სექსი

სექსი (ლათ. Sexus – სქესი) – არის ქცევის ის მანერა, რომლითაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ სექსუალობას. ფართო გაგებით, სექსი სქესთა ურთიერთობაა, რომელიც სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფარგლებს სცილდება და პარტნიორთა შორის მიჯაჭვულობის გრძნობებს გულისხმობს.ინგლისურში სიტყვა „სექსის“ გამოყენება კოიტუსის აღსანიშნავად პირველად დარეგისტრურებულია 1929 წელს. ადამიანის სექსუალობა  საზოგადოებაში – სექსი შესაძლოა იყოს საშუალება შემდეგი თვალსაზრისით:

  • რეპროდუქცია (გამრავლება) – ამ შემთხვევეში ნაკლებად მნიშვნელოვანია პროცესი შედეგთან შედარებით. აქ ეროტიული ფაქტორები თამშობენ უმნიშვნელო როლს, მთავარი „შემქმნელების“ ბუნებრივი და სოციალური თვისებები;
  • რელაქსაცია (სქესობრივი აგზნების განმუხტვები) – ამ დროს პარტნიორს არა აქვს მნიშვნელობა, სიამოვნების მიღება მასტურბაციითაც შეიძლება;
  • რეკრეაცია, ან სიამოვნება – წინა პლანზე მოდის სექსის განსხვავებული ტექნიკა, ეროტიული ფანტაზიები, ისე რომ სულიერი ინტიმურობა არ არის აუცილებელი და პარტნიორის სიამოვნება განიხილება, როგორც საკუთარი სიამოვნების შევსება;
  •  სიყვარულის გამოვლინება;
  • კომუნიკაციები, ურთიერთობები, პარტნიორებს შორის ინტიმური სიახლოვის დადგენა;
  • თვითდარწმუნება – წინა პლანზე მოდის ადამიანის მოთხოვნილება, ირწმუნოს საკუთარი ძალების და მოეწონოს ყველას ირგვლივ;
  • შეცნობა, სექსუალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება – როცა პარტნიორი, პირველ რიგში, შეცნობის საგანია (ბიბლიაში ხშრად არის ნახსენები „ქალის შეცნობა“);
  • რიტუალებისა და ჩვევების მხარდაჭერა – არსებული ურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის;
  • ფიზიოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რაც, თავის მხრივ, ზრდის შრომისმოყვარეობას (ამ მიზნით ზოგიერთ კომპანიაში ატარებენ სექს-ღონისძიებას, როგორც მხოლოდ თანამშრომლების, ასევე „დაქირავებული ქალების“ მონაწილეობით). ეს მეთოდი ზრდის კოლექტივის სიახლოვეს. მსგავსი ტაქტიკა მორალუტ-ეთიკური კუთხით საეჭვოა, ზოგიერთ ქვეყანაში კანონიც კრძალავს;
  • რელიგიური და მისტიური პრაქტიკა – ფართოდ არის გავრცელებული რიტუალური სექსი ყანებში თესვის პერიოდში. ტრანსილვანიისა და ინდოეთის გარკვეულ რაიონებში მოსავალს ღამე იღებენ შიშველი ქალები;
  • მატერიალური კეთილდღეობის მიღება – პროსტიტუცია, ან ანგარებით ქორწინება;
  • პარტნიორზე გამარჯვების დემონსტრირება და მისი დაცინვა – გვხვდება არმიებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

რიგ შემთხვევეში სექსი არის იძულებითი (გაუპატიურება) და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გავრცელების მიზეზი. ვინაიდან სექსუალური ლტოლვა ადამიანის ქცევის მძლავრი მოტივატორია, იგი ხშირად გამოიყენება სპეცსამსახურებისა და კრიმინალისტების მიერ:

  • ინფორმაციის მისაღებად;
  • ადამიანებზე კონტროლის მოსაპოვებლად;
  • „სიამოვნების სპეციალისტის“ მიგზავნის გზით ადამიანის ქცევისა და მიზნების შესაცვლელად;
  • შემდგომი შანტაჟისათვის კომპრომატის მოსაპოვებლად.

უმრავლეს შემთხვევაში სექსი და სექსუალური ქცევის გამოვლინება საზოგადოებაში სოციალური, იდეოლოგიური და სამართლებრივი შეზღუდვის საგანია. ამასთან, რაც ავტორიტეტულია საზოგადოება, შეზღუდვებიც მეტად მკაცრი აქვს. ბევრ ქვეყანაში (ისლამურსა თუ ქრისტიანულში) ცოლქმრული ღალატი ითვლება დანაშაულად და ისჯება მატერიალური, ან სამართლებრივი გზით, მათ შორის, სიკვდილითაც. რეგიონებში, სადაც შარიათი მოქმედებს (ავღანისტანი, აფრიკის ზოგიეთი ქვეყანა და ა.შ.) ხდება ტრადიციის მოღალატე პირების ქვებით ჩაქოლვა. სქესობრივი ცხოვრების ძირითადი ფორმები – სექსუალური კავშირების ერთ ერთი საინტერესო კლასიფიკაცია შექმნა რუსმა სექსოლოგმა გიორგი ვასილჩენკომ. იგი სქესობრივი ცხოვრების ორ ფორმას გამოყოფს: გენიტალური და ექსტრაგენიტალური.

სქესობრივი ცხოვრების ექსტრაგენიტალური ფორმები

სქესობრივი ცხოვრების ექსტრაგენიტალური ფორმებია ცეკვა, გეიშების ინსტიტუტი და პლატონური სიყვარული. ცეკვა – ცეკვითი მოძრაობები ხშირად პარტნიორების სხეულების მჭიდრო კონტაქტს გულისხმობს. ზოგიერთი ცეკვის, მაგ, ტანგოს ეროტიზმი უდავოა. გეიშიზმი –  იაპონური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი მსახიობები საკუთარი ცეკვით, სიმღერით, თავდაჭერილი და კეთილგანმწყობი საუბრით ართობენ სტუმრებს (კლიენტებს). გეიშა ტრადიციული იაპონელი ქალია, ქალურობის განსახიერება, რომელიც არსებული წარმოდგენების მიუხედავად, არ ეწევა პროსტიტუციას და თუ გეიშა ნებდება მამაკაცს, ეს მხოლოდ მისი სურვილით ხდება. სქესობრივი ურთიერთობის ამ ფორმის მიზანი სულიერი კავშირია და არა ფიზიკური. პლატონური სიყვარული– პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ამ დროს შემოიფარგლება ახლოლობლური კავშირით სექსის გარეშე. სექსი შეუძლებელია ასაკობრივი სხვაობის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის, ან პარტნიორებს შორის სექსუალოური ლტოვის არარსებობის დროს.

სქესობრივი ცხოვრების  გენიტალური (სუროგატული) ფორმები

  • პოლუცია – მამაკაცებსა და მოზარდებაში ძილში (სასიამოვნო სიზმრების ფონზე) სპერმის უნებლიე გამოყოფა;
  • მასტურბაცია – პარტნიორის და საკუთარი სასქესო ორგანოების გაღიზიანების გზით ორგაზმის მიღწევა. მასტურბაცია, ძირითადად, გენიტალიების აგზნებას მოიცავს, თუმცა შესაძლოა ანუსისა და სარძევე ჯირკვლის სტიმულაციაც.
  • ფისტინგი – ქალის მიერ სიამოვნების მისაღებად საშოში ხელის მტევნის შეტანა და სასქესო გზების სტიმულაცია;
  • ფინგერინგი – თითების გამოყენებით ეროგენული ზონების აგზნება. შეიძლება გამოიყენონ როგორც ჰეტერო, ასევე ჰომოსექსუალებმა;
  • პეტინგი – ორგაზმის მიღწევა სხვადასხვა ეროგენული ზონების სტიმულაციით (კოცნა, ჩახუტება, მოფერება და გენიტალიების აგზნება) საკუთრივ სექსობრივი აქტის გამორიცხვით.

სქესობრივი აქტი

სქესობრივი აქტი (ნორმალური ჰეტეროსექსუალური კოიტუსი) – სქესობრივი ცხოვრების ძირითადი ადამიანთა დიდი ნაწილისათვის არის ფორმა არის სქესობრივი აქტი (კოიტისი), რომელიც გულისხმობს მამაკაცის სასქესო ასოს შეყვანას ქალის საშოში. ხანგრძლივობის მიხედვით სქესობრივ აქტს ყოფენ: სწრაფ და გახანგრძლივებულ ფორმებად; დასრულების ხარისხის მიხედვით: დასრულებული, ნაადრევად დასრულებული, დაუსრულებელი და შეწყვეტილი. არსებობს პოზიციების მრავალფეროვნება, რომლებშიც შესაძლოა შესრულდეს სქესობრივი აქტი.კოიუტსის შემცვლელი ფორმები –  როცა ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის განხორციელება არასასურველი, ან შეუძლებელია (ან წყვილს მრავალფეროვნება სურს), შეიძლება გამოიყენონ კოიტუსის შემცვლელი ფორმები: ვესტიბულარული კოიტუსი (მამაკაცის სასქესო ასოს ხახუნი ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე, საშოში შეღწევის გარეშე), ბარძაყებს შორის კოიტუსი – ვიკჰარიტა (მამაკაცის სასქესო ასოს შეხება ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე და არა საშოში), ნარვასადატა (მამაკაცის სასქესო ასოს გადადგილება სარძევე ჯირკვებს შორის ღარში). სქესობრივი აქტის ასეთივე ფორმაა ანალური სექსი, როცა სასქესო ასო შედის პარტნიორის ანალურ არხში.

ორალურ-გენიტალური კონტაქტები – ორალურ-გენიტალური სქესობრივი კავშირის დროს აგზნება და სიამოვნება ხდება პარტნიორის სასქესო ორგანოების პირით ან ენით ალერსის დროს. სქესობრივი ურთირთობის ეს ფორმა ავსებს სხვა ფორმებს, ან პარტნიორებს შორის კავშირის ერთადერთი ფორმაა. ორალურ-გენიტალური კონტაქტების ფორმებია:

  • კუნილინგუსი – ქალის სექსუალური აგზნება კლიტორზე და ვულვაზე ტუჩებით, ენით, ან კბილებით ზემოქმედებით;
  • ფელაცია (მინეტი) – მამაკაცის სასქესო ასოზე პირით, ენით, კბილებით ზემოქმედება;
  • ანილინგუსი – ანუსის (უკანა) სტიმულირება ენით ან ტუჩებით;
  • ირუმინაცია – სასქესო ასოთი პარტნიორის პირში, ან ხახაში აქტიური მოძრაობების შესრულება;
  • Teabagging – მამაკაცის სათესლე პარკის მოთავსება პარტნიორის პირში.

სიამოვნების მიღების გარდა ორალურ-გენიტალური სექსის მიზანი, შესაძლოა, იყოს პარტნიორის დამცირება და მასზე უპირატესობის დემონსტრირება. „ხორციელი სიყვარულის“ ხელოვნების პირველი აღწერა დაიწყეს ინდოეთში. ამის დასტურია ვატსიანას „კამა სუტრა“ და „ანანგა რანგა“ („ატმის ტოტები“). XX საუკუნის ბოლოს სექსუალური რევოლუციის შემდეგ გამოვიდა უამრავი წიგნი, რომლებიც სექსის ტექნიკას ეძღვნებოდა. ყველეზე ცნობილი მათ შორის: „The Joy of Sex“ („სქესის სიხარული: წიგნი სექსის ტექნიკაზე“), „სექსი ქალის ცხოვრებაში“, „სექსი მამაკაცის ცხოვრებაში“ და ა.შ.