ლუბრიკანტი

ლუბრიკანტი (ლათ. lubrico – გლუვი, სრიალა) – სითხე, რომელიც ასუსტებს ხახუნს.

ლუბრიკანტი არის ორგანული წარმოშობის, ძირითადად ბუნებრივი და სინთეზური ცვილი. ლუბრიკანტი იცავს ლორწოვან გარსს მიკრობზარებისა და გაღიზიანებისაგან, რომელიც სექსის დროს ჩნდება. ლუბრიკანტს არა აქვს გამოყენების უკუჩვენება. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია ლუბრიკანტის შემდაგენელ რომელიმე პროდუქტზე. ამის თავიდან აცილება ადვილია, არსებობს 200-მდე ლუბრიკანტი, მათაგნ რომელიმე შეფასერისის არჩევა ძნელი არ არის.

ლუბრიკანტის გამოყენება შეუძლია ყველას, სექსის თუ მასტურბაციის დროს. ლუბრიკანტის გამოყენება ხშირად პარტნიორებს შორის გარკვეული დისკომფორტის მოგვარებას უწყობს ხელს, მაგ, საშოს მომატებული სიმშრალის დროს. იმ შემთხვევაში, თუ არანაირ დისკომფორტს არა აქვს ადგილი, ლუბრიკანტის გამოყენება შეგრძნებების გამძაფრების მიზნით შეიძლება. გარდა ამისა, ლუბრიკანტი იცავს ბანალური ინფექციებისგან, რადგანაც შეიცავს ანტისეპტიკებსა და ბაქტერიოციდულ დანამატებს.

ლუბრიკანტს ისვამენ სასქესო ორგანოებზე სექსამდე 5-10 წუთით ადრე. ჩვეულებრივ, ლუბრიკანტს იყენებს ორივე პარტნიორი. თუკი ქალი წინააღმდეგია, არ იქნება პრობლემა, პენისზე დატანილი გელი მაინც მოხვდება საშოში.

პრეზერვატივის გამოყენების დროს ლუბრიკანტის დატანა შეიძლება, ოღონდ პრეზერვატივის გამოყენებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე. მისი გამოყენება შეიძლება მუდმივად.

ქალებში ლურიკანტი, პირველ რიგში, ანოტივებს ლორწოვან გარსს, რაც აიოლებს სექსის პროცესს. ლუბრიკანტის მიკროემულსიური შემადგენლობა შეიწოვება სწრაფად და იწვევს სისხლის მოდინების გაძლიერების ხარჯზე, მგრძნობელობის მატებას.

მამაკაცებისთვის ლუბრიკანტით ადვილდება პროცესი და სექსი მეტად სასიამოვნო ხდება.

ლუბრიკანტის შემადენლობა

  • ჟენშენის ექსტრაქტი – ახდენს მატონიზირებელ და მასტიმულირებელ გავლენას;
  • თაფლი – აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ჭრილობის შედედების მასტიმულირებელი ეფექტი, არბილებს და ამშვიდებს კანს;
  • Aquaftem – ამდიდრებს ქსოვილებს ჟანგბადით, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას;
  • ფენილსალიცილატი – უზრუნველყოფს მდგრად სისხლსავსეობას ქსოვილებში და მათ ტონუსს. აქვს ბაქტერიოციდული ეფექტიც;
  • პანტენოლი – ჭრილობის შეხორცებას ასტიმულირებს.