ქალის ინტიმური ჰიგიენა

ქალის ინტიმური ჰიეგინა არის საკითხი, რომელიც საჭიროებს დიდ ყურადღეებას, რადგან შეიძლება გახდეს ბევრი უსიამოვნების მიზეზი.

ინტიმური ჰიგიენის ნორმები:

  • დასაბანად გამოიყენება არა საპონი, არამედ მხოლოდ თბილი წყალი (დასაშვებია ინტიმური გელები, რომელთა შემადგენლობაც არ დაარღვევს საშოს მჟავიანობას და მიკროფლორის შემადგენლობას). დაბანის წინ აუცილებელია ხელების საგულდაგულოდ დაბანა;
  • წყლის ჭავლის მიმართულება და ხელების მოძრაობა დაბანის დროს უნდა იყოს წინიდან უკან (ისევე როგორც დეფეკაციის შემდგომ ტულაეტის ქაღალდის ხმარება უნდა მოხდეს წინიდან უკანა მიმართულებით), რომ არ მოხდეს უკანა ტანიდან მიკროფლორის გადმოტანა საშოში და დაინფიცირება. დაბანის შემდეგ სისველე იწმინდება ნაზად, რომ არ დაზიანდეს ნაზი საფარველი;
  • უკანა ტანის მიდამოში სისუფთავის დაცვისთვის აუცილებელია საპონი და არა ინტიმური გელები, რადგანაც ისინი ვერ უზრუნველყოფენ სათანადო დეზინფექციას;
  • პირსახოცი, რომელსაც იყენებენ დაბანის შემდეგ ინტიმური ადგილების გასაწმენდად უნდა ეკუთვნოს ერთ კონკრეტულ ადამიანს;
  • მენტრუაციის დროს არ შეიძლება აბაზანის მიღება, ბასეინში ან წყალსატევებში დაბანა;
  • ჰიგიენური საფენები უნდა გამოიცვალოს დღეში 4-5-ჯერ;
  • თუკი ქალი სარგებლობს ჰიგიენური ტამპონებით, მათი გამოცვლა აუცილებელია ყოველ 2სთ-ში;
  • ყოველდღიური საფენების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ქალის ნორმალური ვაგინალური გამონადენი მცირე რაოდენობითაა და საფენის ხმარებას არ საჭიროებს;
  • საშოს გამორეცხვა დასაშვებია, თუ მას ნიშნავს გინეკოლოგი. რეგულარული ჰიგიენისთვის გამორეცხვები არ შეიძლება!!!