მობილური ტელეფონი და მამაკაცის ჯანმრთელობა

მობილური ტელეფონების ნეგატიურ გავლენაზე მამაკაცის ჯამნრთელობაზე საუბარი ფიჭური კავშირგაბმულობის დანერგვიდანვე დაიწყო.

ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა მობილური ტელეფონის გავლენაზე შინაგან ორგანოებზე, თავის ტვინსა და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჟურნალმა Central European Journal of Urology გამოაქვეყნა შეგედი კვლევისა, რომელიც რაღაც დონეზე ნათელს ჰფენს მობილურების გავლენას მამაკაცის ჯანმრთელობაზე.

კვლევის ავტორები ამ ეტაპისთვის არ აძლევენ თავს უფლებას პირადპირ დაუკავშირონ მობილურის მოხმარება ერექტიულ დისფუნქციასა და სპერმის ხარისხს შორის.

ამის მიუხედავად, კვლევამ აჩვენა, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც მობილურ ტელეფონს დღის განმავლობაში ატარებენ 4 სთ-ზე მეტხანს, მეტი აქვთ იმპოტენციის განვითარების ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ 2 სთ სარგებლობს მობილურით.

კვლევის დროს მამაკაცები დაიყო ორ კატეგორიად: მამაკაცები ერექტიული დისფუნქციის და ჯანმრთელი მამაკაცები.

ყველა მონაწილე ავსებდა ანკეტას, სადაც გარკვევით წერდა თავის სექსუალურ ჯანმრთელობასა და მობილური მოხმარებაზე. ამასთან ჯგუფის წევრებში ასაკს, სიმაღლესა და მავნე ჩვევებს შორის სხვაობა არ იყო. გარდა ამისა ტესტოსტერონის დონე და მობილურზე საუბრების დროსც მონაწილეებს ჰქონდათ მსგავსი.

ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ ჯგუფს შორის იყო დრო, როცა მათ ჯიბით დაჰქონდათ ჩართული მობილური ტელეფონი.

აღმოჩნდა, რომ ერექტიული დისფუნქციის მქონე ჯგუფის მამაკაცები ატარებდნენ მობილურ ტელეფონებს ჯიბით არაუმცირეს 4,4 საათისა, ჯანმრთელი ჯგუფი კი – მხოლოდ 1,8 სთ.

კვლევის წამყვანი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კვლევა დასრულების შემდეგ შესაძლებელს გახდის დადგინდეს პირდაპირი კავშირი მობილურ ტელეფონსა და ერექტიურ დისფუნქციას შორის.