ქორიონის ბუსუსები

ქორიონი არის ერთ-ერთი გარსი, რომელიც ყალიბდება ორსულობის განმავლობაში ექსტრაემბრიონული მეზოდერმიდან და ტროპობლასტებისგან.  ქორიონის მემბრანა გარს არტყამს როგორც ემბრიონს, ასევე სხვა გარსებსაც. ქორიონიდან გამოდის მცირე ზომის ბუსუსები, რომელიც ჩაშენებულია  საშვილოსნოს ენდომეტრიუმში და უზრუნველყოფს ნივთიერებების და ჟანგბადის ტრანსპორტს და გადაცემას დედის ორგანიზმიდან ნაყოფის ორგანიზმისკენ და პირიქით. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ დედის და ნაყოფის სისხლის შერევა არ ხდება.

ნაყოფის ჭიპლარის არტერიების  საშუალებით ქორიონის ხაოებამდე  მიდის სისხლი, ხოლო უკან ბრუნდება ჭიპლარის ვენების საშუალებით. შესაბამისად ქორიონის ბუსუსები წარმოადგენენ საზღვარს დედასა და ნაყოფს შორის. ქორიონის ბუსუსებიდან იწყება ნაყოფის სისხლის მომარაგება, მანამდე კი დედის სისხლი მიედინება ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიგნითა კედელი). 

ქორიონული ბუსუსები გამოიყენება პრენატალურ დიაგნოსტიკაში გენეტიკური კვლევებისთვის, მისგან აღებული ნიმუშით ხდება ემბრიონის გენეტიკური მდგომარეობის შეფასება და ქრომოსომული პათლოგიების აღმოჩენა (არსებობის შემთხვევაში).

ქორიონული ბუსუსები პირველადი ვითარდება ორსულობის მე-4 კვირისთვის, ამ მდგომარეობაში არ არის ვასკულარიზებული (არ შეიცავს სიხლძარღვებს).

მეორადი ბუსუსები ჩნდება  მე-5 კვირისთვის, იზრდება ზომაში და იტოტება, მეზოდერმა იზრდება მასში, აქამდე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ტროფობლასტებით.

მესამეული ბუსუსები – ჭიპლარის სისხლძარღვები იზრდება მეზოდერმაში, ამით ხდება ქორიონული ბუსუსების ვასკულარიზაცია.  მეორე თვის ბოლოსთვის ბუსუსები ფარავენ მთლიან ქორიონს.