პრეზერვატივის ფორმები

პრეზერვატივების არჩევანი ძალიან დიდია და ყველა მათგანი მოქცეულია გარკვეულ სახეობაში. სტატიაში სწორედ ამ სახეობებზე იქნება საუბარი.

პრეზერვატივები Classic – კლასიკური ფორმის ლატექსის პრეზერვატივები. აქვს გლუვი ზედაპირი და თავზე თავისუფალი სივრცე სპერმისათვის. როგორც წესი ასეთი პრეზერვატივები საჭიროებენ ზედმეტი ხახუნის თავიდან ასაცილებლად ლუბრიკანტის წასმას. პრეზერვატივების ეს ტიპი გამოდგება ნებისმიერი შემთხვევისათვის,როცა საჭიროა თავდაცვა. პარტნიორები განიცდიან რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ შეგრძნებებს. Classic-ის ტიპის პრეზერვატივები არ უნდა გამოიყენონ ლუბრიკანტებისა და ლატექსის მიმართ ალეგიული რეაქციები.

პრეზერვეტივები Anatomic – თავისი ძირითადი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს კლასიკურ პრეზერვატივებს, თუმცა გარკვეულწილად განსხვავდება. ამ ფორმის პრეზერვატივების განსაკუთრებულობაა ის, რომ ისინი ზუსტად იმეორებენ მამაკაცის პენისის ანატომიურ თავისებურებებს, შესაბამისად არ არიან მიდრეკილნი ჩამოსრიალებისკენ.

პრეზერვატივები Spermicide/Prolonged – ეს პრეზერვატივები განსხვავდებიან მხოლოდ ლუბრიკანტის ტიპით, რომლის მიხედვითაც პრეზერვატივები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სპერმიციდული შემადგენლობის პრეზერვატივები აძლიერებენ ჩასახვისსაწინააღმდეგო ეფექტს. ამ ჯგუფში შედის ანესთეტიკების შემცველი პრეზერვატივები. მისი საშუალებით თავიდან აცილებული იქნება ნაადრევი ეაკულაცია და სქესობრივი აქტი ხანგრძლივდება.

აღსანიშნავია, რომ სპერმიციდული პრეზერვატივები არ გამოდგება მუდმივი გამოყენებისათვის, რადგან იწვევს საშოს დისბაქტერიოზს. იგივე შეიძლება ითქვას ანესთეტიკების შემცველ პრეზერვატივებზე, რადგან ისინი იწვევენ ალეგიურ რეაქციებს.

რელიეფური პრეზერვატივები Ribbed/Dotted – ამ ტიპის პრეზერვეტივების განმასხვავებელი ნიშანია რელიეფური ზედაპირი: წერტილებიანი, ღარებიანი, ზოლებიანი და კომბინირებული. ამ პრეზერვეტივების დანიშნულება სექსის დროს მიღებული შეგრძნებების გაძლიერებაა. გარდა ამისა, ეს პრეზერვატივები გაცილებით სქესლია, ვიდრე სხვები და შესაბამისად, მეტად მყარიც.

პრეზერვატივები Light – ეს პრეზერვატივები კლასიკურ  ფორმებზე თხელია. შესაბამისად, შეგრძნებების ყველაზე ახლოს უპრეზერვატივოს სექსთან სწორედ ამ ფორმის დროს არის. ამასთან დაცვის ინდექსი არ იცვლება.

პრეზერვატივები Forсed – პრეზერვატივები, რომლებიც თითქმის გამორიცხავს გახევას, ლუბრიკანტის უკმარისობის შემთხვევაშიც კი. მგრძნობელობა ქვეითდება, მაგრამ უმნიშვნელოდ.

პრეზერვატივები Aroma – პრეზერვატივებს ხშირად აქვს სხვადასხვა არომატი: მარწყვის, მენთოლის, ვანილის, ფორთოხლის, ვაშლის, შოკოლადისა და სხვა. ეს პრეზერვატივები ძალიან კარგია ორალური სექსისთვის, რადგან არომატის შესაბამისი გემო აქვს.

პრეზერვატივები Color – პრეზერვატივები ბევრია ფერადი და/ ან სიბნელეში მანათობელი. ეს უკანასკნელი არ არის ტოქსიური, არის სამშრიანი: შიგნითა და გარეთა ლატექსი და შუა უსაფრთხო პიგმენტი.

გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა ცხოველების ფორმების პრეზერვატივები.