მენსტრუაცია

მენსტრუაცია (ლათ.mensis – თვე) – მენსტრუალური ციკლის ნაწილია, რომლის დროსაც ხდება ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის ჩამოცლა, რაც გამოხატება სისხლდენით. მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება მენსტრუალური ციკლის ათვლა. ის, რომ მენსტრაულური სისხლი არ დედდება და შედარებით მუქი ფერისაა, ვიდრე მოცირკულირე სისხლი, მასში ფერმენტების არსებობით აიხსნება.

მენსტრუაცია ჩვეულებრივ ხდება თვეში ერთხელ, მაგრამ მისი არასრანდარტული ვადებიც არსებობს. სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდი და მენოპაუზის შემდეგ მენსტრუაცია არ აღინიშნება. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ლორწოვანზე პლაცენტის მიმაგრების ადგილზე რჩება ჭრილობა, საიდანაც შეხორცებამდე გამოიყოფა ჭრილობის შიგთავსი. ხშირად ძუძუთი კვების დროს არ აღინიშნება მენსატრუაცია ამ დროს ქალის ორგანიზმში შექმნილი მენსტრუალური ფონის გამო, ეს ლაქტაციური ამენორეაა.

პირველი მენსტრუაცია – მენარქე, გოგონებში ხდება საშუალოდ 12-14 წლის ასაკში (ვარიაციები გვხვდება 9-დან 20-მდეც კი). მენარქეს შემდგომი მენსტრუაცია გოგონას აქვს 2-3 თვის შემდეგ. დროთა განმავლობაში მენსტრუალური ციკლი ყალიბდება და საბოლოოდ 28 დღიან ციკლად, თუმცა მისი ხანგრძლივობა შეიძლება გრძელდებოდეს 21-დან 35 დღემდე. ქალების მხოლოდ 13% აქვს მენსტრუალური ციკლი ზუსტად 28 დღე.

მენსტრუაცია საშუალოდ გრძელდება 2-8 დღე. სისხლდენა ვითარდება საშოდან, მაგრამ ენდომეტრიოზის (საშვილოსნოს ქსოვილების საშვილოსნოს გარეთ სხეულის სხვადასხვა უბნებში განვითარება) დროს სისხლდენა სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება აღინიშნოს.

მენოპაუზის დადგომის პერიოდია 40-57 წელი. შედარებით ხშირად 50-52 წელი.

მენსტრუაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა (საფენების ხშრირად გამოცვლა, დღეში 2-3-ჯერ სასქესო ორგანეობის დაბანა), ვინაიდან მენსტრუალური გამონადენი ბაქტერიების განვათარებისათვის საუკეთესო გარემოა. ამ პერიოდში სასურველი არ არის აბაზანის მიღება, საუნებსა და ბასეინებზე წასვლა