სპერმის ხარისხი და მიკროელემენტები

რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მის სპერმატოზოიდებში მით მეტად არის დაზიანებული დნმ და ქრომოსომული ანომალიებიც მეტად არის გამოხატული.

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხანდაზმული მამაკაცები ნაკლებად ფერტილურები არიან და მათში უფრო ხშირია გენეტიკური ანომალიებით დატვირთული შვილის ყოლის ალბათობა.

ვიტამინები A, C, E, თუთია და ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებენ სპერმის ხარისხს. მამაკაცებში, რომელთა რაციონშიც C ვიტამინი არის დიდი რაოდენობით, სპერმატოზოიდებში დნმ-ს დაზიანებათა რიცხვი 20% ნაკლებია.

აშშ-ში, კალიფორნიის ლაბორატორია Lawrence Livermore-ში, ჩატარადა უამრავი კვლევა. მასზე მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ნივთიერებებს შეუძლიათ მამაკაცის დაბერების შეჩერება. სწორედ ამ მიზეზით ისინი 40 წელს ზევით ყველა მამაკაცს ურჩევენ ამ ნივთიერებათა მიღებას.

C ვიტამინის დოზა არისარა უმცირეს 162 მგ, E ვიტამინის დოზა – 23,7მგ, β-კაროტინის დოზა – 2,586მკგ, ფოლიუმის მჟავას დოზა – 475გ და თუთიის დოზა – 12,3მგ.