ვიაგრა

ვიაგრა არის მედიკამენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ.

ვიაგრას შემადგენელი ძირითადი კომპონენტია სილდენაფილის ციტრატი,  იყიდება სახელწოდებებით ვიაგრა, რევატიო, და სხვა სავაჭრო სახელებით.  ეს წამალი გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს.თავიდან ეს საშუალება შეიქმნა ბრიტანელი  მეცნიერების მიერ.

ვიაგრა ციკლური გმფ-სპეციფიური ფოსფოდიესთერაზა 5- ის ინჰიბიტორია.  ეს ფერმენტი ციკლური გმფ-ის დეგრანულაციას ანელებს. ეს იწვევს პენისის არტერიების გაფართოებას და სისხლი შედის პენისის კავერნოზულ სხეულებში, შესაბამისად ხდება პენისის ერექცია.  1998 წელს ვიაგრა გამოვიდა ბაზარზე და ერექტიული დისფუნქციის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

სიდენაფილის სამედიცინო გამოყენება

  • სექსუალური დისფუნქცია – სიდენაფილი გამოიყენება თითქმის ყველა მიზეზით გამოწვეული ერექტიული დისფუნქციისას.
  • პულმონარული ჰიპერტენზია –  ვიაგრა ეფექტურია იშვიათი დაავადების- ფილტვების არტერიის ჰიპერტენზიის დროსაც.  ის იწვევს არტერიების მოდუნებას და მცირდება ფილტვის არტერიის რეზისტენტობაც და წნევაც, ეს თავის მხრივ ამცირებს დატვირთვას მარჯვენა პარკუჭზე.  და აუმჯობესებს მდგომარეობას მარჯვენამხრივი გულის უკმარისობის დროს.
  • ალტიტუდური (სიმაღლის) ავადმყოფობა  –  სილდენაფილი გამოიყენება სიმაღლის ავადმყოფობის დროს, მთამსვლელებში ან ჩვეულებრივ ადამიანებში. ამ დროს ხდება ფილტვებში შეშუპება და ვიაგრა ამ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

დოზირება –  ვიაგრას აბები არის ლურჯი შეფერილობის, ბრილიანტის ფორმის მსგავსი აბები,  წამალს აქვს წარწერა გვერდზე  სიტყვა – “Pfizer”, აგერეთვე წარწერა  “VGR xx”

ვიაგრას დოზირება:  ერექტიული დისფუნქციის დროს,  მიღება ხდება 25 მგ- დან  100 მგ-მდე დღეში მხოლოდ ერთხელ სქესობრივ აქტამდე 30 წუთიდან 4 სთ-მდე შუალედში.

რევაციო, რომელიც ვიაგრას ანალობია, არის თეთრი მრგვაილი ტაბლეტები წარწერით  “RVT 20″.

გვერდითი ეფექტები –  სილდენაფილის ხშირი გვერდითი ეფექტებია:  თავისტკივილი,  სახის აწითლება( შეიძლება სხეულის ნებისმიერი ადგილის) დისპეფსიური მოვლენები (მუცლის ტკივილი, ბოყინი, შებერილობა, ნაუზეა, გულძმარვა), ცხვირის დახშობა, მხედველობის გაუარესება, ბუნდოვნად ხედვა, ფოტოფობია, ციანოფსია (ზოგი ადამიანი ვიაგრას მიღების შემდეგ აღნიშნავს, რომ ყველაფერს ხედავს ლურჯად).  სიდენაფილმა, შესაძლოა გამოიწვიოს ზოგადადაც მხედველობის გაუარესება იშვიათ შემთხვევებში.  გარკვეული კვლევებით ეს წამალი დაკავშირებულია არაარტერიულ წინა იშემიურ ოპტიკურ ნეიროპათიასთან.

სილდენაფილის მძიმე გვერდითი ეფექტებია: პრიაპიზმი (ხანგრძლივი ერექცია, მძიმე დაავადებაა!), ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი,  პარკუჭოვანი არითმიები, ინსულტი, გაზრდილი ინტრაოკულარული წნევა, სმენის დაკარგვა.

ინტერაქცია –   პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ-ინფექციის მკურნალობისთვის) თრგუნავენ სილდენაფილის მეტაბოლიზმს და  ზრდის პლაზმაში სილდენაფილის რაოდენობას და ძლიერდება გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევებში სილდენაფილის დოზირება მცირდება და იშვიათდება( 25მგ  48 სთში ერთხელ)

სილდენაფილის და ალფა ბლოკერების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის დაწევა (ჰიპოტენზია. თუმცა ეს გვერდითი ეფექტი არ აღმოცენდება თუ სილდენაფილი და ალფა ბლოკერების მიღება მოხდება ერთმანეთისგან 4 სთ-ის სხვაობით.

სილდენაფილის უკუჩვენებები – არ შეიძლება მისი გამოყენება თუ:

  • ხდება ორგანული ნიტრიტების და ნიტრატების მიღება. მაგ.  გლიცერილ ტრინიტრატი (იგივე ნიტროგლიცერინი). ანუ არ შეიძლება იმ ადამიანებში ვინც აზოტის ოქსიდებს იღებენ;
  • კარდიოვასკულარული დაავადებების დროს;
  • ღვიძლის მძიმედ შესუსტებული ფუნქციონირების დროს;
  • თირკმლების დაავადებების დროს;
  • ჰიპოტენზიის(დაბალი წნევა) დროს;
  • ინსულტის ან ინფარქტის შემდგომ (ახლო)  პერიოდში;
  • ბადურის მემკიდრული დეგენერაციული დაავადებების დროს.

სიდენაფილის არასამედიცინო გამოყენება –  ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ვიაგრას შეუძლია ლიბიდოს მომატება,  აუმჯობესებს ადამიანის სექსუალობას, ზრდის პენის ზომაში და ა.შ. თუმცა არ არსებობს სარწმუნო კვლევები ამ ეფექტების შესახებ, მაგრამ რაც არსებობს მათ მიხედვით ეს ეფექტები ვიაგრას არ აქვს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით 25მგ-ვიაგრას მიღებამ არ გააუმჯობესა ერექციის ხარისხი, თუმცა შეამცირა რეფრაქტერული პერიოდი და ჰქონდა პლაცებოს ეფექტი.

როდესაც ხდება ვიაგრას ან სხვა PDE (ფოსფოდიესთერაზა)-5-ის ინჰიბიტორების არასამედიცინო მიღება, ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირებულია წამლების არალეგალურ გამოყენებასთან და ნარკომანიასთან. ზოგი ადამიანი იყენებს მას სხვა წამლებთან ერთად ეფექტების გაძლიერებისთვი. მაგ. ვიაგრას ურევენ მეთილენ დიოქსი მეთამფეტამინთან(ექსტაზი, MDMA).  აგრეთვე ვიაგრას ურევენ სტიმულანტებთან, ოპიატებთან და ასეთ ნარევებს ზოგჯერ სექსტაზს უწოდებენ.