თუთიის მნიშვნელობა მამაკაცის ორგანიზმისთვის

თუთია სასიცოცხლოდ მნიშველოვანი ელემენტია. ის იღებს ყველა სახის ცვლის პროცესებში მონაწილეობას და უჯრედის გენეტიკური აპარატის შემადგენლობაში შედის.

ორსულის რაციონში თუთიის დეფიციტი შესაძლოა გახდეს სპონტანური აბორტისა და სუსტი სამშობიარო მოქმედების მიზეზი. შეიძლება გაჩნდეს ბავშვი მასის დეფიციტით, ან განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. გარდა ამისა, ირღვევა ნერვული მილის ჩამოყალიბების პროცესი.

მიკროელემენტებს შორის თუთია მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებსიმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და სამასამდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ ცინკს.

თუთიას „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. ადამიანის ფიზიოლოგიაში არის გარკვეული მოვლენები, რომლის განხორცილებაც თუთიის გარეშე წარმოუდგენელია.

გემოვნება და ყნოსვა

მრავალი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა გამოტანეს დასკვნა, რომ თუთია ააქტივებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გემოვნებასა და ყნოსვაზე. თუთიის უკმარისობა განაპირობებს ამ შეგრძნებების პათოლოგიას.

მეხსიერება

თავის ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელი განყოფილებები აგრეთვე საჭიროებენ თუთიას. თუთია ნეირონებისთვის კარგი სტიმულანტია და აუმჯობესებს ინტელექტუალურ განვითარებას.

იმუნიტეტი

თუთია არაჩვეულებრივი სტიმულატორია და ვიტამინ C-თან ერთად დადებითად აისახება იმუნიტეტზე, ვინაიდან იმუნური სისტემის უჯრედები დიდი რაოდენობით საჭიროებენ თუთიას. იმუნიტეტს თუთია დამატებით ეხმარება თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფით.

მხედველობა

თუთია თვალის ბადურის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებლია ელემენტია. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის – მაკულისათვის. თუთიის დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას.

კანი

თუთიის წყალობით რეგულირდება კანის ზედაპირის სიგლუვე, აქტიურად გადამუშავდება ცხიმოვანი მჟავები, ძლიერდება რეგენერაციული პროცესები და უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა.

ფრჩხილები

ადამიანის ორგანიზმში არის თუ არა თუთია საკმარისი მარტივად შემოწმდება ფრხილებით. თხელი, სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების დროს სავარაუდოა თუთიის ნაკლებობა.

თმები

თმების ხარისხი და სიგრძეც რეგულირდება თუთიის შემცველობით.  მისი უკმარისობა იწვევს თმის ზრდის შენელებას და თმების ღერების გათხელებას.

და ბოლოს თუთიის შემცველი პროდიქტები:

–        ხამანწკები;

–        ღვიძლი;

–        შამპანური;

–        მოლუსკები;

–        ხორცი;

–        ყველი (მდნარი ყველი არ იგულისმება);

–        თევზი;

–        სრულმარცვლოვანი ხორბლის პური;

–        კვერცხი;

–        პარკოსანი მცენარეები;

–        გოგრის თესლი;

–        უცხიმო რძე.

სპერმა დიდი რაოდენობით შეიცავს სხვა მიკროელემენტებთან ერთად თუთიასაც. შესაბამისად, ეაკულაციის დროს თუთიის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება, ამიტომაც რეკომენდებული სქესობრივად აქტიური მამაკაცებისათვის თუთიის შემცველი ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღება.