ეაკულაციის სიმძლავრე

ეაკულაცია არის მამაკაცის ასოდან სპერმის გამოყოფის პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ფიზიოლოგიურია და ასოცირებულია ორგაზმთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეაკულაცია ნორმალური მოვლენაა და თან ახლავს ორგაზმს. ეაკულაცია შეიძლება იყოს ორგაზმის გარეშეც, მაგ. ღამის ემისიები (ღამე სპერმის გამოყოფა),  ასევე სასქესო სისტემის დარღვევების დროს შეიძლება ხდებოდეს სპერმის დენა პენისიდან ერექციის და ორგაზმის გარეშეც.

ეაკულაციას აკონტროლებს სიმპატიკური ნერვული სისტემა,  სასირცხვო ნერვის მეშვეობით,  რომელიც სათავეს იღებს ზურგის ტვინიდან და გავის 2-4 ნერვების ერთ-ერთ   განშტოებას წარმოადგენს.

ეაკულაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბულბოსპონგიური კუნთის ძლიერი შეკუმშვა, ასევე შარდსადენის რითმული შეკუმშვა, პუბოკოგციგეური კუნთები და მენჯის სხვა კუნთები.    ამ კუნთების შეკუმშვის სიძლიერე და სპერმის რაოდენობა  პირდაპირ კავშირშია სპერმის გადმოსვლის სიძლიერესთან.

ადამიანებს რომლებსაც კარგად განვითარებული მენჯის კუნთები აქვთ, მათ ეაკულაცია უფრო ძლიერია ვიდრე იმ მამაკაცების რომელთაც ეს კუნთები ნაკლებ განვითარებული აქვთ. ორივე მდგომარეობა ნორმას წარმოადგენს და არ არის საჭირო ზედმეტი ყურადღების გამახვილება სპერმის გამოყოფის სიძლიერეზე, თუმცა  მენჯის კუნთების ვარჯიშით მიღწევადია ერექციის და ეაკულაციის გაუმჯობესება.  აღნიშნული მარჯიშების საუკეთესო მეთოდს კეგელის ვარჯიშები წარმოადგენს.

კუნთების რითმული შეკუმშვა ეაკულაციის დროს ხდება დაახლოებით 15 ჯერ,  მათ შორის პირველი რამოდენიმე შეკუმშვაა ძლიერი და ამ დროს გადმოედინება სპერმის უმეტესი ნაწილი.

ეაკულაციის სიმძლავრე და სპერმის გამოყოფის მანძილი ინდივიდუალურია და გამოკვეთილი მნიშვნელობა არ აქვს. ალფრედ კინსის კვლევების თანახმად, მამაკაცების ¾ ში სპერმა იღვრება პირდაპირ პენისიდან, დანარჩენ მამაკაცები კი გამოყოფენ მას რამოდენიმე, ან რამოდენიმე ათეული სანტიმეტრის სიგრძეზე.   მასტერსის და ჯონსონის  მონაცემებით სპერმის გამოყოფის საშუალო სიგრძე რამოდენიმე სანტიმეტრია, ხოლო მაქსიმალური არ აღემატება 30-60 სმ-ს.

სპერმის გამოყოფის სიმძლავრე არ თამაშობს როლს სექსუალურ ფუნქციებში. საშოში ჩაღვრილი სპერმა ნებისმიერი სიმძლავრით საკმარისია განაყოფიერების დაწყებისთვის.

ვარიაბელურია მამაკაცის მიერ გამოყოფილი სპერმის მოცულობაც ის შეიძლება იყოს 0,1 -10 მლ. (შედარებისთვის ჩაის კოვზი არის 5 მლ, ხოლო სუფრის კოვზი 15 მლ).