სქესობრივი მომწიფება გოგონებში

სქესობრივი მომწიფება გოგონებში

სქესობრივი მომწიფება (პუბერტატული პერიოდი) – ბავშვის ორანიზმში ცვლილებების პროცესია, რომლის შედეგადაც იგი ხდება გამრავლებისუნარიანი. სქესობრივი მომწიფება იწყება თავის ტვინიდან სასქესო ჯირკვლებისკენ (საკვერცხეებისკენ) მომავალი იმპულსაციის ხარჯზე. ამ სიგნალების საპასუხოდ საკვერცხე გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ასტიმულირებენ სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. სხეულის ზრდა პუბერტატული პერიოდის პირველ ნახევარში ჩქარდება და სრულდება სქსობრივი მომწიფების ბოლოს. პუბერტატის პერიოდამდე სხვაობა გოგონას და ბიჭუნას სხეულებს შორის მხოლოდ სასქესო ორგანოებში მდგომარეობს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები .

მკაცრად რომ განვსაზღვროთ ტერმინი „სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი“ (ლათინური სიტყვიდან pubertas – თმის ზრდის ასაკი) გულისხმობს მხოლოდ იმ ცვლილებებს, რომელიც ხდება სასქესო სისტემაში და არ მოიაზრებს არც კულტურულ და არც სოციალურ ფაქტორებს, ამიტომ უფრო მართებული ტერმინი „მოზარდობის პერიოდია“.

სქესობრივი მომწიფების ასაკი გოგონებში იწყება საშუალოდ 10-12 წლის ასაკში და მთავრდება 16-17წლის ასაკში. მდედრობითი სქესის პუბერტატის პერიოდში დომინანტი ჰორმონია ესტრადიოლი (ესტროგენების წარმომადგენელი), რომელიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლებისა და ქალის სასქესო ორგანოების ზრდასა და განვითარებას. გოგონებში ესტრადიოლის დონე იმატებს უფრო სწრაფად (ამიტომ ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში და წყვეტენ ზრდას ურფო ადრე, ვიდრე ბიჭუნები).

პუბერტატის პერიოდი უკავშირდება ჰიპოთალამუსში გონადოტროპინ რილიზიინგ ჰორმონის დიდი რაოდენობით სეკრეციას, რაც თავის მხრივ ასტიმუირებს ჰიპოფიზში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას. რაც შეეხება გონადოტროპინ რილიზიინგ ჰორმონის  დონის მატებას, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ლეპტინია, რომლიც დონეც სქესობრივი მომწიფების ასაკიდად და მცირდება პუბერტატის დასასრულისთვის.

ცვლილებები ქალის სხეულში

ქალის სქესობრივი მომწიფების ეტაპები

სარძევე ჯირკვლები – სარძევე ჯირკვლების ზრდა (ტელარქე) სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანია და აღინიშნება დაახლოებით 10,5 წლის ასაკისათვის. საწყის ეტაპზე ცალ მხარეს არეოლის ქვეშ ჩნდება მტკივნეული სიმკვრივე, 6-12 თვის შემდეგ ეს სიმკვრივე აღინიშნება ორივე მხარეს, იზრდება ზომაში, გადის არეოლის ფარგლებს გარეთ და ხდება უფრო რბილი კონსისტენციის. 2წელიწადში სარძევე ჯირკვლები აღწევენ მომწიფებულ ფორმას და ზომას, დვშვილოსნოს ყელი გამოყოფს რილები მკვეთრად გამოხატულია. გოგონებში სარძევე ჯირკვლის ფორმა და ზომა ინდივიდუალურია.

ბოქვენის თმიანობა – სარძევე ჯირკვლის ზრდის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბოქვენის გათმიანების პროცესი იწყება. თუმცა გოგონათა 15%-ში პირველად ეს ნიშანი ჩნდება. საწყის ეტაპზე ჩნდება ერთეული თმა სასირცხვო ბაგეებზე და 6-12 თვის შემდეგ თმები გადადის ბოქვენზეც და მთლიანად ფარავს მას.

სასქესო ორგანოები, მენსტრუაცია, ფერტილობა – ესტროგენების ზემოქმედებით საშოს ეპითელიუმი სქელდება, საშვილოსნოს ყელი გამოყოფს მცირე რაოდენობით ლორწოს. ეს განაპირობებს ამ ეტაპზე საშოდან მოთეთრო ფერის გამონადენის არსებობას. საკვერცხეები და საშვილოსნო იმატებს ზომაში, საკვერცხეში იწყება ფოლიკულების ზრდა. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ამ პერიოდში შესაძლოა ინახოს მრავლობითი კისტა – ფოლიკულები. პირველი მენსტრუაცია (მენარქე) სარძევე ჯირკვლების ზრდის ინიცირებიდან (დაწყებიდან) 2წლის შემდეგ დგება და პირველი ორი წლის განმავლობაში არარეგულარული ხასიათი ჰქონდეს. უმრავლეს შემთხვევაში  ერთი წელი მანსტრუაციის დროს არ ხდება ოვულაცია, მეორე წელს კი ციკლების ნახევარში ხდება, ნახევარში – არა. შესაბამისად, ფერტილობა ამ დროს შეზღუდულია, თუმცა ჩასახვა სრულიად შესაძლებელია.

სხეულის წყობა, ცხიმოვანი ქსოვილი – ესტროგენების ჭარბი რაოდენობით სინთეზის გამო მენჯის ძვლები იზრდება სიგანეში, რის საფუძველზეც თეძოები განიერდება. ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს და პუბერტატის პერიოდის ბოლოსთვის ბიჭუნების ცხიმოვან ქსოვილს 2-ჯერ აღემატება. ცხიმი, ძირითადად, გროვდება სარძევე ჯირკვლების, თეძოების, ბოქვენისა და დუნდულოების მიდამოში.

იღლიის თმიანობა, სხეულის სუნი და აკნე – ანდროგენების გავლენით იღლიის ფოსოში ხდება თმიანობის მომატება, გარდა ამისა, იცვლება ოფლის სუნი მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი ჯირკვლების ხარჯზე. ანდროგენები ზრდიან ცხიმის სეკრეციას კანის ცხიმოვანი ჯირკვლებიდან, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და აკნეს წარმოშობას.

პუბერტატის პერიოდის დაწყებაზე მოქმედი ფაქტორები

ისტორიული ცვლილება – პუბერტატის საწყების საშუალო ასაკმა 1840-იანი წლებიდან შემცირდა, მცირდებოდა ყოველ ათწლეულში 4თვით.

გენეტიკა – გოგონების 46% სქესობრივი მომწიფება იმავე ასაკში ეწყება, რა ასაკშიც დედას დაეწყო, რაც გენეტიკური ფაქტორების გავლენაზე მეტყველებს. თუმცა კი, სპეციფიური გენი, რომელიც ამ ინფორმაციის გადაცემაზეა პასუხისმგებელი, აღმოჩენილი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდროგენული ჰორმონის გენია.

გარემო – არსებობს ჰიპოთეზა, რომ პუბერტატის პერიოდის ნაადრევი დადგომა შესაძლოა განაპირობოს იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ პლაცენტის ექსტრაქტს, ან ესტროგენებს. გარდა ამისა ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე გავლენას ახდენს არომატული მჟავები, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკაში, სათამაშოებისა და პლასტიკური კონტეინერების წარმოებაში. ამასთან გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორია ბისფენოლ А, რომელიც გამოიყენება ბავშვთა კვების ბოთლებისა, სპორტული და სამედიცინო ინვანტარის წარმოებაში.

კვება – კვების ხასიათს დიდი გავლენა აქვს სქესობრივ მომწიფებაზე, განსაკუთრებით გოგონებში. დამატებითი კალორიები (იმაზე მეტი, ვიდრე ორგანიზმის ზრდისა და აქტიურობისათვის სჭირდება) ლაგდება კანქვეშა ცხიმის სახით, რომლის ნაწილი საჭიროა შემდგომში ორსულობის დროს. ცხიმების სწორედ ეს ნაწილი იძლევა სიგნალს, რომ ორგანიზმი აქვს საკმარისი ენერგია სქესობრივი მომწიფებისა და ფერტილობისათვიდ. მაგალითად, ვეგეტარიანულ ოჯახების შვილებში  პუბერტატის პერიოდი დგება უფრო გვიან და ვიდრე იმ ოჯახების გოგონებში, სადაც საკვებად იყენებენ ცხოველურ ცხიმებს. სტატისტიკურად ცნობილია, რომ სიმსუქნე ხშირად აღინიშნება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მქონე გოგონებს.

საზოგადოება – სქესობრივი მომწიფების დაწყება რასობრივ, ნაციონალურ და სოციალურ სხვაობებს ეფუძნება. სხვადასხვა ხალხებს მენარქე ვარირებს 12-დან 18წლამდე: ყველაზე ადრე აღენიშნებათ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს, შედარებით უფრო გვიან – მაღალ მთებში მცხოვრებ აზიური რასის წარმომადგენლებს. ცნობილია აგრეთვე, რომ არახელსაყრელ პირობებში გაზრდილი და ბევრი მამაკაცისგან შემდგარ ოჯახში გაზრდილი გოგონები სქესობრივად უფრო ადრე მწიფდებიან.