ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი არის მწერი, რომელიც ობლიგატურ ექტოპარაზიტს წარმოადგენს ადამიენებისთვის.  ბოქვენის ტილი ძირითადად ბინადრობს ბოქვენის მიდამოში, თმების ძირებთან და იკვებება სისხლით. თუმცა  შეიძლება შეგვხვდეს სხვა ადგილზეც, მაგ. წამწამებზე.

ბოქვენის ტილი საშუალოდ  1 ,2- 2 მმ – ია.  თავის ტილთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა.

ბოქვენის ტილი იმით გამოირჩევა სხვა სახეობის წევრებისგან, რომ მას თითქმის ბოლომდე მრგვალი ფორმა აქვს.

ბოქვენის ტილი დებს კვერცხებს გენიტალიების და პერიანალურ მიდამოში, ბოქვენის ტილით გამოწვეული მდგომარეობა პედიკულოზის სახელითაც არის ცნობილი.

სიმპტომებში ძირითადად გვხვდება ქავილი ბოქვენის მიდამოში. ქავილს იწვევს ბოქვენის ტილის ნერწყვი.  ასევე მაკულები, რომელსაც მოლურჯო შეფერილობა აქვს და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ტილი იკვებებოდა.

პედიკულოზი გავრცელებულია მსოფლიოს პოპულაციის 2 % -ში თუმცა ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ძნელია მისი გავრცელების სპეციფიკიდან გამომდინარე.

პედიკულოზი გადაეცემა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით, უმეტეს შემთხვევაში სქესობრივი გზით.  ასევე საერთო პირსაცხოცებით და სხვა საერთო მოხმარების ნივთებით ძირითადად ოჯახის წევრებს შორის.

პედიკულოზის მკურნალობას წარმოადგენს ძირითადად ადგილობრივი მოქმედების კრემები და ნივთიერებები.  მაგ. პირეთრინი, პიპერონილ ბუტოქსიდი.