პარაოვარიალური ცისტა

პარაოვარიალური (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც პარატუბულარული, პარაოვარული,  hydatid cyst of Morgagni)  ცისტა წარმოადგენს ცისტას, რომელიც არ  წარმოიქმნება საკვერცხიდან, მაგრამ მდებარეობს მის მახლობლდ. თვითონ ცისტა შენებით წარმოადგენს ეპითელიუმით ამოფენილ  „ბუშტს“ რომელიც სავსეა სითხით.

პარაოვარიული ცისტა ძირითადად გავრცელებულია 30-50 წლის ასაკის ქალებში,  უმეტესად ვლინდება ექოსკოპიური  გამოკვლევის დროს,  ადნექსალური (ადნექსის) წარმონაქმნების საშუალოდ 10-20 % -ს შეადგენს.

ვარაუდობენ, რომ ეს ცისტები მეზოთელიალური წარმოშობისაა და წარმოადგენს მიულერის და ვოლფიანი სადინრის ნარჩენებს.

პარაოვარიული ცისტის აღმოჩენა უმეტესად შემთხვევით ხდება, სამედიცინო გამოკვლევების დროს (მაგ. ექოსკოპიური გამოკვლევა), როგორც წესი არ ახასიათებს სიმპტომები და ზომით არის პატარა. შეიძლება იყოს მოზრდილიც, საშუალოდ 1-8 სმ დიამეტრის.  პარაოვარიალურმა ცისტამ შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომებს, მაგ, 20 სმ -დიამეტრით. ასეთ შემთხვევებში ის სიმპტომური ხდება და იწვევს მენჯის ღრუში ტკივილის შეგრძნებას, ან ზეწოლის და სიმძიმის გრძნობას.

გამოკვლევის დროს დიფერენციალური დიაგნოზის გატარება უნდა მოხდეს საკვერცხის ცისტასთან, რომელიც შეიძლება ჰგავდეს პარაოვარიალურს.

პარაოვარიალური ცისტები, როგორც წესი, კეთილთვისებიანი ბუნებისაა, იშვიათად მისგან შეიძლება განვითარდეს სიმსივნე.

მკურნალობა:  თუ ცისტა მცირე ზომისაა, როგორც წესი, ლოდინის ტაქტიკას არჩევენ ექიმები. ამ შემთხვევაში საკმარისია ლოდინი და დაკვირვება. თუ სონოგრაფიულად (ულტრაბგერაზე) ცისტას ახასიათებს საეჭვო ნიშნები, მაგ, ტიხრები, ძგიდეები, სოლიდური მასის შერევა სითხესთან ერთად, ამ შემთხვევაში მისი ქირურგიული გზით მოცილებაა რეკომენდირებული.  ქირურგიული მკურნალობაა პრიორიტეტი, როდესაც ცისტა ზომებში მატულობს, ან სიმპტომურია.

მორგანის ცისტა (Hydatid cysts of Morgagni) წარმოადგენს პარაოვარული ცისტების სპეციფიურ ტიპს, რომელისაც ახასიათებს  ფალოპის მილების ფიმბრიებთან განვითარება წვრილ  მრავლობით ცისტებად.  ამ ცისტებმა შეიძლება შეასრულონ როლი ქალის  უშვილობის განვითარებაში.  სავარაუდოდ ხელს უშლიან კვერცხუჯრედის ფიმბრიების მიერ მიტაცებას.