მრავაჯერადი პრეზერვატივი

პრეზერვატივი რომ უსაფრთხო სექსისთვის აუცილებელია ყველა მცოდნე, თუ გამოცდილმა ადამიანმა იცის. ისიც ყველამ თუ იცის, რომ ის ერთჯერადია.

Bhagafarma ის კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ სურვილი აქვს ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით შექმნას პრეზერვატივის ახალი ფორმა, რომელიც იქნება არაერთჯერადი გამოყენების და ამით კომპანია დაეხმარება მსოფლიო მოსახლეობას ჯანსაღი სექსის ქონაში.

ახალი თაობის პრეზერვატივი იქნება რეზინის ნაკეთობა N2, თანამედროვე ნანო-ტექნოლოგიებით დამზადებული და მისი სისქე იქნება 0,01 მმ, მაშინ როცა ჩვეულებრივი პრეზერვატივის სისქე 0,06 მმ. მას ექნება პოლიმერული სტრუქტურა, რომელიც გაუძლებს შიგნიდან წნევის მეტებას რამდენიმე ჯერზე (ეს კომპანია ამტკიცებს, რომ გამოყენების რიცხვი საშუალოდ 100 იქნება).

გარკვეულ სამედიცინო ბაზრებზე ეს პროდუქტი უკვე გამოჩნდა.

კომპანიამ ახალ პროდუქტს „შივას“ საჩუქარი უწოდა და მას საჩუქრად მოჰყვება სპეციალური საწმენდი და ჰიპოლალერგიული ანტისეპტიკური ხსნარი თავისი დოზატორით. ცალკე შესაძლებელია ამ პრეზერვატივის დაზიანების დროს შესაწებებელი წებოს ყიდვა.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს პრეზერვატივი სამმაგი ლატექსისგანაა დამზადებული, უნდა ვივარაუდოდთ, რომ სპერმის „გაჟონვის“ შანსი ძალიან დაბალია.