პროსტატის დაავადებები

წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა მამაკაცის სასქესო ჯირკვალია. მისი დაავადებები იწვევს არა მხოლოდ ექიმების, არამედ პაციენტების ინტერესსაც, რამეთუ არის ძალიან ხშირი, საკმაოდ სერიოზული და ადამიანის სოციალურ ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

პროსტატის დაავადებებზე საუბრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნას https://geosexmd.com/2011/07/19/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%AF%E1%83%98/.

პროსტატაში პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორის გამოიყოფა შემდეგი:

  • ინფექციური ფაქტორი: ქლამიდია, გონორეა, ტრიქომონა, არასპეციფიური პირობით-პათოგენური ფლორა;
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა;
  • ასაკი;
  • შეგუბებითი პროცესები;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებათა სიმპტომები:

  • ობსტრუქციული სიმპტომები (გაძნელებული შარდვა, შარდის მწვავე და ქრონიკული შეკავება);
  • ირიტაციული (გამღიზიანებელი) სიმპტომები (გახშირებული შარდვა დღისითაც და ღამითაც, იმპერატიული მოთხოვნილებები, შარდის შეკუკავებლობა);
  • ტკივილი;
  • სექსუალური დარღვევები (ერექტიული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, რეტროგრადული ეაკულაცია);
  • უშვილობა.

პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკური მიზნით გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • რექტალური მანუალური გამოკვლევა (თითით სწორი ნაწლავიდან გასინჯვა);
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა: პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპია, ეაკულატის, ან პროსტატის სეკრეტის ბაქტრეიოლოგიური გამოკვლევა დათესვით, სისხლის საერთო ანალიზი, 3 ჭიქის ცდა, ჟაჭვურ-პოლიმერაზური რეაქცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი;
  • უროფლოუმეტრია;
  • სხივური ტერაპია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მაგნიტური რეზონანსი და კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • წინამდებარე ჯიკრვლის ბიოფსია.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა იწყება დიაგნოზის დასმის შედგომ და მოითხოვს ექიმისა და პაციენტის თანამშომლობას.