განმარტებითი ლექსიკონი

  • აბერაცია სქესობრივი – სქესობრივი გარყვნილება;
  • აბსტინენცია სექსუალური (სქესობრივი დეპრივაცია) – იძულებითი სექსუალური თავშეკავების პერიოდი;
  • აბსტინენცია პარციალური სექსუალური – იძულებითი სექსუალური თავშეკავება, რომელიც მსუბუქდება სექსუალური სიამოვნების მიღების სუროგატული (მასტურბაცია, პეტინგი), ან უნებლიე (პუოლუცია) ფორმებით;
  • ავერსია სექსუალური – სექსუალური პარტნიორისადმი ნეგატიური დამოკიდებულება;
  • აღაპე – ძვ. ბერძნ. მსხვერპლის შემცველი სიყვარული, უანგარო თვითგაცემა, საყვარელ ადამიანზე ზრუნვაში დაშლა;
  • ალგოლაგნია – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა სექსუალური პარტნიორისთვის ტკივილის მინიჭების გზით. აქტიური ალგოლაგნია – სადიზმი, პასიური ალგოლაგნია – მაზოხიზმი;
  • ამბივალენტურობა – განცდების გაორება, როცა ერთი ადამიანი იწვევს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობას;
  • ამბისექსუალობა – ტერმინი, რომელიც გამოიყენება ჰერმაფროდიტიზმის და ბისექსუალობის სინონიმად;
  • ანაფროდიზია – იგივე ფრიგიდულობა;
  • ანდროგენები – მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, ანდროსტენდიონი), რომლებიც იწვევენ მასკულინიზაციას;
  • ანდროგინია – ინდივიდში ქალისა და მამაკაცის თვისებების არსებობა;
  • ანდროგინია ფსიქოლოგიური – მასკულინური და ფემინური შკალებში მაღალი მაჩვენებლები ერთდროულად;
  • ანესთეზია სქესობრივი – იგივე ფრიგიდულობა;
  • ანორგაზმია – ორგაზმის განუცდელობა სქესობრივი აქტის პერიოდში;
  • ასექსუალობა – სექსუალური ლტოლვის არ ქონა;
  • ატრაქტულობა – ემოციური მიზიდულობა, სიმპათია, ეროტიული მიმზიდველობა;
  • აუტოეროტიციზმი – სექსუალური მიზიდულობა საკუთარი თავის მიმართ (ნარცისიზმი);
  • აფროდიზიაკა – ნივთიერება, რომელიც აატივებს სექსუალურ ლტოლვას, იწვევს აგზნებას;
  • აფროდიზიომანია – ფსიქიკის არაჯანსაღი ფიქსაცია აღსაგზნები საშუალებების ძებნაზე;
  • ბინარული – ორკომპონენტიანი;
  • ბისექსუალობა – ფართო გაგებით ორივე სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების ქონა (ანდროგინია), ვიწრო გაგებით კი – სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის მიმართ;
  • ვაგინიზმი – საშოს კედლებისა და მენჯის ფსკერის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა, რაც ხელს უშლის სქესობრივი აქტის განხორცილებას;
  • ვიკჰარიტა – სექსის სუროგატული ფორმა, როცა ფრიქციები ხორციელდება ქალის ბარძაყებს შორის;
  • ვირგოგამია – ქალწულებრივი ქორწინება;
  • ვირგჰატა – სექსის სუროგატული ფორმა, პენისის ხახუნი ქალის შორისზე;
  • ვირილიზაცია – მამაკაცური ნიშნების (სხეულის აგებულება, თმიანობის ტიპი, ხმის ტემბრი და ა.შ.) გაჩენა ქალებში;
  • თავშეკავება სექსუალური – სექსუალური აქტივობის დათრგუნვისკენ მიმართული ღონისძიებები;
  • ვუაიერიზმი, ვიზიონიზმი – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა სხვისი გენიტალიების წარმოდგენით, ან სხვისი სექსუალური აქტის თვალთვალით;
  • გენიტალიები – სასქესო ორგანოები;
  • გენოტიპი – ორგანიზმის გენეტიკური კონსტიტუცია;
  • ჰერმაფროდიტიზმი – ორსქესიანობა, რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი გაორება, როცა ადამიანის მიეკუთვნება მდედრობითი, ან მამრობითი სქესისადმი;
  • გერონტოფილია – სექსუალური ლტოლვა მოხუცებისადმი;
  • ჰეტერიზმი – ძვ. საბერძ. თავისუფალი სიყვარულის ფორმა;
  • ჰეტერო – სხვა, განსხვავებული;
  • ჰეტეროსექსუალობა – საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებისათვის უპირატესობის მინიჭება;
  • ჰომოსექსუალობა – იგივე სქესის პარტნიორებისათვის უპირატესობის მინიჭება;
  • ჰეტეროსოციალობა – ორიენტაცია ურთიერთობებში საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი;
  • ჰომოსოციალობა – ორიენტაცია უერთიერთობებში იგივე სქესის ადამიანებისადმი;
  • ჰეტეროფილია – ემოციური მიზიდულობა საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისადმი;
  • ჰომოფილია – ემოციური მიზიდულობა იგივე სქესის ადამიანებისადმი;
  • ჰეტეროეროტიზმი – სექსუალური ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის ადამიანისადმი;
  • ჰომოეროზტიზმი – სექსუალური ლტოლვა იგივე სქესის ადამიანისადმი;
  • ჰიბრიზტიკა – ძველი დღესასწაული, რომელიც გამოიხატება სქესის როლური გაცვლით;
  • გინეკომასტია – ენდოკრინული დარღვევების შედეგად მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;
  • გინეკოლოფილია – ქალებში ჰომოსექსუალიზმის სახეობა, უფროსი ქალებისადმი ლტოლვა;
  • ჰიპერსექსუალობა – სექსუალური ლტოლვის გაძლიერება;
  • პუბერტატული ჰიპერსექსუალობა – გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ფსიქიკის ფიქსირება სექსუალურ-ეროტიულ ლტოლვებსა და სექსუალ აგზნებაზე;
  • ჰიპერსუბლიმაცია – სექსუალური გამოვლინენების მდგრადი დათრგუნვა სექსუალური ინტერესების გამუდმებული ჩანაცვლებით სპორტული, შემოქმედებითი, ამ წარმოებითი საქმიანობით;
  • ჰიპოგონადიზმი, ჰიპოგენიტალიზმი – სასქესო ჰორმონების სეკრეციის დაქვეითების გამო სასქესო ორგანპებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა;
  • ჰიპოთალამუსი – შუამდებარე ტვინის ნაწილი. არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებს და აკავშირებს ენდოკრინულ სისტემას ნერვულთან;
  • ჰიპოფიზი – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ჰიპოთალამუსთან. არეგულირებს უამრავი ორგანოს, მათ შორის, გონადების ფუნქციონირებას;
  • ჰირსტუტიზმი – ჭარბთმიანობა ქალებში;
  • ჰიფედონია – სექსუალური შეგრძნებების მოჭარბება;
  • ჰომო – მსგავსება, ერთი და იგივე;
  • ჰომოფობია – ჰომოსექსუალებისამდი ირაციონალური ზიზღი;
  • გონადოტროპინი – ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონები, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჯირკვლებს აქტივობას;
  • გონადები – სასქესო ჯირკვლები;
  • გრეფენბერგის ლაქა (წერტილი) – ურეთრის უბანი, რომელიც ესაზღვრება საშოს წინა კედელს და რომლის სტიმულაციაც იწვევს ქალის ორგაზმს;
  • ჰუმორალური – ორგანიზმის სითხეებს მიკუთვნებული (სისხლი, ლიმფა);
  • ორმაგი სტანდარტი – ქალებისა და მამაკაცებისათვის განსაზღვრული ქცევის ნორმები.