ანორგაზმია

ანორგაზმია არის მდგომარეობა როდესაც ადამიანს არ შეუძლია ორგაზმის განცდა.   ეს პრობლემა შეიძლება შეგვხვდეს ორივე სქესში, თუმცა მეტად გავრცელებულია ქალებში. ქალების საშუალოდ 10 % ვერ განიცდის ორგაზმს,  15 % აქვს პრობლემები ორგაზმის განცდასთან დაკავშირებით, ხოლო მხოლოდ 29 % განიცდის ორგაზმს სტაბილურად პარტნიორთან სექსის დროს.

ანორგაზმია არის ორი სახის პირველადი და მეორადი. პირველადის დროს  ადამიანს არასდროს განუცდია ორგაზმი (ძირითადად ქალებში გვხვდება).  ასეთ შემთხვევებში  უმეტესად არ გვხვდება (მამაკაცებში) ბულბოკავერნოზული (ოსინსკი, გლანდოპუდენდური) რეფლექსი. მეორადი ანორგაზმია არის ორგაზმის განცდის  უნარის დაკარგვა , მაშინ როცა ადამიანს წარშუალში განუცდია ორგაზმი. მეორადი ანორგაზმიის მიზეზებია: ალკოჰოლიზმი, დეპრესია, მენჯის ღრუს  ოპერაციები( მაგ. ტოტალური ჰისტერექტომია), მედიკამენტები, მენოპაუზა, ჰორმონების ნაკლებობა, სხვადასხვა დაავადებები, გაუპატიურება და ა.შ. არსებობს ანორგაზმიის განსხვავებული ფორმა, რომელსაც სიტუაციური ანორგაზმია ჰქვია. მაგ. ადამიანი ვერ  აღწევს ორგაზმს კონკრეტულ  პარტნიორთან.  შეუძლია ორგაზმის მიღწევა ერთი პოზით, არა განსხვავებულით და ა.შ. შემთხვევით ანორგაზმიის დროს ადამიანს შეუძლია ორგაზმის  მიღწევა ოღონდ არა საკმარისი ინტენივობით, ამ დროს სექსუალური დაკმაყოფილების გრძნობა ნაკლებია.

ანორგაზმიის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ჰორმონების დონე: სასქესო ჰორმონები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოზა, ინსულინი და ა.შ.  უნდა შეფასდეს სისხლის მიმოქცევა გენიტალიებში, სასქესო ორგანოების მგრძნობელობის შემოწმება,  ნერვული დაზიანებების არსებობის განსაზღვრა. მკურნალობა – მამაკაცებში ანორგაზმიის მკურნალობა წააგავს ერექტიული დისფუნქციის მკურნალობას.  ამ დროს მინიშვნელოვანია ჰორმონული ბალანსის აღდგენა.  ქალებში კლიტორის ვაკუუმ ტუმბოები გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გაძლიერების მიზნით.   ასევე ეფექტურია „ჰიტაჩის ჯადოსნური ჯოხი“ და სხვა ვიბრო მასაჟორების და მოწყობილობების გამოყენება. მნიშვნელოვანია მასტურბაციის წილი, საკუთარი ორგანიზმის მგრძნობელობების შესწავლისთვის ე.წ. ბეტი დოსონის მეთოდი. ნერვების დაზიანების შემთხვევაში ნერვების აღმდგენელი ფერმენტების გამოყენება ხდება  – „სიალიდაზა“,  თუმცა ეს ცოტა მომავლის მედიცინის საკითხია და მისი კლინიკურად გამოყენება მომავალში გახდება აქტიური. მამაკაცების ერექტიული დისფუნქციის  და ორგაზმის პრობლემების მკურნალობაში მნიშვნელოვანია იოჰინბინის როლიც, რომელიც ალკალოიდია და ბუნებრივ სტიმულანტს და აფროდიზიაკს წარმოადგენს. კაბერგოლინი დოფამინის რეცეპტორების აგონისტია (D2 ) რომელიც იწვევს პროლაქტინის დონის შემცირებას და პაციენტთა ნაწილში ის ეფექტურია ანორგაზმიის სამკურნალოდ. მეორადი და სიტუაციური ანორგაზმიების მკურნალობაში მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიები, წყვილების თერაპიები, ურთეირთობაში გახსნილობა და თავისუფლება, სექსის დროს, სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება, მასტურბაციის ტექნიკის ათვისება და ა.შ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს რომ პირველად ანორგაზმიის განვითარებაში მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორების გავლენა ბავშვობაში მიღებული შეხედულებები, იმის შესახებ, რომ ორგაზმი, მასტურბაცია, სექსი „ ცუდი „ საქციელია.    ასეთ შემთხვევებში მკურნალობას შეიძლება წარმოადგენდეს ამ სოციალური ფაქტორებისგან გათავისუფლება. ანორგაზმია ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია სამედიცინო პრობელემებით და მედიკამენტებით:

  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • გენიტალიების დაზიანება;
  • პოსტქირურგიული გართულებები;
  • მენჯის ტრავმა;
  • ჰორმონული იმბალანსი;
  • ჰისტერექტომია;
  • ზურგის ტვინის დაზიანება;
  • საშვილოსნოს ემბოლიზაცია;
  • მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა;
  • ვულვოდინია;
  • კარდიოვასულური დაავადებები;
  • ანტიდეპრესანტების გამოყენება (სეროტონინის უკუმიტაცების რეცეპტორების სელექციური ინჰიბიტორები);
  • ჰეროინის მიღებით გამოწვეული ანორგაზმია.