აზოოსპერმია

აზოოსპერმია არის სპერმატოზოიდების არ არსებობა, ან მათი დეფიციტი ეაკულატში. მსგავსი დიაგნოზი შეიძლება მამაკაცისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს, რამეთუ სექსუალურ ცხოვრებასა და სპერმის გარეგან მაჩვენებლებზე სპერმატოზოიდები არანაირად არ ახდენენ გავლენას. დიაგნოზი ისმევა მხოლოდ რიგი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ (სპერმოგრამა, ბიოფსია, გენიტოგრაფია).

აზოოსპერმიის მიზეზების დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ხშირად უროლოგები სვამენ დიაგნოზს „დაუდგენელი ეტიოლოგიის აზოოსპერმია“.

აზოოსპერმიის 2 სახეს არჩევენ: ექსკრეტორული (ანუ ობსტრუქციული) და სეკრეტორული (ანუ არაობსტრუქციული).

ობსტრუქციული აზოოსპერმია – ეს არის თესლგამომტან სადინრებში არსებული წინააღმდეგობის შედეგად განვითარებული პათოლოგია, რომლის დროსაც სპერმატოზოიდები ვერ ხვდებიან სათესლეებიდან პენისში. ამასთან ამ დროს პაციენტებში არ აღინიშნება ჰორმონალური დარღვევები და სათესლეების ზომაში ცვლილება. თანდაყოლილი გამტარებლობის დარღვევის მიზეზი არის გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ჩამოყალიბების დარღვევა მუცელშიდა განვითარების პერიოდში. შეძენილი ფორმის მიზეზებია ანთებითი პროცესები, ტრავმები, მცირე მენჯის ღრუზე ან სათესლე პარკზე ჩატარებული ოპერაციები.

არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს სპერმატოზოიდები არ გამომუშავდება სათესლეებში. თანდაყოლილი ფორმა ყალიბდება სათესლეების სხვადსხვა განვითარების ანომალიების დროს. შეძენილი – სხვადასხვა დაავადების (ორქიტი, ვარიკოცელე, ეპიდიდიმიტი) ან ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის შედეგად.

აზოოსპერმიის წინასწარგანმწყობი ფაქტორები:

  • გენეტიკური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიფილისის შედეგები;
  • ავიტამინოზი;
  • ალკოჰოლის, ტოქსიური და რადიაციული ნივთიერებების ზემოქმედება;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები.

აზოოსპერმიის მკურნალობა:

აზოოსპერმიის მკურნალობის ოპტიმალური მკურნალობა თესლგამომტანი გზების გამტარებლობის მიკროქირურგიული აღდგენაა. აგრეთვე შესაძლებელია ექსრაკორპორალური განაყოფიერების გამოყენება. სპერმატოზოიდების მიღება ამ პროცედურის ჩასატარებლად ხდება სათესლეებისა და სათესლი დანამატების ბიოფსიის გზით. თუკი განაყოფიერების უნარიანი სპერმატოზოიდების არ არსებობის (სეკრეტორული აზოოსპერმია) ტარდება გამომწვევი დაავადების მკურნალობა (თუკი შესაძლებელია), ან დონორის სპერმის გამოყენება.