ლიბიდო და ასაკი

მეცნიერების აზრით, ცუდ სექსს აქვს ზუსტად ორი მიზეზი: გამოცდილების არ არსებობა და „შეუფერებელი ასაკი“. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ლიბიდო იზრდება ასაკთან ერთად, ამიტომაც არ არის გასაკვირი, მორიდებული, სადა პარტნიორი გოგონა 35 წლის ასაკში თუ „გაუმაძღარ“, ცხელ ქალად გადაიქცევა. სწორედ ამ ასაკს ემთხვევა ხშრად ქალის ლიბიდოს პიკი.

ამ სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული ლიბიდო ქალსა და მამაკაცში ასაკობრივი ჭრილით.

20 წლამდე

ქალი – სექსუალურ ცხოვრებას მართავს ჩამოუყალიბებელი ჰორმონალური ფონი. გოგონების უმრავლესობას ჯერ კიდევ დაურეგულირებელი მენსტრუალური ციკლი აქვს, საშოს სეკრეტი არ გამოიყოფა, ან არ არის მისი გამოყოფა სრულყოფილი, ჰორმონების დონე „თამაშობს“ – ხან იმატებს, ხან იკლებს, ამას შეესაბამება სექსუალური სურვილები – ხან ძლიერია, ხან არ არის. ამ პერიოდში სექსისგან სიამოვნების მიღება საკმაოდ რთულია, გოგონების უმრავლესობა არც კი იცნობს საკუთარ სხეულს, არ იციან რა და როგორ სიამოვნებთ, როცა არ იცის გოგონამ, არ იცის მისმა აპარტნიორმა და აქედან გამომდინარე ანორგაზმია, ან არარეგულარული ორგაზმი ჩვეულებრივი მოვლენაა.

მამაკაცი – ჰორმონალური პიკი! სტატისტიკურად სწორედ ამ პერიოდში იცვლიან მამაკაცები ყველაზე ხშირად პარნიორებს. ჰორმონები დგას გრძნობებზე მაღლა, ამიტომაც ჭეშმარიტი გრძნობები უმეტესად ჩანაცვლებული სუფთა ფიზიოლოგიური დანიტერესებით. ერექციები ხშირია და ხშირად უადგილოც.

30 წელი

ქალი – ტექნიკა შეესაბამება გამოცდილებას. ამ ასაკში ქალს კარგად ესმის საკუთარი სურვილები. ამ ასაკში ქალი შედარებით ადვილად აღწვეს ორგაზმს და 40 წლამდე საკუთარი სექსუალობის პიკზეა. ლიბიდოს დროებითი დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს შვილის გაჩენამ.

მამაკაცი – კარგად ესმის პარტნიორის. ტესტოსტერონის მაღალი დონე, თუმცა სპონტანური ერექციების რიცხვი იკლებს და მამაკაცის სექსუალური ცხოვრება მიდის „გრაფიკის მიხედვით“. სექსოლოგების აზრით 40 წლამდე ასაკი მამაკაცშიც „უმაღლეს პილოტაჟად“ ითვლება.

40 წელი

ქალი – სექსუალობის მეორე პიკი ქალს 40-42 წლის ასაკში აქვს. ჰორმონების დონე ჯერაც მაღალია, მიუხედავად ამისა, სექსის მოთხოვნილებვა რამდენადმე მცირდება. განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდია 45-50 წელი, როცა ხდება ორგანიზმის მზადება მენოპაუზისთვის. ამ პერიოდში ძალიან ქვეითდება ლიბიდო, აღინიშნება საშოს შემაწუხებელი სიმშრალე და დისკომფორტი. ეს სიმპტომები საჭიროებენ ექიმთან ვიზიტს და მედიკამენტურ ჩარევას.

მამაკაცი – ამ პერიოდში მამაკაცსაც აქვს საშუალო ასაკის კრიზისი. პირად ცხოვრებაში გამეფებული სტაბილურობა მამაკაცს უქმნის რუტინის შეგრძნებას, იზრდება ეროტიკისკენ, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა, ხშირად სექსისთვის ახალგაზრდა პარტნიორის ძიება. ამ პერიოდზე მოდის მეუღლის ღალატის რისკი. სექსოლოგების რჩევაა ამ ასაკის წყვილებისათვის ახალი პოზების ცდა, მცირე ექსპერიმენტები, სექსუალური თამაშები და ა.შ.

50 წელი

ქალი – მენოპაუზა საკმაოდ დიდ ჩავარდნას ქმნის ქალის სექსუალურ სფეროში. კლიმაქსის სიმპტომებისა და მისი შედეგების გადალახვას შეიძლება მთელი წელი, ან მეტი დროს დასჭირდეს. ამ ასაკში ხშირად აღინიშნება გულის მხრივ პრობლემები და წონაში მატება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ლიბიდოს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სექსი ამ ასაკში ჩანაცვლებით ჰორმონოთარაპიასთან ერთად ძალიან დადებითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე. ამასთან, მენოპაუზის შემდეგ აღარ არსებობს დაორსულების რისკი და ეს უნდა გახდეს აქტიური სქესობრივი ცხოვრების განახლების ერთ-ერთი მიზეზი.

მამაკაცი – ასაკი საინტერესოა იმით, რომ სურვილი შეიძლება გაძლიერდეს, მაგრამ ფიზიოლოგია ხშირად იძლევა „ჩავარდნებს“: სუსტი ერექცია, ან ერექტიული დისფუნქცია, პროსტატიტის მაღალი რისკი, გულის ასაკობრივი პრობლემები, წონაში მატება არ იძლევა სექსში სრულყოფილების საშუალებას. ამ ასაკში კიდევ ერთი პრობლემაა – ადამიანის ფსიქიკა – მამაკაცს ხშირად ეშინია კრახის, აწუხებს კომპლექსები, ეს კი დამატებით პრობლემებს ქმნის სექსუალურ სფეროში.

60-70 წელი

სექსუალური ცხოვრება თანდათან ორივე პერტნიორში ქრება, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როგორც ამ ეტაპის დაგვიანების, ასევე ამ ეტაპის უფრო ადრე დადგომის თვალსაზრისით.