პენისის ჰიგიენა

პენისის ჰიგიენის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს  ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.  მისი დაბანვა თბილი წყლით რეკომენდირებულია ყოველ დღე. ჩუჩის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გადაწევა და ასეთ მდგომარეობაში გასუფთავება სმეგმის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით.

პენისის ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სმეგმა,რომელიც პენისის ბუნებრივი ლუბრიკანტისგან იქმნება  და თეთრი ნადების სახით არის წარმოდგენილი ჩუჩის ქვეშ პენისის თავზე.  სმეგმა დროთა განმავლობაში კარგ პირობებს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად, ამიტომ  შესაძლოა ახასიათებდეს მძაფრი უსიამოვნო სუნი და ანთების ნიშნები ასოს თავზე – რასაც ბალანიტი ჰქვია (სასქესო ასოს თავის ანთება).

რაც შეეხებათ პატარა ბავშვებს, მათ მრავალ შემთხვევაში არ ეწევათ პენისის თავზე ჩუჩა, რადგან ის მიმაგრებულია მჭიდროს ასოს თავს.   ასეთ შემთხვევაში მშობლები არ უნდა ეცადნონ მის გადაწევას და ისე გაწმენდას, ვინაიდან ამ ასაკში არ არის საჭირო ჩუჩის გადაწევით ასოს და გაწმენდა.   მოცემულ მდგომარეობაში საკმარისია პენისის გარგად გაწმენდა ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ბუნებრივად არის.

ზედმეტი ჰიგიენის დაცვამ შესაძლოა პენისის კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ხშირად საპონის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მისი ხმარების შემთხვევაში კი უნდა აირჩეს შედარებით მსუბუქი გელი ან საპონი.

ტალკის და დეოდორანტების გამოყენება  არ არის რეკომენდებული პენისზე,  მათ შეიძლება გამოიწვიონ კანის გაღზიანება.

წინდაცვთილი მამაკაცებისთვის დღეში ერთხელ თბილი წყლით დაბანვა სრულიად საკმარისია პენისის ჰიგიენისთვის.