ხელოვნური ვაგინა

ხელოვნური საშო არის მოწყობილობა, რომელსაც აქვს ქალის საშოს ფორმა , რომელშიც მამაკაცს საშუალება ეძლევა მოათავსოს საკუთარი სასქესო ორგანო.  ხელოვნური საშო ძირითადად წარმოდგენილია რბილი მატერიით, რომელიც შეიძლება იყოს ზეთოვანი ან იძლეოდეს ლუბრიკანტის გამოყენების საშუალებას. ხელოვნური საშო გამოიყენება: სამედიცინო კვლევებისთვის, ცხოველების ხელოვნური განაყოფიერებისთვის ან შეჯვარებისთვის, ან როგორც სექს-სათამაშო ეროტიული სტიმულაციისთვის.

ხელოვნური საშო ხშირად გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერებისთვის (ინსემინაციისთვის) სპერმის მოპოვებისთვის,  ხელოვნურ ვაგინას ხშირად აქვს გარეთა ზედაპირი მყარი, ხოლო შიგნიდან რბილია, იმეორებს საშოს ანატომიურ ფორმას. საშო შეიძლება ივსებოდეს თბილი წყლით და თბებოდეს სხეულის ტემპერატურამდე, რათა ბუნებრივი გარემოს მსგავსი პირობები შექმნას. ზოგ შემთხვევაში მას აქვს ფილტრი და სათავსო, რათა ხელმისაწვდომი გახდეს სპერმის შეგროვება. ხელოვნური საშოს შიგნითა ზედაპირი სტერილურია.

მამაკაცები ხშირად გამოიყენებენ ხელოვნურ ვაგინას მასტურბაციისთვის. მრავალი კაცი სწორედ ამ გზით იღებს სექსუალურ სიამოვნებას. ზოგ შემთხვევაში ხელოვნური  საშო ვიბრირებს ვიბრატორის მსგავსად და  ქმნის ნაწილობრივ კოიტუსის ეფექტს.

ხელოვნური საშოს არხის სიგრძე დაახლოებით  10- 20 სმ-ია.

ხელოვნური საშოს ტიპები:

რეალისტური – ასეთი ტიპის ხელოვნური საშო რეალური საშოს მოდელზეა აგებული.  გარეგნულადაც საშოს ჰგავს, ზოგ შემთხვევაში ცნობილი პორნო მსახიობების მსგავსი გენიტალიების ფორმას იმეორებს.  რეალისტურ ხელოვნურ საშოს აქვს: ბოქვენის ძვალი,  დიდი და მცირე სასქესო (სასირცხვო) ბაგეები, ზოგჯერ თმებიც,  ბუნებრივი ნაოჭები, ნაკეცები და ღრმულები.

ზოგიერთ რეალისტურ ხელოვნურ საშოს აქვს ანალური ხვრელის მსგავსი შესავალიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ანალური სექსის სიმულაცია. იაპონური „onacups“ არის რეალისტური პოპულარული ხელოვნური საშოები, რომლებიც თვითონვე შიგნით შეიცავენ ლუბრიკანტს.

ვიბრირებადი ხელოვნური საშო ასეთ მოწყობილობებს შეუძლიათ ვიბრაცია, რათა გაიზარდოს მამაკაცის პენისის სიამოვნება.

Fifi – ხელოვნური ვაგინის აღმნიშვნელი  სლენგია, რომელსაც ამზადებენ ადამიანები კუსტარულად, დახვეული პირსახოცით ან სხვა მატერიით ზოგჯერ მას Nelsen- საც უ;წოდებენ.

ხელოვნურ საშოს ამზადებენ შემდეგი მასალით:

  • კიბერკანი –  პოლივინილ ქლორიდი და სილიკონით მზადდება, მას აქვს ადამიანის კანის მსგავსი ზედაპირი;
  • მცენარეები – ბანანის კანი, გამოფუღრული გოგრა, და სხვა მცენარეები გამოიყენება ხელოვნური საშოს იმიტირებისთვის . მსგავსი ხელოვნური საშო ხშირად გამოიყენება, რადგან იაფი და გავრცელებულია;
  • რეზინი (ელასტიური ჰიდროკარბონ პოლიმერია)  – ძლიერ ელასტიურია ახასიათებს მაღალი გამძლეობა;
  • რბილი პლასტმასი – (პოლივინილ ქლორიდი) –  ძალიან პოპულარული მატერიაა სექს სათამაშოების დასამზადებლად აქტიურად გამოიყენება.  ადამიანს ჟელეს მსგავს შეგრძნებას უქმნის;
  • ლატექსი – (ნატურალური რეზინი მიიღება მცენარეებისგან )  – ელასტიური ნივთიერება, ზოგ შემთხვევაში იწვევს ალერგიულ რეაქციას.