ლაქტაციური ამენორეა

ბავშვის დაბადების შემდეგ ქალისთვის ცხოვრების ახალი სტილი ყალიბდება: დღის აბსოლუტურად შეცვლილი განრიგი, ახალშობილის მრავალჯერადი კვება, საფენები, სახვევები, უძილო ღამეები. ამ გაუგებრობაში და სირთულეებში ახალბედა დედა შესაძლოა მეორედ დაორსულდეს. ყველაფერი, რასაც ექიმი ქალს სამშობიაროდან გამოწერის წინ უხსნის მშობიარობის შემდგომ კონტრაცეფციაზე, ქალს ავიწყდება და ითვალისწინებს სხვებისგან გაგონილს, რომ ლაქტაციის პერიოდში ქალი არ ორსულდება.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციით განპირობებულ ბუნებრივ კონტრაცეფციას ეწოდება ლაქტაციური ამენორეა. მშიბიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც რძის წარმოქმნას განაპირობებს. ეს ჰორმონი თრგუნავს ლაქტაციას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს დაორსულების შანსს, მაგრამ ლაქტაციურ ამეორეას, ისევე როგორც კონტრაცეფციის ნებისმეირ მეთოდს აქვს თავისი წესები, რომელთან დარღვევის შემთხვევაში მისი ეფექტურობა მცირდება და ქალი ორსულდება.

  1. პირველ რიგში, ბავშვის ორ კვებას შორის შუალედი დღისით არ უნდა აღემატებოდეს 4 სთ-ს, ხოლოდ ღამე 6 სთ-ს. ეს არის დღე-ღამეში მინიმუმ 8-10 კვება. რაც უფრო ხშირია კვების სიხშირე, მით მეტია პროლაქტინის დონე და მით მეტია ლაქტაციური ამენორეის ეფექტურობა;
  2. ბავშვი უნდა იკვებებოდეს მხოლოდ ძუძუთი, რამეთუ სხვა საკვების ჩამატება გამოიწვევს ძუძუთი კვებას შორის ინტერვალები გაიზრდება;
  3. ეს მეთოდი ამართლებს მხოლოდ მშობიარობიდან 6 თვე, რადგან მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ პროლაქტინის დონე იკლებას, ხოლო რძის რაოდენობას უკვე სხვა ფაქტორი აკონტროლებს (ლაქტაციის მაინჰიბირებელი ფაქტორი – FIL).

თუკი აქ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელიმე ირღვევა, ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს გინეკოლოგს და ერთობლივად უნდა შეირჩეს კონრაცეფციის მოსახერხებელი საშუალება.

ძნელია დაფასებული არ იქნას მეთოდია, რომელიც იწვევს ძუძთი კვების პროპაგანდირებას, არ არის მავნე არ დედის, არც ახაშობილისთვის, არ საჭიროებს მატერიალურ დანახარჯებს.