პოსტკოიტალური დეპრესია

პოსტკოიტალური დეპრესია, სექსის შემდგომი სევდა (Post-coital tristesse) – უარყოფის, დათრგუნვისა და დეპრესიის შეგრძნება, რომელიც დგება უშუალოდ სექსის შემდეგ. შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებულობით, შფოთვის შეგრძნებით, მოუსვენრობით. ის შეიძლება გრძელდებოდეს 5 წუთიდან 2 საათამდე. ყველა ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი პოსტკოიტალური დეპრესია. ქალების შემთხვევაში ეს არის ფსიქოლოგიური მომენტის შედეგი (საკუთარი თავით, ან პარტნიორით უკმაყოფილება, დაუკმაყოფილების გრძნობა და ა.შ), მამაკაცებში მიზეზი არის უშუალოდ სპემის დაკარგვა და ფიზიკური გადაღლა. პროლაქტინის დონე მამაკაცის ორგანიზმშიც იმატებს ორგაზმის შემდეგ. ეს მოქმედებს განყობაზეც, მოაქვს რა დათრგუნვის და ძალების დაკარგვის შეგრძნება.

როგორც აღმოჩნდა პოსტკოიტალური დეპრესია უვლინდება ყოველ მესამე ქალს, ანუ ყოველ მესამე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია მელანქოლიის და სევდის შეგრძნება სექსის შემდეგ. ავსტრალიაში კვინსლანდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ჩატარებული კვლევით კი დადგინდა, რომ სექსის შემდეგ დეპრესია ქალების 10% უმეორდება რამდენიმე კვირის მანძილზე.