირა 434 მამაკაცის კლინიკური ჩივილები და მათი ანალიზები ტესტოსტერონზე. აღმოჩნდა, რომ ლიბიდო მაშინვე იწყებს დაქვეითებას, როგორც ტესტოსრერონის დონე უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს.

მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებაა ხშირად არის ასოცირებული თუთიის დეფიციტთან.

გარდა ამისა, ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი ხშირად არის გადაღლა, სტრესი, დასვენების ხანგრძლივი არ ქონა და ძილის დარღვევები.

და ბოლოს ლიბიდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი „მტერი“ – ჭარბი წონა. პერიფერიაზე ტსეტოსტერონი ცხიმოვან ქოვილში გარდაიქმნება ესტროგენებად (ქალის სასქესო ჰორმონებად) და აქედან გამომდინარე ტესტოსტერონის უკმარისობის ფონზე ვითარდება ლიბიდოს დაქვეითება.