სპერმაზე ალერგია

ახალი ალერგენების აღმოჩნება დღესდღეობით არ წარმოადგენს სიახლეს, თუმცა მაინც არის ხოლმე შემთხვევები, რომლებიც თვით მეცნიერებსაც კი აკვირვებს – მაგ, ალერგია სპერმაზე.

საინტერსოა, რომ საკმაოდ გავრცელებულმა ფრაზამ: „მასზე ალერგია მაქვს“, შეიძინა სამედიცინო საფუძველი. მეცნიერულად დადგინდა, რომ სპერმამ, რომელიც ხვდება საშოში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.

სპერმაზე ალერგიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ორმოცდაათიან წლებში. იმ წლებში, როცა შედარებით სუფთა ეკოლოგია იყო, ეს შემთხვევები განხილულ იქნა, როგორც გამონაკლისები.

ბოლო დროს სპერმაზე ალერგიამ იმატა. მეცნიერები ამას ზოგადად ალერგიული ფონის გაძლიერებას და ექიმ-ალერგოლოგების კვალიფიკაციის მატებას მიაწერენ.

სპერმაზე ალერგიის ძირითადი ნიშნები:

  • ასთმური შეტევები;
  • ცხელება;
  • კანზე გამოვლინებები;
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • შეშუპება;
  • ცნობიერების დაკარგვა;
  • ტვინის სისხლმომარაგების დარღვევები.

სპერმაზე ალერგიის მსუბუქი ფორმა გამოიახტება ადგილობრივი რეაქციებით: ქავილი და წვა საშოს მიდამოში.

სპერმაზე ალერგია დიდ გავლენას ახდენს სექსუალურ ცხოვრებაზე. ქალების ნაწილი პარტნიორის დაკარგვის შიშით არც კი ამბობს ხმამაღლა, რომ ეს პრობლემა აწუხებს. ამით ქალი რისკავს, რამეთუ მსუბუქი სიმტპიმატიკა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენებში გადავიდეს. ამას გარდა, მსუბუქად გამოხატული ალერგიული პროცესიც კი, რომელსაც საფუძვლად უდევს იმუნური რეაქციები, ხდება უშვილობის მიზეზი.

მკურნალობა ალრგენის მოცილებაში მდგომარეობს. ძირეული მკურნალობისთვის გამოიყენება იგივე პრეპარატები, რაც ზოგადად, ალერგიული რეაქციების დროს. პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია.