შარდის ბუშტის პოლიპი

შარდის ბუშტის პოლიპი არის ქსოვილის მცირე მასა, რომელიც იზრდება ლორწოვან გარსზე და გამოდის შარდის ბუშტის სანათურში.

თავისი ზომით შარდის ბუშტის პოლიპი შესაძლოა იყოს ძალიან ვარიაბელური, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანსტიმეტრამდე.

რამე განსაკუთრებული კლინიკური ნიშანი მას არა აქვს. ხანდახან სისხლმდენი პოლიპის დროს შარდმა შეიძლება შეიცვალოს ფერი და გახდეს მოვარდისფრო.

დიაგნოსტიკა ეფუძნება ძირითადად ორ მეთოდს:

  • შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ცისტოსკოპია.

უფრო ხშირად პოლიპი აღმოჩენილი იქნება შემთხვევით, როდესაც ავადმყოფი საშარდე სისტემის სრულიად სხვა დაავადების ჩივილებით მიდის კლინიკაში.

ციტოსკოპია ტარდება, როცა წარმონაწმნის ბუნება უნდა დადგინდეს, ამასთან სისხლდენის დიაგნოსტიკის მიზნით.

მკურნალობა ან არ ტარდება, ან  ტარდება ქირურგიულად მისი მოცილება, ძირითადად, ენდოსკოპიურად, ენდოსკოპიური ცისტისკოპის საშუალებით. ჩარება საჭიროებს საერთო ანესთეზიას. ამ დროს შარდის ბუშტში ხვდება ე.წ. დიათერმოკოაგულატორის მარყუჟი, რომელიც ხურდება მაღალ ტემპერატურამდე და შემოედება რა პოლიპის ფეხს, კვეთს მას.