რატომ არ უნდა სექსი მამაკაცს?!

მამაკაცების მხოლოდ მცირე ნაწილშია გამოხატული გინეკომანია – გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვა. ქალებს კი რატომღაც ჰგონიათ, რომ მამაკაცს სულ უნდა სექსი.

კვლევებმა დაადგინეს, რომ აშშ-ში 20 მლნ წყვილი საერთოდ სექსის გარეშე ცხოვრობს, ხოლო დაახლოებით 20% აქვს სექსი წელიწადში 10-ჯერ ან უფრო იშვიათად.

კვლევის დროს გამოიყო 5 მიზეზი, რომელთა გამოც მამაკაცები უარს ამბობენ სექსზე. წიგნში „მას მეტი არ შეუძლია“ (He’s Just Not Up for It Anymore) პრობლემა განიხილება 4 000 მამაკაცისა და ქალის მაგალითზე, რომლებიც დაქორწინებულები არიან და არა აქვთ სექსი. აღმოჩნდა, რომ წყვილები არა მხოლოდ უარს ამბობე უშუალოდ სექსზე, ისინი თავს არიდებენ კოცნას, ჩახუტებას და ნებისმიერ ახლო კონტაქტს.

  1. სექსი გადაიქცა რუტინად (68%) ან პარტნიორი ვერ იღებს სიამოვნებას სექსისგან (61%). ამის შედეგია სექსისადმი ინტერესის დაკარგვა. მამაკაცების დიდი ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სექსს მრავალფეროვნება აკლია, თავად არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამის ნაცვლად მამაკაცი წუწუნებს და ეჩხუბება პარტნიორს;
  2. პარტნიორს ქალს არ აინტერესებს მამაკაცი, როგორც სექსუალური პარტნიორი. თავისი ბუნებით მამაკაცი სექსუალურია. მამაკაცების დიდი ნაწილი ხშირად მასტურბირებს, რაც თავის მხრივ მიუთითებს მის მოთხოვნილებაზე სექსში. უბრალოდ, ოჯახური ცხოვრება ჩუქნის რა მამაკაცს სტაბილურობას, მისთვის მოსაწყენი ხდება;
  3. მამაკაცი ბრაზობს ქალზე (44%). ასეთ მამაკაცებს ხშირად აკრიტიკებენ, აკონტროლებენ და სათანადოდ არ აფასებენ. გარდა ამისა, მამაკაცი ფოქრობს, რომ ქალს ის არ აინტერესებს. ამ დროს მამაკაცები ყვირიან, ემოციურად გადმოცსემენ გრძნობებს, მუდმივად უკმაყოფილოა. გასაკვირი არ არის, რომ ამ სიტუაციაში გრძნობების ადგილი არ რჩება;
  4. ქალი გასუქდა (38%). საინტერესოა, რომ როცა მამაკაცი იმატებს ის არ თვლის, რომ სექსუალურად მიმზიდველი არ არის, ქალის ჭარბი წონა კი რატომღაც მომენტალურად აკარგვინებს მამაკაცს ინტერესს;
  5. მამაკაცს პორნოს ყურება ურჩევნია (22%). მამაკაცს პორნოგრაფია ურჩევნია, თუნდაც ცოლი არ იყოს ანჩხლი, იყოს მიმზიდველი, დამთმობი, ლოიალური. საქმე იმაშია, რომ მამაკაცის სექსუალურ ფანტაზიებს შეუძლიათ რეალური სექსუალური ცხოვრების ჩანაცვლება.

მეცნიერები არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად თვლიან: იმპოტნეციას, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანია, ფსიქიკური დარღვევები, სექსუალური ტრავმა, სექსზე უარის თქმა ქალის „დასჯის“ მიზნით, დეპრესია, მედიკამენტების მიღება, რომლებიც გავლენას ახდენენ ლიბიდოზე, სექსუალური სურვილის არ ქონა.