პარაფილიები

პარაფილია არის სექსუალური აქტივობის ნებისმიერი ისეთი გამოვლინება, რომელიც სექსუალური აქტივობის ნორმიდან გადახრას წარმოადგენს. სექსუალური გადახრად კი ითვლება ის სექსუალური ქცევა, რომელიც არ არის თავსებადი მოცემულ საზოგადოებაში მიღებულ ნორმასთან.

  • F65.0 ფეტიშიზმი – სექსუალური ლტოლვის ობიექტი არის სხეულის ნაწილი, ტანსაცმელი, ან რაიმე სხვა საგანი, რომლეიც სიმბოლურად წარმოადგენს სექსუალურ პარტნიორს;
  • F65.1 ტრანსვესტიკური ფეტიშიზმი – სექსუალური სიამოვნება მიიღება საპირისპირო სქესის ადამიანის ტანისამოსში გადაცმით;
  • F65.2 ექსჰიბიციონიზმი – სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა სხვა ადამიანებისათვის საკუთარი შიშველის სხეულის (ძირითადად, სათესლეებისა და სასქესო ორგანოების) დემონსტრირებით სექსუალურ კავშირებს მიღმა;
  • F65.3 ვუაიერიზმი – სექსუალური აქტის, შიშველი, ან ნახევრად შიშველი ადამიანების თვალთვალისკენ მიდრეკილება;
  • F65.4 პედოფილია – სექსუალური ლტოლვა პუბერტატის, ან ადრეული პუბერტატის ასაკის ბავშვებისადმი;
  • F65.5 სადომაზოხიზმი – პარტნიორისთვის ტკივილის მიყენების, ან ტკივილს ობიეტად ყოფნის სურვილი;
  • F65.6 სექსუალური მიკუთვნების კომბინირებული დარღვევა – რამდენიმე პარაფილიის კომბინაცია, რომელთა შორის ძირითადი პათოლოგიის გამოყოფა შეუძლებელია. ყველაზე ხშირად კომბინაციაში გვხვდება ფეტიშიზმი, ტრანსვესტიზმი და სადომაზოხიზმი;
  • F65.7 სექსუალური მიკუთვნების სხვა დარღვევები – სამედიცინო მნიშვნელობის სხვა გადახრები: ფროტერიზმი (- ხალხში, ან ხალხმრავალ ტრანსპორტში შერჩეულ ადამიანზე სასქესო ორგანოების ხახუნი), სექსუალური კმაყოფილების მიღწევის მიზნით სატელეფონო ხულიგნობა,სექსუალური ლტოლვა ცხოველებისადმი-ზოოფილია, ნეკროფილია (მიცვალებულებისადმი სექსუალური ლტოლვა), ასფიქსიოფილია (სექსუალური სიამოვნების გაძლიერება ყელზე რაიმე ნივთის მოჭერით, ან თავზე ტომრისა თუ ცელოფნის პარკის ჩამოცმით).

თითოეული ამ ჯგუფის დააავდებისათვის შესაძებელია შედარებით დამოუკიდებელი პათოლოგიების ჩამოთვლა. ფეტიშიზმის ნაირსახეობები:

  • აგალმატოფილია – ადამიანებს სექსუალური ლტოლვა აქვთ სტატუეტების, მანეკენების, თოჯინების მიმართ ან სურთ ტრანსფორმირდნენ უზრავ სხეულებად.
  • აპოტემნოფილია – სექსუალური ლტოლვა იმ ადამიანებისადმი, რომლეთაც აქვთ სხეულის რაიმე ნაკლი, ან ამპუტირებული კიდური;
  • აუტომონოსექსუალიზმი – ნარცისიზმის სახეობა, რომლის დროსაც ფეტიშის საგანი არის საკუთარი სხეული. ფეტიშიზმის ეს სახე ნარცისიზმისა და ტრანსვესტიკური ფეტიშიზმის კომბინაციაა;
  • ჰეტეროქრომიფილია – სექსუალური ლტოლვა კანის განსაზღვრული ფერის (საკუთარი კანის ფერისგან განსხვავებული) მქონე ადამიანისადმი;
  • კოპროფილია – ფეტიშის ობიექტია განავალი, საკუთარი, ან სხვა ადამიანის;
  • ნარცისიზმი – სექსუალური ლტოლვა საკუთარი თავისადმი. ადამიანს აღაგზნებს საკუთარი გარეგნობა, საკუთარი მოძრაობები და გამონაყოფებიც კი: სპერმა, შარდი;
  • პიგმალიონიზმი – ფართო გაგებით სიამოვნების მიღება ხელოვნების ნიმუშების ქონით. ვიწრო გაგებით – სექსუალური ლტოლვა ქანდაკებების მიმართ. პიგმალიონიზმის ქვესახეობაა პორნოგრაფომანია და სადისტური პიგმალიონიზმი, როცა სექსუალური სიამოვნება მიიღწევა ხელოვნების ნიმუშის გადადგურებით;
  • პიროლაგნია – ფეტიშის საგანის არის ცეცხლი. ეს პირომანიის ერთ-ერთი სახეა და ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს რაიმესთვის ცეცხლის წაკიდებითა და ჩაქრობოთ;
  • ოზოლაგნია (რანიფლექსი) – ექსკრემენტოფილიის სახეობა, როცა ფეტიშის საგანი არის ექსკრემენტების სუნი;
  • რეტიფიზმი – ფეტიშის საგანი ტყავის ნივთების (მძიმე შემთხვევებში ადამიანის კანის);
  • უროფილია – სიამოვნების მიღება შარდვის პროცესისაგან;
  • ექსკრემენტოფილია – ფეტიშის საგანი ადამიანის ორგანიზმის გამონაყოფებია.
  • ტექნოსექსუალიზმი – სექსუალური ლტოლვა რობოტების მიმართ.

დევიაციების ცალკე ჯგუფია სიამოვნების მიღება გარკვეული ტანსაცმლის ჩაცმით. მასში ერთიანდება ტრასვესტიზმი და ფეტიშიზმი:

  • ტრანსვესტიკური ფეტიშიზმი – ფეშიზმის სახე, რომლის დროსაც სექსუალურ კმაყოფილებას აღწევენ საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმით;
  • ცისვესტიზმი – გამოიხატება სოციალური სტატუსისთვისა და ასაკისთვის შეუფერებელი ტანსაცმლის ტარებით;
  • ჰომესვესტიზმი – კონკრეტული პიროვნების გარეგნობის ქონითა და მისი ტანსაცმლის ტარებით სიამოვნების მიღება.

სადომაზოხიზმის სახეები:

  • დიპოლდიზმი – ფლაგელიზმის სახეობაა, რომელიც უკავშრდება მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის წვალებით სიამოვნების მიღებას;
  • კანდაულეზიზმი – ექსჰიბიციონიზმის სახეობაა, მაზოხიზმთან კომბინაციაში, რომელიც სექსუალური სიამოვნების მიღებას გულისხმობს საკუთარი ცოლის, ან პარტნიორი ქალის შიშველის სხეულის სხვა მამაკაცებისათვის დემონსტრირებით;
  • მეტატროპიზმი – სადომაზოხიზმის სახეობა, რომელშიც ქალი არის აქტიური (სადისტი), მამაკაცი კი პასიური (მაზიხისტი);
  • პაჟიზმი – მაზიხიზმის სახეობა, რომელიც გერონტოფილიასთან არის კომბინაციაში და მასში უმცროსი პარტნიორი თამაშობს მოსამსახურის როლს და ემორჩილება პარტნიორის ნება-სურვილს;
  • სალირომანია – სექსუალური სიამოვნების მიღება სხვა ადამიანების ტალახით, საღებავით, განავლით, შარდით, სისხლით, ან სხვა რაიმეთი დასვრით;
  • ჰემატოფილია – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა პარტნიორის „დაგემოვნები“, ან მისი სისხლის დანახვით;
  • სერვილიზმი – პაჟიზმის უკიდურესი ფორმა, როცა უმცროსი პარტნიორი ასრულებს მონის, ან შინაური ცხოველის როლს;
  • სკატოლალია – სატელეფონო ხულისგნობა, ანუ სატელეფონო ზარების შესრულება მსხვერპლის შეშინების მიზნით;
  • ფლაგელანტიზმი – სადომაზიხიზმის სახეობაა, როცა ადამიანი სექსუალ სიამოვნებას პარტნიორის, ან საკუთარი თავის გამთრახებით იღებს.

სექსუალური მიკუთვნების სხვა დარღვევები:

  • აუტოასფიქსიოფილია – საკუთარი თავის მოხრჩობისთვის სხვადასხვა საგნების ხმარება, ანუ სასუნთქი სისტემის გადაკეტვით სექსუალური შეგრძნებების გაძლიერება;
  • გერონროფილია – სექსუალური ლტოლვა მოხუცების, ან ხანშიშესული ადამიანებისადმი;
  • ზოოსადიზმი – სექსუალური სიამოვნების მიღება ცხვოველების მწვალებლობით;
  • ზოოფილია – სექსუალური ლტოლვა ცხოველებისადმი;
  • ნეკროფილია – სექსუალური ლტოლვა მიცვალებულისადმი, გვამისადმი;
  • ნეკროსადიზმი (ბერტრანიზმი) – გვამის დამახინჯებით სექსუალური სიამოვნების მიღება;
  • ნეკროფაგია – გვამის ნაწილების ჟამით სექსუალური სიამოვნების მიღება;
  • ფროტერიზმი – ხალხში, ან ხალხმრავალ ტრანსპორტში შერჩეულ ადამიანზე სასქესო ორგანოების ხახუნი.