სადომაზოხიზმი

სადომაზოხოზმი – სექსუალური გადახრაა (პარაფილია), რომელიც სექსუალური სიამოვნების მიღებას გულისხმობს სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის ობიექტად ყოფნით, ამ ტანჯვის პარტნიორისთვის მიყენებით სექსუალური კავშირის დროს.

ეს დევიაცია უკავშირდება პარტნიორისთვის ტკივილის მიყენებას, მის დამცირებასა და დამორჩილებას, ან მსგავსი ქმედებების ობიექტად ყოფნას. პირველ შემთხვევაში ადგილი აქვსსადიზმს,მეორეშემთხვევაში – მაზოხიზმს. ხშირად ინდივიდი ერთმანეთს უხამებს ორივე პარაფილიას და სიამოვნებას ორმაგად იღებს.

სადომაზოხიზმის ცალკეული ელემენტები ნორმალურ ურთიერთობაშიც შესაძლოა აღინიშნებოდეს. მაგ, სექსის დროს დუნდულებზე, სასქესო ბაგეებზე, კლიტორზე, მკერდზე ხელის დაკვრა, მსუბუქი და ნაზი კბენა ძუძუს დვრილებზე, ყურის ნიჟარებზე და ა.შ. სადომაზოხიზმი ფსიქიკურ დარღვევად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა მსგავსი ქცევები სექსუალური ცხოვრების ძირითადი ელემენტი ხდება და ორგაზმის განცდა მათ გარეშე შეუძლებელია. ამასთან ასეთი სექსუალური ქცევა იწვევს პრობლემებს პირად და სამსახურებრივ ცხოვრებაში.

სადომაზოხიზმი გარჩეული უნდა იქნას აგრესისა და სისიატიკისაგან, რომელსაც ადგილი აქვს სექსუალურ ცხოვრებაში და არ უკავშირდებიან სექსაულური სიამოვნების მიღებას.

ტერმინი „მაზოხიზმი“ პიროვნების ფსიქოლოგიაში (ოტო კერნბერგი) ისეთი პიროვნების აღსაწერად, რომელიც მიდრეკილია ტანჯვის საკრალიზაციისა და იდეალიზაციისაკენ.

ტერმინები „სადიზმი“ და „მაზოხიზმი“ მოწოდებული იყო 1886 წელს სექსოლოგის რიჰარდ ფონ კრაფტ-ებინგომის მიერ. „სადიზმი“ უკავშირდება მარკიზ დე სადის სახელს (ამ სიტყვას იგი იყენებდა სასცენო საქმიანობისას სექსუალური ძალადობის აღსანიშნავად),მეორე – ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისას (აღწერდა ამას, როგორც ქალის დამორჩილებას და სიამოვნების მიღებას მისი დამცირებიგან, დასჯისგან). ხოლო გართიანებული ტერმინი „სადომაზოხიზმი“ შემოღებული იქნა ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის ისიდორე ზადჰერის მიერ 1913 წელს.

ადრე გამოიყენებოდა ტერმინი „ალგოლაგნია“, რომელიც აღნიშნავდა ტკივილის მიყენების ან მისი განცდისკენ მიდრეკილებას. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ტკივილი არ წარმოადგენს სადისტებისა და მაზოხისტებისათვის სიამოვნების განცდის ფაქტორს. სექსუალური სიამოვნების სადომაზოხისტებში განიცდება დომინირების, ან დამორჩილების გრძნობით.

დღეს მედიცინა სადიზმსა და მაზოხიზმს განიხილავს, როგორც ერთიან მოვლენას – სადომაზოხიზმს, ვინაიდან სამედიცინო კუთხით მაზოხიზმი სადიზმის გამოვლინებაა, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისკენ.

კვლევები აჩვენებს, რომ სადომაზოხიზმისკენ მიდრეკილება ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობაში, რაც მშობლების მხრიდან სასტიკი მოპყრობით არის განპირობებული. ასეთი ურთიერთობა ოჯახში განაპირობებს ბავშვის ფსიქიკაში მაზიხისტის ჩამოყალიბებას, იგი ცდილობს ტკივილის მიუხედავად მშობლის ყველა სურვილი შეასრულოს და ასიამოვნოს მას. საბოლოო ჯამში ასეთი ბავშვი საკუთარ შვილებს ექცევა სასტიკად და მისაგნ ყალიბდება სადომაზოხისტი.

სადომაზოხიზმის სექსუალურ დევიაციათა შორის ყველაზე გავრცელებულია და მისი გარკვეული გამოვლინება ყველა ადამიანს აქვს. უმრავლეს შემთხვევაში სადომაზოხისტური მიდრეკილებები ხელს არ უშლიან ადამიანებს საზოგადოებაში, არც ოჯახის შექმნაში. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სადომაზოხიზმის მძიმე ფორმებს სოციალური კუთხით ნეგატიური შედეგები მოაქვს. საკმაოდ ხშრად ასეთი ფორმების დროს აღინიშნება თვითგანადგურების სურვილი და სადომაზიხისტები ჭარბი რაოდენობით იყენებენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.