ჰერპესი ორსულობაში

გენიტალური ჰერპესი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბუშტუკოვან გამონაყარს სასქესო ორგანოებზე და მისი გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ორი სახის ჰერპესის  ვირუსი. მარტივი ჰერპესი 1 და მარტივი ჰერპესი 2 . (HSV-1 და HSV-2)

პირველი ტიპის ჰერპესი ძირითადად იწვევს ჰერპესის გამონაყარს პირის გარშემო, სახეზე, ოკულარულ ჰერპესს(კერატიტს),  ჰერპესს თითებზე, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციებს, ზოგ შემთხვევებში გენიტალურ ჰერპესს,  ხოლო მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსი იწვევს ანოგენიტალურ ინფექციებს.  ჰერპეს ვირუსი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების ხელისშემწყობი ფაქტორი, როგორიცაა ბიპოლალური აშლილობა და ალცჰეიმერის დაავადება(თუმცა ეს დაავადებები უფრო მეტად გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული).

ზოგადად მიიჩნევა, რომ პირველი ტიპის ჰერპესი აინფიცირებს ადამიანს წელს ზევით. ხოლო მეორე ტიპი წელს ქვევით.

პირველად გენიტალური ჰერპესი ინფიცირებიდან 4-7 დღის შემდეგ აღმოცენდება კანზე ბუშტუკოვანი გამონაყრის სახით.

ქალებში კანზე დაზიანებბი ჩნდება ბოქვენის მიმდებარედ,  სასირცხო ბაგეებზე, გარეთა სასქესო ორგანოებზე(საშოს კარიბჭე, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა და ა.შ.)

გენიტალური ჰერპესის ბოლომდე განკურნება არ ხდება, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მის სიმპტომებს და გამოვლინებას ამცირებენ და არბილებენ.

გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ  გამოიყენება შემდეგი წამლები: აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი.

აციკლოვირი ანტივირუსული წამალია, რომელიც გამოიყენება ჰერპესის ვირუსების, ვარიცელა ზოსტერის, ეპშტეინ ბარის ვირუსის, წინააღმდეგ. ეს წამალი ამცირებს მტკივნეულობას და დაზიანების დიაპაზონს. ვაციკლოვირსაც მსგავსი შედეგები აქვს თუმცა ის უპირატესობა, რომ აციკლოვირთან შედარებით უფრო ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს.

ჰერპესულ ინფექციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობაში, განსაკუთრებით მაშინ თუ დაზიანება არის გენიტალიების მიდამოში, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მშობირაობისას ჰერპესის ინფექცია გადაეცეს ახალშობილს.

ჰერპესით ინფიცირების შემდგომ დგება ინკუბაციური პერიოდი, რომელიც 1 კვირამდე გრძელდება,  ქალების უმეტესობა(90%) ასიმპტომური რჩება პირველი ერთი წლის განმავლობაში.

სიმპტომებს ძირითადად წარმოადგენს წვა და ტკივილი, გამოხატული ბუშტუკოვანი დაზიანების დროს. აგრეთვე შესაძლებელია იყოს სიმპტომები საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, დიზურია,  ვირუსი აინფიცირებს ეპიდერმულ უჯრედებს შედეგად ჩნდება სიწითლე, და პაპულების ფორმაცია. ზიანდება უჯრედები, ამას მოყვება მათი სიკვდილი, და უჯრედის კედლის ლიზისი შედეგად ვითარდება ბლისტერები (ბუშტუკები),  ჰერპესულ დაზიანებას აქვს სამი სტადია 1) ვეზიკულები პუსტულის ფორმაციით ან მის გარეშე რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა. 2) დაწყლულება და 3) ქერქის წარმოქმნა.

აშშ-ს მოსახლეობის (ქალების 12 წლის  და მეტი ასაკის)  26% ინფიცირებულია მარტივი ჰერპესის მეორე ტიპით.  ხოლო 40 % სეროპოზიტიურია (გააჩნია ანტიგენები და ანტისხეულები ვირუსის მიმართ) პირველი ტიპის ვირუსზე.

ჰერპესით ინფიცირების შემდგომ დგება ინკუბაციური პერიოდი, რომელიც 1 კვირამდე გრძელდება,  ქალების უმეტესობა(90%) ასიმპტომური რჩება პირველი ერთი წლის განმავლობაში.

თუ ქალი  ჰერპესით დაინფიცირებულია ორსულობამდე ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს ახალშობილისთვის. მნიშვნელობა ენიჭება , მაშინ, როდესაც ორსულობის ბოლოსთვის, ან ორსულობის პერიოდში ავადდება ქალი პირველად,  თუ გამონაყარი (ბუშტუკები, კანის დაზიანება) არის გენიტალიებზე.  ასეთ შემთხვევაში ჰერპესით ახალშობილის ინფიცირების რისკი მაღალია  30-60 % .  თუ ინფექცია ორსულს პირველად არ  გამოუვლინდა და რეკურენტულ ხასიათს ატარებს  ბავშვის ინფიცირების რისკი 3-მდე % ეცემა.  თუ ორსული  სეროპოზიტიურია ინფექციის მიმართ, მაგრამ ხილული დაზიანება არ არის კანზე, მაშინ ახალშობილის ინფიცირების რისკი ძალზედ დაბალია (1 % -ზე ნაკლებია).

როდესაც ჰერპესული გამონაყარი არსებობს ორსულის გენიტალიებზე, შესაძლებელია ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით  საკეისრო კვეთის გადაწყვეტილების მიღება.  როდესაც საკეისრო კვეთა შესაძლებელი არ არის,  ზოგჯერ იყენებენ 36 კვირიდან მოყოლებული აციკლოვირით მკურნალობას,  მისი საშუალებით ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია საკეისრო კვეთა თავიდან იქნეს აცილებული.