გინეკოლოგიური გამოკვლევები

გინეკოლოგთან კონსულტაცია და გინეკოლოგიური გასინჯვა აუცილებელია ყველა ქალისათვის წელიწადში ორჯერ. გარდა იმისა, რომ ქალს ცხოვრების განმავლობაში ბუნებრივად აქვს ბევრი პერიოდი, რომლის დროსაც გინეკოლოგის დახმარება გარდაუვალია, ჯანმრთელობის პირობებშიც კი სავალდებულოა ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს ბევრი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს უსიმპტომოდ, აგრეთვე სიმსივნეები და სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება.

ზოგჯერ პათოლოგიური გამონადენიც არც კი აღინიშნება, ან ისეთია, რომ მისი გარჩევა ნორმალურისგან ლაბორატორიის გარეშე ძნელია.

ქალებში ლატენტურად მიმდინარე დაავადებების დროს არ არის ტკივილი მუცელში, გამონადენი, სისხლდენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა სიმპტომები.

აქედან გამომდინარე ყველა ქალისთვის აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევები და ძირითადი ანალიზები (სისხლის საერთო, შარდის, ნაცხის ანალიზი ფლორასა და ციტოლოგიაზე), რომელთა შედეგებიც ხელს უწყობს უსიმპტომოდ მიმდინარე ინფექციებსა და დაავადებებს ნაადრევ სტადიაზე.

პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვების რაოდენობა დამოკიდებულია გადატანილ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე.

გინეკოლოგის კონსულტაცია და გინეკოლოგიური გასინჯვა აუცილებელია აგრეთვე ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ორსულობის პირველი ნიშნები არ არის ზუსტი და ქალი ხშირად შეჰყავს შეცდომაში, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა აღინიშნოს მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი. ორსულობის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია, ულტრაბგერა და ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა სისხლში.

გინეკოლოგის კონსულტაციაზე მისვლა ქალებს ხშირად ერიდებათ და/ან ეშინიათ. ქალებში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს გინეკოლოგიური სავარძლის დანახვაც კი.

ამის მიუხედავად ჯანმრთელი ქალიც კი წელიწადში ორჯერ უნდა იტარებდეს გინეკოლოგიურ გასინჯვას, რაც ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.