დეფლორაციის ჰიგიენა

ქალიშვილობის დაკარგვა – ანუ საქალწულე აპკის მთალიანობის დარღვევა საპასუხისმგებლო საკითხია, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქალის ჯანმრთელობის კუთხით. იმისათვის, რომ პირველმა სექსმა არ დატოვოს ქალის ჯანმრთელობისთვის მოულოდნელი შედეგები, წყვილმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი. ეს წესები იყოფა დეფლორაციამდელ და დეფლორაციის შემდგომ წესებად.

წესები დეფლორაციამდე:

  1. ქალი უნდა დარწმუნდეს, რომ საშოში არ აქვს რაიმე პათოლოგიური პროცესი. არ არის სწორი შეხედულება, რომ დეფლორაციამდე საშოში არანაირი ინფექციური პროცესი არ შეიძლება იყოს. აღსანიშნავია, რომ ანთებითი პროცესების დროს ქალისთვის პირველი სქესობრივი აქტი ჩაივლის მტკივნეულად და გართულებების მაღალი რისკით;
  2. სექსამდე ორივე პარტნიორის საგულდაგულო ინტიმური ჰიგიენა. დეფლორაციის დროს ქალის სხეულში ირღვევა რაღაცის მთლიანობა და ძალიან ბევრ გამომწვევს გზა უთავისუფლდება. ამიტომაც ამ სიტუაციაში ბევრი მიკროორგანიზმი და ბაქტერია, რომელიც ადრე „უწყინარად“ ითვლება, საშიში ხდება;
  3. კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა. ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი არის პრეზერვატივი. აუცილებელია ამ დროს ლუბრიკანტის გამოყენება, რადგანაც დაძაბულობისა და ნერვიულობის ნიადაგზე ქალს არ აღენიშნოს საშოს სეკრეტი.

წესები დეფლორაციის შემდეგ:

  1. დროს აღდგენისთვის. ექიმების უმეტესი ნაწილი თანხმდება, რომ პირველი აქტიდან 2-3 დღე უნდა გავიდეს, აპკის კიდეების პირველადი შეხორცებისთვის. მუდმივი ტრავმატიზაცია შეიძლება გახდეს ანთებითი პროცესების მიზეზი;
  2. სქესობრივი ცხოვრების დასწყისში არ არის რეკომენდებული ყოველდღიური და დღეში რამდენიმეჯერ სექსი. ქალის სასქესო ორგანოები თანდათან უნდა შეეჩვიოს დატვირთვას;
  3. დეფლორაციის დროს უხშირესად აღინიშნება სისხლდენა, ან სისხლიანი გამონადენი (შეიძლება არც აღინიშნოს). სექსის შემდეგ წყვილმა უნდა მიიღოს შხაპი, მაგრამ აბაზანაში ან ჯაკუზში ნებივრობა არ არის რეკომენდებული;
  4. თუ სისხლდენა გრძელდება რამდენიმე დღე და გამონადენი არის ჭარბი, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია.

ქალიშვილობის დაკარგვას თითოეულ შემთხვევაში აქვს თავისი ნიუანსები, მაგრამ ჰიგიენის ნორმები ყველა შემთხვევაში ერთია.