ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ…

ბევრ მამაკაცს აღელვებს საკითხი, როგორ ებრძოლოს ვარიკოცელეს და როგორი იქნება მისი სექსუალური ცხოვრება ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ.

დასაწყისისთვის ორიოდე სიტყვით განვმარტოთ ვარიკოცელე:

ვარიკოცელე არის სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ვარიკოცელე მამაკაცებში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და მას ხშირად მოსდევს არასასურველი გართულებები. თავისი არსით ვარიკოლე არ არის მამაკაცის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და მთელი ცხოვრება შეიძლება არც შეაწუხოს. თუმცა ვარიკოცლეს სერიოზული გართულებაა მამაკაცის უშვილობა.

ვარიკოცელე რეპროდუქციული ასაკის მამაკაცების 35% გვხვდება. მოზარდებში ეს რიცხვი 5-7% შეადგენს.

ვარიკოცელე ძირითადად ცალმხრივად ვითარდება (80-98%), ამის მიზეზი სათესლეების განსხვავებული სისხლმომარაგებაა. ორმხრივი ვარიკოცელე 2-12% შემთხვევაში ვითარდება, მარჯვენამხრივი კი მხოლოდ 3-8%.

დაავადება ძირითადად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დაავადება სწრაფად აღწევს გარკვეულ სტადიას და შემდეგ აღარ პროგრესირებს. მამაკაცმა შეიძლება სრულიად შემთხვევევით, პრიფილაქტიკური გასინჯვის დროს გაიგოს ვარიკოცელეს ქონის შესახებ.

განსაკუთრებით გამოხატული სიმპტომატიკა ვარიკოცელეს არა აქვს, შეიძლება აღინიშნოს სათესლის ზომაში მატება და შესაძლოა მქაჩავი ხასიათის უსიამოვნო შეგრძნება სათესლის მიდამოში (ეს დისკომფორტი ძლიერდება სქესობრივი აგზნებისას, სიარულის დროს, ფიზიკური დატვირთვისას).

ობიექტურად აღინიშნება:

  • სათესლის ვენების ვარიკოზი;
  • სათესლე პარკის მნიშვნელოვანი გადიდება;
  • მარცხენა სათესლის ზომაში შემცირება.

ვარიკოცელეს მკურნალობის ერთადერთი მეთოდია ოპერაცია, რომელიც ნაჩვენებია:

  • ტკივილი სათესლის მიდამოში;
  • მამაკაცის უშვილობა;
  • ესთეტიური დეფექტი;
  • სქესობრივი მომწიფების დროს დაზიანებული სათესლის ზრდის შეწყვეტა.

დღესდღეობით მედიცინაში არსებობს ვარიკოცელეს 4 დანერგილი და გამოცდილი მეთოდი:

  • ღია ოპერაცია – სათესლის ვენების იზოლირებული ლიგირება საზარდულის არხის შიგნითა რგოლის მიდამოში;
  • ენდოსკოპიური ოპერაცია – პრინციპი მსგავისია ღია ოპერაციის, მაგრამ ნაკლებად ტრავმულია. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ერთდოულად გაკეთდეს ორმხივი ოპერაცია;
  • ოპერაცია მინიმიდგომით – ტარდება დაავადების უსიმპტომო ფორმების დროს. არ ტარდება განაკვეთი მუცლის წინა კედელზე, რაც აადვილებს რეაბილიტაციის პროცესს. რეციდივის შანსი 10%;
  • სათესლის მიკროქირურგიული რევარსკულარიზაცია – გამოიყენება ვარიკოცელეს მძიმე მიმდინარეობისას, როცა აღინიშნება ტკივილი, უშვილობა. შედარებით რთული და ტრავმული ოპერაციაა.

სექსი ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ – სექსის ოპერაციის შემდეგ დასაშვებია არა უადრეს რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისა. რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება საშუალოდ 2-3 კვირა და დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

თუკი მამაკაცი არ ითვალისწინებს ექიმის მითითებას სქესობრივი თავშეკავების შესახებ და სექსი აქვს რეაბილიტაციის დასრულებამდე, აღინიშნება ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

მამაკაცების შიში ოპერაციის შემდეგ ერექციის დაქვეითებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.

პოსტოპერაციულ გართულებათაგან შედარებით უსიალოვნო არის თეძო-სასქესო ნერვის დაზიანება. ეს ნერვი გადის საზარდულის არხში და სათესლე ბაგირაკის ვენების ლიგირების დროს შესაძლოა მოჰყვეს ლიგატურაში. ამ შემთხვევაში ტკივილი ვითარდება ჭრილობის არეში და იკარგება მგრძნობელობა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე.