კლიტორის ტკივილი

კლიტორი – ქალის გარეთა სასქესო ორგანოა, არის მამაკაცის პენისის ანალოგი, მაგრამ არის ძალიან მცირე ზომის.

კლიტორის ფუნქცია არის სიამოვნების კონცენტრაცია. კლიტორის ერექცია პენისის ერექციის ანალოგია და არის სექსუალური აგზნების ნიშანი. პენისის აგზნებისგან განსხვავებით კლიტორის აგზნებას სჭირდება დრო.

კლიტორის გარეგანი სახე და ზომები ძალიან ვარიაბელურია. საშუალო ზომებია სიგრძე 4,5 მმ; დიამეტრი – 2,3-დან 12-მმ-მდე.

კლიტორის თავი ქალის სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი, ის კარგად არის მომარაგებული სისხლძარღვებითა და ნერვებული დაბოლოებებით. სქესობრივი აგზნების დროს კლიტორი ზომაში იმატებს, ხოლო უშუალოდ ორგაზმის წინ 2-ჯერ მცირდება.

სექსის დროს არ ხდება პენისის უშუალო კონტაქტი კლიტორთან, მაგრამ ხდება კლიტორის მეორადი გაღიზიანება სასირცხვო ბაგეების გაჭიმვის გზით.

კლიტორის მიდამოში ტკივილის მიზეზები:

  1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  2. მშობიარობის შემდგომი პერიოდი, მაგრამ ესეთი ტკივილი გაივლის მალე;
  3. კუნილინგუსის არასწორი ტექნიკა;
  4. ტრავმები (ნაკაწრი, გაღიზიანება);
  5. პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
  6. დიდი კლიტორის ჩუჩა და მის ქვეშ დაგროვილი სმეგმა.