სექსუალური ტემპერამენტი

სექსუალური ცხოვრების წარმატებულობა დამოკიდებულია ქალისა და მამაკაცის სექსუალური ტემპერამენტების შეთავსებაზე.

ტემპერამენტი ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელია. იგი მეტწილად ისაზღვრება ჰორმონების დონით, ამიტომ სექსუალობის გაზრდა ან შემცირება ადამაინის ნორმალური ფსიქიკის ფონზე შეუძლებელია.

ქალებს, რომლებსაც ესტროგენების დაბალი დონე აქვთ სისხლში, ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან, ხოლო მათ, ვისაც ესტროგენების მაღალი დონე აქვთ, ენერგიული, საქმიანი და ტემპერამენტიანი ქალები არიან. თუმცა არსებობს ქალების გარკვეული ნაწილი (ნიმფომანები), რომელთათვის სექსი სიცოცხლეა. ასეთი ქალებისთვის დღე-ღამეში 10-15 სექსუალური აქტი მიღებულად ითვლება. ნიმფომანია საკმაოდ გავრცელებულია, 2500:1 სიხშირით გვხვდება.

თანამედროვე სექსოლოგია ადამიანებს ტემპერამენტის მიხედვით სამ ჯგუფად ყოფს: მაღალი, საშუალო და დაბალი ტემპერამენტით.

მაღალი ტემერამენტის მქონე ადამიანებს სხვებისგან განასხვავებთ თავგადასავლების ძლიერი სურვილი და მუდმივი წყურვილი. ისისნი, ვინც ბუნებამ მაღალი ტემპერამენტით დაჯილდოვა, თანატოლებთან შედარებით ადრე იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და 13-14 წლის ასაკისათვის უკვე შეუძლიათ სქესობრივი კავშირის დამყარება. მაღალტემპერამენტიან ქალებს სქესობრივ აქტამდე მოფერება არ სჭირდებათ აღსაგზნებად. ისინი თვითონ სექსის პროცესისგან იღებენ სიამოვნებას.

საშუალოდ ტემპერამენტიანი ადამაინები ყველაზე მრავალრიცხოვენ ჯგუფს წარმოადგენს. მათი სექსუალური ცხოვრება რაღაც საშუალოა მუდმის ლტოლვასა და ლტოლვის არქონას შორის. ასეთი ადამიანების უმრავლესობა „ხორციელ სიამოვნებას“ კვირაში 2-3-ჯერ იღებს.

დაბალი ტემპერამენტის ადამიანებისთვის სექსი უმნიშვნელო რამ არის. მათი სქესობრივი მომწიფება ხდება გვიან. სექსი აქვთ თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად და ძალიან კარგად იტანენ სექსუალურ თავშეკავებას. ქალების ეს ტიპი სექსამდე მოფერებას საჭიროებენ, რის გარეშეც, პრაქტიკულად, ვერ იგზნებიან.

პროცენტულად თუ გადავანაწილებთ ამ ჯგუფებს ასეთ შედეგს მივიღებთ: ადამიანების 80% შედის საშუალო ჯგუფში, დანარჩენი პროცენტები ორ უკიდურესობაზე მოდის, ამასთან ჭეშმარიტი სექსუალური სიცივით იტანჯება 1%.

სექსუალური ტემპარამენტის შეთავსება – იდეალურ ურთიერთობაში ქალსა და მამაკაცს ერთნაირი ტემპერამენტი უნდა ჰქონდეთ. თუმცა არც ისე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს მოსაზღვრე ტიპები: საშუალო და მაღალი, ან საშუალო და დაბალი. დაბალი და მაღალი ტემპერემენტის მქონე წყვილი ვერ შედგება, ვინაიდან ერთი დაიტანჯება დაუკმაყოფილებლობის გრძნობით, მეორე კი მას სექსუალურ მანიაკად ჩათვლის.

მამაკაცები მაღალი ტემპერამენტით, როგორც წესი, საშულო სიმაღლისანი, ან საშუალოზე დაბლები არიან, აქვთ პროპორციული სხეული და მამაკაცური აგებულება (განიერი მხრები და ვიწრო მენჯი). ქალებიც არ არიან ძალიან მაღლები, აქვთ დიდი მკერდი და განიერი თეძოები.

დაბალი სექსუალური ტემპერამენტის მქონენი, ძირითადად, მაღლები არიან, აქვთ პატარა მკერდი და ვიწრო თეძოები.

სექსუალური პარტნიორის შერჩევის დროს მეცნიერები ურჩევენ ადამაინებს, გარეგნობასთან ერთად ტემპერამენტსაც მიექცეს ყურადღება, რათა სექსუალურ და ყოფით ცხოვრებაში თავიდან აიცილონ უამრავი იმედგაცრუება და პრობლემა.