კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, განსაკლუთრებით, თუკი ქალს აქვს ექსტრაგენიტალური დაავადება. ექიმმა უნდა შეაგროვოს დეტალური ანამნეზი, ქალის ინდივიადუალური თავისებურებები გაითვალისწინოს და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს, რომელი კონტრაცეფციის მეთოდი გამოიყენოს.

ექსტრაგენიტალურ დაავადებებს შორის მეტად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მძიმე ფორმების დროს (გულის მანკები, გულის იშემიური დაავადება, მწვავე თრომბოფლებიტები, თრომბოემბოლიები, ჰიპერტონული დაავადება Iდა II ხარისხი) უპირატესობა ენიჭება საშვილოსნოს შიდა სპირალს, კონტრაცეფციის ბარიერულ და ქიმიურ მეთოდებს, ფიზიოლოგიურ მეთოდებს, ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან – მინი-პილის. ძალიან მძიმე ფორმის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს – ქირურგიული სტერილიზაცია.

ესტროგენების ჰიპერვოლემიის გამოწვევის, მიოკარდიუმის სტიმულაციის, გულის სისტოლური და წუთმოცულობის გაზრდის უნარის გათვალისწინებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს უკუნაჩვენებია ორალური კონტრაცეპტივები. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, თუკი არ აღინიშნება თრობოფლებიტი, დასაშვებია ესტროგენ-პროგესტინული ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა, სისხლის შედედების მუდმივი კონტროლით.

ქრონიკული, ხშირად, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები არა არის უკუჩვენება ოკ გამოყენებისათვის. მხოლოდ დაავადების გამწვევების სტადიაში, როცა ანტბიოტიკებისა და სულფანილამიდების დანიშვნაა საჭირო არ არის ოკ მიღება რეკომენდებული.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს (ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ციროზი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის სიმსივნე, ქრონიკული გასტრიტი) არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა. რეკომენდებულია საშვილოსნოსშიდა სპირალი, ბარიერული და ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდი.

თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს კონტრაცეფცია ისაზღვრება გამწვავებების სიხშირით. ხანგრძლივი რემისიების დროს შეიძლება კომბინირებული ოკ გამოყენება, რომლებიც მცირე დოზით შეიცავენ ესტროგენებს, საშვილოსნოს შიდა სპირალი, ბარიერული მეთოდები, ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდი და სტერილიზაცია.

ნერვული სისტემის დაავადებათა (თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, ეპილაფსია, შაკიკი) და ფსიქიკურ დაავადებათა დროს, რომელსაც ახლავს დეპრესია, უკუნაჩვენებია ჰორმონალური კონტრაცეფცია, მაგრამ დასაშვებია საშვილოსნოს შიდა სპირალი, ბარიერული მეთოდები, ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდი.