ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი) გამოწვეული საშოს მიკროფლორის დისბალანსით. ძირითადად საშოს მიკროფლორას წარმოადგენს ლაქტობაქტერიები, რომლებიც წარმოქმნიან რძის მჟავას და წყალბადის ზეჟანგს, რომლებიც ხელს უშლიან პირობით პათოგენური მიკრობების გამრავლებას. საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაშია Gardnerella vaginalis, Mycoplasma hominis და ანაერობები.

ბაქტერიული ვაგინოზი არ არის ვენერიული დაავადება და შეიძლება განუვითარდეს ქალიშვილსაც.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას:

  • გამორეცხვები;
  • სპერმიციდების გამოყენება;
  • სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე;
  • ფართო სპექტრის ვაგინალური სანთლებისა და ტაბლეტების გამოყენება;
  • ჰორმონალური ფაქტორები (სასქესო ჰორმონები მნიშვნელოვნად მოქმედებს საშოს მიკროფლორაზე. მოზარდ გოგონებსა და ქალებში მენოპაუზის დროს იშვიათად ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი);
  • საშვილოსნოშიდა სპირალის არსებობა 2-ჯერ ზრდის გარდნერელოზის განვითარების რიკს;
  • იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი, გადატანილი მძმე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.);
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არამიზნობრივი გამოყენება;
  • ნაწლავების დისბაქტერიოზი ზრდის ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების ალბათობას.

ბაქტერიული ვაგინოზი ვლინდება საშოდან უსიამოვნო სუნის, ერთგვაროვანი, მორუხო-მოთეთრო გამონადენით.

გასულ წლებში ითვლებოდა, რომ ბაქტრეიული ვაგინოზი არ წარმოადგენდა ქალისთვის არანაირ პრობლემას, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ზრდის მწვავე სალპინგიტის რისკს, ხელს უშლის დაორსულებას, ართულებს მშობიარობას, ხელს უწყობს ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის განვითარებას.

დიაგნოზი ისმევა კლინიკისა და ნაცხის სინათლის მიკროსკოპიის გზით. გამომწვევის გამოვლენა დათესვით, პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდით, ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციით ატარებს არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას, რადგანაც მნიშვნელოვანია როგორც გამომწვევის არსებობის აღმოჩენა, ასევე მისი რაოდენობის გამოვლენაც, ვინაიდან გარკვეული რაოდენობით გამომწვევები ისედაც არიან ქალის საშოში ჯანმრთელობის პირობებშიც.

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობაში გამოიყენება სისტემური და ადგილობრივი საშუალებები. კლასიკური მკურნალობა მოიცავს 2 ძირითად პრეპარატს მეტრონიდაზოლსა და კლინდამიცინს.

მკურნალობის შემდეგაც არის რამდენიმე თვეში რეციდივის განვითარების რისკი. არასწორია შეხედულება პარტნიორი მამაკაცის მკურნალობის შესახებ, თუ მამაკაცს არ აღენიშნება სიმპტომები, მკურნალობა საჭირო არ არის.

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა არის 10-14 დღე. სექსისგან თავშეკავება ამ პერიოდში სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, რადგანაც ეს არ არის გადამდები დაავადება, მამაკაცი სექსის შემდეგ თუ დაიცავს ინტიმური ჰიგიენის წესებს, არ დაინფიცირდება. უარეს შემთხვევაში (თუკი მამაკაცი არ იცავს ჰიგიენის წესებს) მას შეიძლება განუვითარდეს ურეთრიტი.