პირველი სექსი

t1larg.teensexპირველი სექსი გულისხმობს პირველ სექსუალურ გამოცდილებას, რომელიც როგორც წესი მოიცავს პენისის პენეტრაციას  საშოში. პირველი სექსი  გოგონებისთვის სრულდება ქალიშვილობის დაკარგვით, თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე.  ქალიშვილობა განიმარტება,  როგორც მდგომარეობა პირველ სქესობრივ აქტამდე.  თუმცა მისი ზუსტი განმარტება ძნელი და საკამათოა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალიშვილობა წარმოადგენს ინტაქტურ (დაურღვეველ) საქალწულე აპკს (რომელიც საშოს შესავალ ნაწილში 1-1,5 სმ-სიღრმეში  მდებარეობს), თუმცა ყველა გოგონა არ იბადება საქალწულე აპკით.   მეორეს მხრივ მიიჩნევენ რომ ქალიშვილი არის გოგონა, რომელსაც არ ჰქონია ვაგინალური სექსუალური პენეტრაცია, თუმცა საგულისხმოა, რომ პენეტრაციის არავაგინალური გზებიც არსებობს (ორალური, ანალური).  შესაბამისად ქალიშვილობის განსაზღვბრის ოპტიმალურ  ვარიანტად ითვლება დებულება, რომლის მიხედვითაც ქალიშვილია გოგონა/ქალი პირველ სქესობრივ კავშირამდე.  თუმცა  როგორ განისაზღვრება სქესობრივი კავშირი? ამ დეფინიციაშიც არის პრობლემები.    მაგ. არის თუ არა ორალური სექსი სექსი, სექსისთვის აუცილებელია თუ არა ვაგინალური პენეტრაცია და ა.შ.

ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულება და დამოკიდებულება როგორც თავად სექსის დეფინიციის, ასევე ქალიშვილობის  შესახებ. ქრისტიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სექსისგან თავშეკავება აუცილებელია ქალისთვის  ქორწინებამდე (ეს დებულება ახალ აღთქმას ეფუძნება), ისლამშიც მსგავსი დამოკიდებულებაა ქალების მიმართ, აუცილებელია სექსისგან თავშეკავება ქორწინებამდე.   მეორეს მხრივ ადამიანმა, როგორც წესი თვითონ ყველაზე კარგად იცის როდის არის „სექსის დრო“ , ვისთან, სად და როდის გრძნობს თავს კომფორტულად და მზად არის სექსისთვის.

თინეიჯერებს შორის, ზოგჯერ ადგილი აქვს  მკვეთრი დამოკიდებულების გამოხატვას თანატოლის მიმართ სექსუალური გამოცდილების მიხედვით.  ამ შემთხვევაში ქალიშვილობა შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენა, გააჩნია გარშემომყოფების დამოკიდებულებას.  ზოგჯერ ასეთი დამოკიდებულება მძიმე გულის ტკენის და დეპრესიის მომტანია  ახალგაზრდებისთვის.

ყველა შემთხვევაში პირველი სექსი, როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის უნდა იყოს „კარგად ყოფნის“ მომტანი.

ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი რჩევები და საკითხები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება სასურველია ადამიანებისთვის :

ქალებისთვის

  1. განიცდის თუ არა სიამოვნებას ქალი პირველი სექსის დროს?
    ასეთი შემთხვევები იშვიათია(თუმცა შესაძლებელი). პირველი სქესობრივი კონტაქტი რაღაც დონის უსიამოვნო შეგრძნებებისა და ტკივილის მომტანია ქალისთვის, რაც სხვა სასიამივნო შეგრძნებების წარმოშობას თრგუნავს. მეორე და მესამე კონტაქტის დროსაც არის ტკვილის შეგრძნება ქალების ნაწილში, ნაწილს კი უკვე აქვს სასიამოვნო შეგრძნებები. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მამაკაცის მომენტია, რამდენად შეუძლია მას მოეფეროს და სასურველად აგრძნობინოს ქალს თავი;
  1. შეიძლება თუ არა, ქალის აპკი არ  დაირღვეს პირველი სექსის დროს?
    ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი. მიზეზი უმეტესად ორია – ელასტიური აპკი, ან პირიქით მასიური და სქესლი აპკი. ზოგჯერ ელასტიური აპკი ნარჩუნდება მშობიარობამდე. .
  2. როგორ გარემოში უნდა მოხდეს დეფლორაცია?
    პირველი სექსისთვის სასურველია შესაბამისი გარემოს შექმნა – ორივე პარტნიორის თანხმობა, კონტრაცეფციის გამოყენება ან არ გამოყენება (ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად), განმარტოება. დღის მონაკვეთი უმჯობესია პირველი სექსისთვის, ამ დროს წყვილი ნაკლებად დაღლილია და მამაკაცს აქვს საშუალება, აკონტროლოს, ტრავმა არ მიაღებინოს ქალს;
  3. პირველი სექსი და პრელუდია
    პირველი სექსის დროს პრელუდიის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ქალი უნდა მოდუნდეს, სექსი უნდა უნდოდეს, სიამოვნება უნდა იგრძნოს და ტკივილზე არ უნდა ფიქრობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილი მართლაც იქნება ძლიერი. სექსოლოგების რჩევით, პირველი სექსის დროს, სასურველია, რომ მამაკაცმა ჯერ იზრუნოს ქალის ორგაზმზე (კლიტორული) და მხოლოდ შემდეგ მოხდეს დეფლორაცია;
  4. რა პოზაში უნდა მოხდეს დეფლორაცია?
    რეკომენდებულია მისიონერული ან მხედრული პოზა. თუმცა სექსოლოგების უმრავლესობა მაინც მისიონერულს უწევს რეკომენდაციას;
  5. შეიძლება თუ არა პირველი სექსის წინ სითამამისთვის ალკოჰოლის გამოყენება?
    არ არის სასურველი (მამაკაცში შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დარღვევა), თუმცა მცირე ოდენობით მიღება შესაძლებელია.
  6. პირველი სექსის და პრეზერვატივი
    კონდომის გამოყენება სასურველია. ის იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან, ვენერიული დაავადებებისა და აპკის გახევის დროს ინფექციის შეჭრისგან. სექსოლოგები თვლიან, რომ პარტნიორების ცოლ-ქმრობისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ უტყუარი ფაქტების ქონის შემთხვევაშიც არ არის დეფლორაციის დროს უპრეზერვატივოდ სექსი რეკომენდებული. საქმე იმაშია, რომ ქალებს საშოში აქვთ გარკვეული ხარისხის სისუფთავე, რამეთუ აქ არ მოხვედრილა გარკვეული ტიპის ბაქტერიები. მამაკაცების ნაწილს არ უყვარს ჰიგიენის დაცვა და არ ესმის ამის მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში დაუცველი სექსი გამოიწვევს დახეული აპკის კიდეების დაინფიცირებას და ანთებით პროცესებს.
  7. რომელია დეფლორაციისთვის საუკეთესო ასაკი?
    აბსოლიტურად ინდივიდუალურია, თუმცა 18-20 წელი. ამ ასაკში აპკი ელასტიურია, არ არის ხისტი. ასაკთან ერთად აპკი სქელდება, შემაერთებელი ელემენტების მატებისა და ელასტიური კომპონენტის კლების ხარჯზე;
  8. როგორ უნდა დაკარგოს გოგომ ქალიშვილობა ნაკლები ტკივილითა და სტრესით?
  • აუცილებელია, რომ ქალი ფსიქოლოგიურად იყოს მზად დეფლორაციისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ტკივილი ამ დროს წამიერია;
  • ქალი უნდა აღეგზნოს კარგად  – ეროგენული ზონების სტიმულაცია და კლიტორული სტიმულაცია
  • პენისის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და დაბალი ამპლიტუდით – ყოველ ჯერზე მეტად ღრმა. ამავდროულად აუცილებელია მამაკაცი აგრძელებდეს ქალის ასლერსს. როცა აპკი იხევა ქალს უჩნდება ტკივილის შეგრძნება. აპკის გახევის დროს მამაკაცს უჩნდება ჩავარდნის შეგრძნება. დეფლორაცისი შემდეგ მამაკაცმა უნდა გაიგოს ქალის აზრი – რამდენად მტკივნეულია აქტის გაგრძელება. თუ ქალი წინააღმდეგი არ არის სექსი გაგრძელდება მამაკაცის ეაკულაციამდე;
  • შემდეგ აქტი სასურველია მოხდეს 1-2 დღის შემდეგ. შემდეგი რამდენიმე აქტი აგრეთვე მტკივნეულია, ამიტომაც ისინიც არ უნდა გაიწელოს დროში (10-15 წთ);
  • კუნილინგუს დეფლორაციის შემდეგ არასასურველია.
  • ჯობია პოზა  შეარჩიოს ქალმა.

მამაკაცებისთვის

მამაკაცებისთვის პირველი სექსი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის. ფსიქოლოგების მტკიცებით, სასიამოვნების გარდა ეს პროცესი დიდ სირთულეებსაც მოიცავს. გავრცელებული მითი „მაჩოების“ შესახებ კიდევ უფრო ართულებს ბიჭის მდგომარეობას პირველი სექსის დროს, მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. ვაჟი გრძნობს მოლოდინების მთელ გამას, რომელთა დიდი ნაწილი ხშირად არც მართლდება.

პირველ სექსს ხშირად ახლავს გაუცნობიერებლი შიში, ნაადრევი ეაკულაცია, არასრული ერექცია, მოულოდნელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განცდები. წარმატებული პირველი სექსი მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, წარუმატებელმა კი შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ განაპირობებს დარღვევებს სექსუალურ სფეროში.

მამაკაცებს გაცილებით მეტად ადარდებთ საკუთარი გამოუცდელობის საკითხი, ვიდრე გოგონებს. ეს გასაგებიცაა, პირველი სექსის დროს მამაკაცი უფრო აქტიურია, ვიდრე ქალი.

პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანია პარტნიორი ქალის ქცევაც. თუკი ის იქნება ყურადღებიანი და ალერსიანი, მამაკაცისთვის პირველი სექსი არ გახდება კომპლექსებისა და პრობლემების სათავე. პირველი სექსის დროს განცდილი წარუმატებლობის გამო შესაძლოა მამაკაცს განუვითარდეს ფსიქოლოგიური იმპოტენცია და ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა ხშირად ვერც ხერხდება კვალიფიცირებული სექსოლოგის გარეშე.

პირველი სქესობრივი კონტაქტისთვის საგულდაგულო მომზადებაა საჭირო: პარტნიორის შერჩევა, სათანადო გარემო და დრო. აუცილებელია პარტნიორმა ქალმა იცოდეს, მამაკაცი სექსუალურად გამოუცდელია, რათა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

აუცილებელია დროის ისეთი მონაკვეთის შერჩევა, როცა წყვილს არავის შეაწუხებს, ამ დროს ნესბისმიერი მკვეთრი ხმაურიც კი შეიძლება ხელშემშლელი იყოს, არათუ ვიღაც უცხოს გამოჩენა. სიჩქარე ამ საკითხში არ ღირს, ჯერ მამაკაცი უნდა „შეეჩვიოს“ პარტნიორის სხეულს. აუცილებელიაპრელუდიის ქონა, რაც განაწყობს წყვილს სექსისთვის, გაფანტავს შიშს და დაძაბულობას.

გაუცდელობის პირობებში ხშირია არასრული ერექცია და/ ან ნაადრევი ეაკულაცია. თუკი მამაკაცი განიცდის მარცხს პირველ ცდაზე, პარტნიორი ქალი ამას უნდა შეხვდეს გაგებით და მისი მხრიდან მამაკაცმა არ უნდა იგრძნოს დაცინვა. თუ ქალი გამოცდილია, თავად შეუძლია იაქტიუროს.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სქესობრივი აქტი, მათ შორის პირველიც, შესაძლოა გახდეს ვენერიული დაავადებების ან პარტინიორის დაორსულების მიზეზი. აქედან გამომდინარე აუცილებელია პრეზერვეტივის გამოყენება. შემთხვევითობის იმედად ყოფნა დაუშვებელია, თავდაცვა აუილებელია!!!

პირველი სქესობრივი კავშირი რომ იყოს ჰარმონიული და წარმატებული, მამაკაცმა უნდა შეარჩიოს სწორედ ის ქალი, რომელთანაც აქვს ემოციური კავშირი, რომელიც არ შეუქმნის პრობლემებს სექსის დროს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორებს შორის დამოკიდებულება, რადგანაც ამ დროს განცდილი წარუმატებლობა შეიძლება არ იყოს ტრავმა მამაკაცისთის, მაშინ როცა უცხო და შემთხვევით ქალთან წარმატებულმა დებიუტმაც კი შეიძლება მხოლოდ სიცარიელე და დაუკმაყოფილებლობის განცდა დატოვოს