ინცესტის ტაბუ

images (1)

ინცესტი არის სექსუალური კავშირი  ნათესავებს შორის. ასეთი სექსუალური ქცევა  ტაბუირებულია მრავალ კულტურაში, ფორმალურად ან არაფორმალურად. არსებობს მრავალი თეორია და შეხედულება, რომელიც ხსნის ინცესტის ტაბუს წარმომავლობას. მრავალი მათგანი ამტკიცებს, რომ ინცესტის ტაბუ უნივერსალურია, თუმცა ნაწილი მეცნიერების არ იზიარებს ამ შეხედულებას. ინცესტის ტაბუს  მეცნიერული კუთხით განხილვისას მნიშვნელოვანია შესწავლილ და შედარებულ იქნას ინცესტის  მიმართ განსხვავებული მიდგომის მქონე საზოგადოებები.

კაცობრიობაში დამწერლობა განვითარების დაახლოებით 5000 წელს ითვლის და ანთროპოლოგების შეუძლიათ იმსჯელონ ადამიანის ყოფაზე, ცხოვრების წესზე ქორწინებაზე და სექსზე ღრმა წარსულიდან უახლოეს წარსულამდე, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქორწინება ან მასთან ასოცირებული მოვლენები არსებობდა ყოველთვის, ნებისმიერ საზოგადოებაში, ყოველთვის არსებობდა მისაღები და არამისაღები სექსუალური ქცევა. თუმცა ყოველთვის არსებობდა განსხვავება  სოციალურ ნორმებსა და სოციალურ ქცევას შორის და ამ ორს შორის სხვაობის დადგენა მეტად მნიშვნელოვანია.

მრავალი მეცნიერის შეხედულებით, ინცესტის ტაბუირება ხდება ოჯახის წევრებს შორის სექსუალური კავშირით, თუმცა ეს შეხედულება გართულებულია იმ შემთხვევებით, როცა საზოგადოებაში სხვადასხვა ნიშნით ერთიანდებიან ადამიანები და ხდებიან „ოჯახის წევრები“ და ამისთვის აუცილებელი არ არის მხოლოდ სისხლით ნათესაობა.  აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ინცესტის ტაბუ გულისხმობს უშუალოდ კოიტუსის შეზღუდვას და არ გულისხმობს სხვა სახის სექსუალური ურთიერთობის შეზღუდვას.  მაგ, ესკიმოსებში არქტიკაში, და  ინდონეზიის კუნძულებზე გარკვეულ საზოგადოებებში ჩვეულებრივი მოვლენაა  და აუცილებელიც კი რუტინულად შეეხეონ თავისი მცირეწლოვანი ვაჯიშვილების პენისს და ეს არ ითვლება უფრო სექსუალურ მოვლენად ვიდრე  ძუძუთი კვება. შესაბამისად, ინცესტის ტაბუს განხილვისთვის აუცილებელია გარკვეულ და დაკონკრეტებულ იქნას  ტაბუს არსი.

ტრობიანდის კუნძულებზე (ახალი გვინეის აღმოსავლეთ სანაპიროზე) აკრძალულია სქესობრივი კავშირი და-ძმას შორის, ქალსა და მამას შორის,  მაგრამ ეს აკრძალვები სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვაგვარია. ზოგ კლანში აკრძალულია და-ძმის სექსუალური ურთიერთობა, ხოლო დაშვებულია მამის და ქალიშვილის ურთიერთობა.  იქ მიიჩნევა, რომ შვილი ეკუთვნის დედას, ამიტომ ქალიშვილის მამასთან სექსუალური ურთიერთობა შეზღუდული არ არის. იგივე ტომებში კაცს შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა მამიდასთან, მაგრამ არ აქვს დეიდასთან .

მეცნიერები ვარაუდობენ, ტაბუ ინცესტის შედეგად გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე იქნა შემოღებული. ძველ დროში ადამიანებს გენეტიკის შესახებ ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუმცა დაკვირვების შედეგად იცოდნენ, რომ ახლონათესაური კავშირების შედეგად  დაბადებულ ბავშვებში თანდაყოლილი  ანომალიები და სიმახინჯეები ხშირი იყო. ნაწილობრივ ეს დაკვირვება რეალურია, ახლონათესაურ სექსუალური კავშირებით იზრდება რეცესიული დაავადებების გავრცელების ალბათობა.

ინცესტის განხილვისას მნიშვნელოვანია ვესტერმარკის ეფექტი. ედვარდ ვესტერმარკმა  1891 წელს ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანები თუ დიდი ხანი ერთად ცხოვრობენ, ან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ წლების განმავლობაში, ხდება სექსუალური დესენსიტიზაცია ანუ ქრება მათ შორის სექსუალური მიზიდულობა. ეს თვისება მით უფრო გამოკვეთილია, რაც უფრო ადრეულ ასაკში აქვთ ადამიანებს ახლო ურთიერთობა მაგ, დაბადებიდან პირველი 6 წლის განმავლობაში. ამიტომ არის, რომ თუ და-ძმა დაბადებიდან სხვადსხვა ოჯახებში გაიზარდნენ და დიდობაში შეხვდნენ ერთმანეთს შესაძლოა ძალიან მოეწონოთ ერთმანეთი და სექსუალური ურთიერთობაც დამყარდეს მათ შორის ამ უკანასკნელ მოვლენას  გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა ჰქვია.

ინცესტის ტაბუს სოციოლოგიური ახსნა

ანთროპოლოგმა კლაუდ ლევი-სტროსმა განავითარა ინცესტის ტაბუს უნივერსალობის თეორია, რომლის მიხედვითაც ინცესტის ტაბუ ენდოგამურ ქორწინებებს ზღუდავს და ხელს უწყობს ექზოგამურ ქორწინებებს. ხოლო ეგზოგამური ქორწინებები სოციალური სოლიდარობის განვითარებისთვის არის აუცილებელი, რაც თავის მხრივ ავითარებს საზოგადოებას. ლევი-სტრაუსი განიხილავს ქორწინებას  ქალის  გაცვლას ორ სოციალურ ჯგუფს შორის. ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დაახლოება, რასაც  თეორია ეყრდნობოდა. მაგ. რატომ უნდა  შეერთო ადამიანს საკუთარი და ცოლად, მაშინ როცა, შეეძლო დაქორწინებულიყო სხვა კაცის დაზე, ხოლო მისი და ცოლად მოეყვანა სხვა კაცს. შესაბამისად ადამიანს არც ერთიდან მინიმუმ ორი უახლოესი მამაკაცი ეყოლებოდა ძმასავით, რომლებთან ერთადაც ინადირებდა ან დაეხმარებოდნენ ერთმანეთს და ა.შ.

ინცესტის ტაბუ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტაბუა ნებისმიერ კულტურაში და სოციალურ ჯგუფში. დღეისთვის უმრავლესობა თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სახის კანონიერი შეზღუდვები ახლონათესაური ქორწინების წინააღმდეგ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალ განვითარებულ ქვეყანაში სექსუალური ურთიერთობა ბიძაშვილებს შორის შეზღუდული არ არის და მეტიც, მათ შორის ქორწინებაც დასაშვებია.